მთავარი » ვიდეო

თბილისის თავისუფლება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.02.2010 6 კომენტარი | 2,393 ნახვა

სინაგოგათბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ქრისტიანული ტაძარი, სინაგოგა და მეჩეთი საუკუნეებია ერთმანეთის გვერდით დგანან. ამ სალოცავებში მოსულ მლოცველებს შორის მუდამ კეთილგანწყობა სუფევდა და ასე გრძელდება დღემდე.

ეს მოვლენა დიდ გაოცებას იწვევს საქართველოში ჩამოსულ ევროპელებსა და ამერიკელებს შორის, რომლებიც ჩვენთან ტოლერანტობისა და დემოკრატიის გაკვეთილების ჩასატარებლად ჩამოდიან. თუმცა, თუ კარგად დავაკვირდებით, შევნიშნავთ რომ ქართველები ხშირად ევროპელებზე ტოლერანტებიც კი ვართ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

  • ლალი says:

    ჩემი აზრი ასეთია-ტოლერანტობა და დემოკრატია კარგია თავისი შინაარსის ფაეგლებში,მაგრამ თუ იგი გასცდება ამ ფარგლებს, იწყება ქაოსი,რაც ნებისმიერი სახელმწიფოსთვის საშიშია, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია(იგი ამისათვისაა შექმნილი),დაიცვას და განავითაროს სახელმწიფოებრიობის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები.საქართველო იყო,არის და იქნება ქრისრეანულ_მართმადიდებლური ქვეყანა რისი დომინირებაც სახელმწიფოს(სახელისუფლებო მანქანის) ვალია ერთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებში

  • ედი says:

    ძალიან ლამაზი და საინტერესო ვიდეოა. თუმცა ქართველებს ზომიერების გრძნობა გვღალატობს ძალიან ხშირად. და საკუთარ კულტურაზე მეტად ,სხვის კულტურას ვანიჭებთ უპირატესობას.

  • ედი says:

    და კარგი იქნება რომ სახელმწიფომ ისეთი რეფორმები გაატაროს,რომ ქვეყანაში ქართული კულტურა არ იყოს დაჩაგრული და მეორე ან მესამე ხარისხოვანი.

  • ბარბარე says:

    კი კარგი ვიდეორგოლია, მაგრამ აქ ვერ გავიგე ,,თბილისის თავისუფლება ” რა შუაში იყო…ტიტქმის მტელი რგოლი მეჩეთის დათვალიერებას აღწერდა და ჩვენი დიადი და შეუდრეკელი ტაძრები არც კი იყო ნორმალურად აღბეჭდილი…მომიტევეთ … მე მაინც ვთვლი, რომ უკეთესი ვიდეორგოლები უნდა იდოს ამ საიტზე, რომ მრევლი გაძლიერდეს..

  • ნინი says:

    ძაალიან საინტერესო ვიდეოა.

  • გიორგი (სხვა) says:

    მე მგონი ამ ვიდეორგოლის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბოლო დროს გაჩაღდა ასეთი კომპანია, ვითომ მართლმადიდებლობა თრგუნავს სხვა რელიგიებსო, ეს მოვისმინე თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან და ოფიციალურ დონეზეც სხვადასხვა შეფარული სახით.
    მე მგონი ეს ვიდეორგოლი სწორედ ამიტომაა შექმნილი, რომ პასუხი გაეცეს ასეთ უაზრო კითხვას.
    ხოლო ბარბარეს მინდა მდაბლად ვუთხრა, რომ ამ საიტზე ნამდვილად ბევრია მართლმადიდებელთა გასაძლიერებლად შექმნილი ვიდეორგოლები, უბრალოდ ამ სიუჟეტს ნამდვილად სხვა დანიშნულება აქვს, როგორც მე მგონია.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი