მთავარი » ფოტორეპორტაჟი

თბილისის ქვემო ბეთლემის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.01.2013 ერთი კომენტარი | 5,853 ნახვა

თბილისის ქვემო ბეთლემის ეკლესია

ქვემო კალაში, კლდისუბანში დამრეც ფერდობზე აღმართული ქვემო ბეთლემის ეკლესიისკენ კიბე-ქუჩა მიემართება. ამ ადგილას, 1725-1727 წლებში ირანიდან გადმოსახლებულმა სომხებმა წმ. სტეფანეს სახელობის ანუ სურფ-სტეფანოზის დედათა მონასტერი დააარსეს და მცირე სამლოცველო ააგეს. მის ნაცვლად 1868 წელს გუმბათიანი ეკლესია აშენდა, რომელიც 1910 წელს განაახლეს. 1988 წლიდან ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის.

ქვით მოპირკეთებული აგურის ციტადელზე “ჩაწერილი ჯვრის” ტიპის ნაგებობაა აღმართული. ეკლესია აგურითაა ნაშენი. ფასადი დეკორატიული თაღებითა და მაღალი, სწორკუთხა შეღრმავებებითაა დანაწევრებული. გუმბათის სარკმლები თაღებშია ჩაწერილი. მათ ზემოთ კედლის სიბრტყეში მართკუთხა ჩაღრმავებები და ასევე აგურის წყობით გამოყვანილი წრეები გუმბათს სარტყელივით შემოუყვებიან.

ტაძარში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა მოწყობილი. ჩრდილოეთის კარისკენ ქვის ფართე, ორმხრივი კიბე მიემართება. თაღოვან საპირეში მოქცეული რკინის კარის თავზე – ლუნეტში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფერწერული გამოსახულებაა. დასავლეთით ტაძარს საცხოვრებელი სახლი ებჯინება, რომელიც შესასვლელი კარის წინ აღმართულ მძლავრ ბოძებს ეყრდნობა, ხოლო ფასადის ზედა ნაწილს უშუალოდ ერწყმის კიდეც.

ინტერიერის მოხატულობა 1991-1997 წლებში მხატვრების – დ. ხიდაშელისა და მ. ჩაკვეტაძის მიერაა შესრულებული.

ფოტო ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მანო says:

    გამარჯობა, თუ შეიძლება იქნებ მიუთითოთ წყარო, საიდანაც აიღეთ ეკლესიის აგების და განახლების წლები. დიდი მადლობა წინასწარ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი