ანჩისხატის ეკლესია თბილისში
February 18, 2012 – 6:08 pm | კომენტარი არაა

ანჩისხატის ეკლესია მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ზემო კალაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იოანე შავთელის ქუჩაზე.
ანჩისხატის ბაზილიკა თბილისის უძველესი ქრისტიანული ტაძარია, აგებული VI ს-ის დასაწყისში ვახტან გორგასლის მემკვიდრის, მეფე დაჩის მიერ. ეკლესია ღვთისმშობლის შობის სახელობის იყო. …

სრული სტატიის წაკითხვა »
კულტურა

ქართული და უცხოური კულტურის სიახლეები

საზოგადოება

თანამედროვე საზოგადოების აქტუალური თემები

სხვადასხვა

სხვადასხვა თემატიკის აქტურალური საკითხები

ქრისტიანობა

მართლმადიდებლობა და ქართული დედა ეკლესია

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობაზე ზრუნვა და რეკომენდაციები ექიმებისგან

საწყისი გვერდი » ეკლესია-მონასტრები

თბილისის წმ.ნიკოლოზის (ე.წ. სომხური სურბ-ნშანის) ეკლესია

ავტორი - , გამოქვეყნდა - January 25, 2012 – 6:22 pm6 კომენტარი

თბილისის წმ.ნიკლოზის სახელობის ქართული ტაძარი, ე.წ. სომხური სურბ-ნშანის ეკლესია მდებარეობს ერეკლე მეფის მოედნის ზემოთ, ვერცხლისა და სულთნიშნის ქუჩების გადაკვეთაზე. ტაძრის აშენების თარიღი ჯერჯერობით დაუდგენელია. სურბ-ნშანი საბჭოთა კავშირის ეპოქაში ეკლესიაში ბიბლიოთეკა იყო განთავსებული, რომელიც შემდეგ ხანძარმა იმსხვერპლა. ამჟამად წმ. ნიკოლოზის ქართული ტაძარი დაკეტილია, იგი სადავო ძეგლთა სიაშია შესული, რადგან მასზე სომხური მხარე აცხადებს პრეტენზიას.

ვახუშტი ბატონიშვილი გვაუწყებს: “არს კუალად დაბალსა ციხესა შინა ეკლესია გუმბათიანი და აწ ცარიელი და სხუანი გუმბათიანნი არიან. გუმბათიანნი უპყრავთ სომეხთა. უგუმბათო აღაშენა კარის საყდრად დედოფალმან მარიამ. კუალად აღაშენა მეფემან ვახტანგ ორი გუმბათი, დედოფალმან როდამ აღაშენა ერთი უგუმბათო- კუალად უგუმბათო ოთხი აწ უპყრავთ სომეხთა” (“ქართლის ცხოვრება”).

ვახუშტის ამ ცნობას კომენტარს უკეთებს და აზუსტებს პლატონ იოსელიანი: სომხები თბილისში დაეპატრონენ შვიდ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, მათგან სამი გუმბათიანიაო. მითვისებული ეკლესიებიდან ცნობილი ყოფილა სამი. ერთ-ერთი მათგანია სურბ-ნშანი.

აქვე მიუთუთებს ქართველი ისტორიკოსი: სურბ-ნშანი, მასზე არსებული სომხური ეპიგრაფიკული წარწერის მიხედვით, ვახტანგ VI-ის მამის, ლეონის მეფობის დროს, 1701 წელს აშენდა.

თუმცა 1700-იან წლებზე გაცილებით ადრე ეს ეკლესია ქართული სალოცავი იყო, მაგრამ ძნელბედობის გამო სომეხთა ხელში გადავიდა. თუ რა მიზეზებით მოხდა ეს, ამის თქმა ძნელია, მაგრამ 1703 წლის სომხური ქტიტორული წარწერის მიხედვით, ტაძრის ახლად აშენებას შესდგომია ვინმე მელიქ კიორკი.
სურბ-ნშანი ადრე კი მელიქ კიორკის მამას-ასლმაზასა და პაპას – ამირას გარკვეული სამუშაო შეუსრულებიათ. ისინი მამასახლისები ყოფილან და თანამდებობის წყალობით არ გაუჭირდებოდათ უპატრონო ქართული ეკლესიის ხელში ჩაგდება. თუმცა გამორიცხული არ არის, კიდევ უფრო ადრე მომხდარიყო ტაძრის მითვისება.

როგორც ცნობილია ისტორიული წყაროებიდან, იმ უბანში, სადაც ე.წ. სურბ-ნშანის ეკლესია მდებარეობს, სამეფო სასახლეები და რეზიდენციები იყო განლაგებული, ხოლო წმ. ნიკოლოზის სახელობის ქართული ტაძარი მამასახლისის ეკლესიად იწოდებოდა. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ მიისაკუთრა სომხურმა გრიგორიანულმა ეკლესიამ ეს ტაძარი, როდესაც თბილისის მამასახლისები სომხები იყვნენ .

სომხური საარქივო მასალიდან ჩანს, რომ ამ ეკლესიას 1624 წელს წმ.ნიკოლოზის სახელი ეწოდება, 1656 წელს კი მოხსენიებულია სურბ-ნშანად.

თბილისის ისტორიის საუკეთესო მცოდნე თ. კვირკველია წერს: “გადმოცემით, ადრე აქ მართლმადიდებელთა ეკლესია იდგა, დანგრევის შემდეგ იგი აღუდგენიათ სომეხ-გრიგორიანებს… ეკლესია თავისი ზომებითა და მაღლივი გუმბათით მკვეთრად გამოიყოფა ძველი თბილისის განაშენიანებაში. ეს ეკლესია ნახსენები აქვს შარდენს”.

აღნიშნული ცნობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქართული წმ. ნიკოლოზის ეკლესია სომხებს გადაუკეთებიათ სურბ-ნშანის ეკლესიად.

თბილისის წმ. ნიკოლოზის ( სურბ-ნშანის) ეკლესიის აშენების თარიღად სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია 1703 წელი. ზემოხსენებული სომხური საარქივო მასალიდან გამომდინარე, ეს ეკლესია 1624-1656 წლებში უკვე სომხურ ეკლესიად ფუნქციონირებდა, რაც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ 1703 წელს წმ. ნიკოლოზის ეკლესია კი არ აშენდა, არამედ საფუძვლიანად გადაკეთდა.

სურბ-ნშანი პერმანენტული შემოსევებისგან გაპარტახებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებს უცერემონიოდ დაეუფლნენ ლტოლვილი თუ ჩამოსახლებული სომხები. ეს ხდებოდა, უმრავლეს შემთხვევაში, არც თუ მისაღები ხერხებითა და გზებით.

სომხების შესახებ ცნობილი რუსი მეცნიერი ლ. ზაგურსკი აღნიშნავდა: “სომხებს აქვთ ჩვევა, ადვილად მიატოვონ თავიანთი სამშობლო და ხალისით დასახლდნენ ქვეყნებში, რომლებიც მათ მატერიალურ სარგებლობას ჰპირდება.
გადასახლებისთანავე ისინი აგებენ ეკლესიებს, რომელშიც ჩვეულბრივ განათავსებენ წინა სამშობლოდან წამოღებულ ძველებურ საეკლესიო წიგნებს. შემდეგ სახლდებიან ეკლესიების გარშემო,იძენენ უძრავ ქონებას, ხელში იგდებენ ვაჭრობას და მშვენივრად ეგუებიან ახალი ქვეყნის პირობებს. მათში კარგად განვითარებული თემური სულის წყალობით, აყალიბებენ მეტ-ნაკლებად იზოლირებულ თემს, რომელიც არ ასიმილირდება აბორიგენებთან და ინარჩუნებს თავისი ნაციონალური ხასიათის ძირითად თვისებებს. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ ქვეყანა, რომელშიც მნიშვნელოვანი რაოდენობით დამკვიდრდა ეს საქმიანი და კოლონიზატორული ხალხი, ნელ-ნელა ისეთ სახეს ღებულობს, თითქოს ის ოდითგანვე სომხებით იყოს დასახლებული.”

ამ მოვლენის შესახებ ილია ჭავჭავაძეც წერდა: “ბინას იკეთებენ იქ, სადაც არ ჰქონდათ. სურბ-ნშანი სწადიათ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც ისტორიული უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა… ამ გუნდმა კარგად იცის, რომ საბუთი რაც გინდ მალო, დღესა თუ ხვალე გამომჟღავნდება და თავისას გაიტანს. საქმე საბუთების გაბათილებაა, ან წაშლა, ან ჩაფხეკ-ამოფხეკა, ან გადაკეთება სათავისოდ. არა ერთი მაგალიათია იმისა, რომ ცდილან, ნიშანი ქართველობისა დაუკარგონ ძველს შენობას, ტაძარს თუ მონასტერს, ამოფხიკონ ქვაზედ ნაწერი ქართული, ან წაშალონ, ან მთელი ნაჭერი ქვა შენობიდან ამოიღონ და მის მაგიერ სხვა ჩასვან სომხური წარწერითა.”

დღესდღეობით თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესია დაკეტილია. იგი სადავო ძეგლთა სიაშია, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სომხური გრიგორიანული ეკლესია ეცილება ამ ტაძრის დასაკუთრებაში. ამჟამად სურბ-ნშანის კვლევა მიმდინარეობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. თუმცა როგორც სააგენტოში განაცხადეს, მათ უფლება-მოვალეობაში არ შედის, ტაძარი მფლობელობაში გადასცენ რომელიმე რელიგიურ კომფესიას.

გამოყენებული მასალა: ბონდო არველაძე – “ეჯიმიაწინი თბილისის წმ. ნიკოლოზის (სურბ-ნშანის) ეკლესიის გადაცემას უპირობოდ მოითხოვს!”

მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა

VN:F [1.9.14_1148]
Rating: 10.0/10 (11 votes cast)
თბილისის წმ.ნიკოლოზის (ე.წ. სომხური სურბ-ნშანის) ეკლესია, 10.0 out of 10 based on 11 ratings

ავტორი -

სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები

6 კომენტარი »

  • გოჩა says:

    რა გვეშველება?
    თუმცა რა უნდა გვეშველოს, როცა ქვეყნის პირველი პირი, სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას კოჭს უგორებს და მზადაა საკუთარი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიას თავზე გადაუაროს და სომხური ეკლესიის მოთხოვნისთანავე დაჩქარებული წესით (3 დღეში !!!) მათთვის სასარგებლო კანონი გამოუცხოს.
    ამის მერე, მოდი და ნუ დაიჯერებ მის სომხურ წარმომავლობას.

    VA:F [1.9.14_1148]
    Rating: 4.2/5 (5 votes cast)
  • nika says:

    esetebi arian somxebi kargad agwers ilia mat jis,yvelafris misakutreba uyvart,suyvelaferze gaidzaxian chvenia.daabrunet eklesia sakutar somxetshi wadit.

    VA:F [1.9.14_1148]
    Rating: 4.0/5 (4 votes cast)
  • daviti sulakvelidze says:

    bojorishvilis cigni arsebobs sadac bevria am msgavs paqtebtan saerto

    VA:F [1.9.14_1148]
    Rating: 3.0/5 (2 votes cast)
  • irine says:

    gmertma gaunatos goneba yvelas,rom chveni stumar mspinzloba daafason da ar gagvixdnen maspinzlebi!chven ki gmertma mogvces zala rom aravis arfers ar vartmevt da rac chvenia shegvanarchunebinos da dagvabrunebinos!

    VA:F [1.9.14_1148]
    Rating: 3.7/5 (3 votes cast)
  • გია მეიფარიანი says:

    ჩემი აზრი ასეთია: ქართველობა ჩვენ ვიცით მაგიდასთან(სადღეგრძელოები ვიცით ისეთი, კაცს აატირებს), სხვას რომ ჭკუას ვარიგებთ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ თქვენ სახლში შემოდის უცხო და თავის დამკვიდრებას ცდილობს,რას გააკეთებს თითოეული თქვენთაგანი…. !? არ მისცემთ ამის საშუალებას, ასეა ხომ!? ეს ყველაფერი ჩვენი ისტორიიდან მოდის და ასე იქნება სანამ ვიარსებებთ! ანდაზებიც მაგარი ცხოვრებისეული გვაქვს “ტილს რო ფეხზე დაისვავო…” ასეა ხომ !?არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ ფაქტია- ჩვენ ჩვენ თავს არ ვცემთ პატივს და ვიღაცისგან ვითხოვთ ამას. მთავრობაც ისეთი გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ,რა მნიშვნელობა აქვს სომეხია თუ სააკოვი. ერთი სტატია წავიკითხე, წერს სომეხი მეცნიერი თუ მკვლევარი არ ვიცი, თურმე ქართველები- ციტირებას ვახდენ :”они были грузчиками,отсюда и називаються грузынамы”-ოოოო აი ასეეე.ეკლესიების მითვისებაზე არაფერს ვამბობ იმიტომ, რომ აქ ძალიან უწმაწური სიტყვები უნდა ვიხმარო და არ მინდა. პ.ს.: სდაც გინდათ გამოაქვეყნეთ!

    VA:F [1.9.14_1148]
    Rating: 3.8/5 (4 votes cast)
  • მარინე says:

    ჩვენი ეკლესიების დაბრუნება ჩვენს ლოცვაზე და ამ აზრის ირგვლივ გაერთიანებაზეა დამოკიდებული ,სომხები ჩვენი მეზობლები არიან მე ისინი არ მეზიზღებიან მაგრამ აქ სხვა საკითხზეა საუბარი “სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შემეცილება”მესმის ხოლმე ეს სიტყვები.წმინდა ნიკოლოზი ჩვენი მფარველია იმედი მაქვს რომ იმ ადამიანთა გულმხურვალე ლოცვით რომელთა გულში სამშობლო და თვითვეული ჩვენგანი სამუდამოდაა დაწერილი და ჩვენი მათ გვერდით უბრალოდ მადლიერებით და მოწიწებით თანადგომით შეიცვლება ყველაფერი და როცა ჩვენში შეიცვლება გულგრილი ადამიანი და დაიბადება ახალი მაშინ გვეყოლება ხელისუფალი სახე ქართველი ადამიანისა.და ალბათ სწორი იქნება თუ ვიფიქრებთ რომ ჩვენც არ უნდა ვიქცეთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე ხასიათის მატარებლებად და უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში.

    VA:F [1.9.14_1148]
    Rating: 0.0/5 (0 votes cast)

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიტოვეთ კომენტარი.

Please note: JavaScript is required to post comments.

Spam protection by WP Captcha-Free