მთავარი » ქრისტიანობა

თბილისის მთავარანგელოზთა ტაძრის კურთხევა (06.02.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.02.2015 | 2,987 ნახვა

თბილისის მთავარანგელოზთა ტაძრის კურთხევა (06.02.2015)

6 თებერვალს თბილისის მთავარანგელოზთა ტაძარი იკურთხა. ტაძარში აგარ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია მობრძანდა და აკურთხა ტაძარი.

თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესია გლდანის V-VI მ/რ შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა.

ეკლესიის მშენებლობას სათავეში უდგას დეკანოზი დავითი (დათუაშვილი).

პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარმა, როგორც მშენებარე ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.

2011 წლის 25 დეკემბერს ტაძარში პირველი წირვა აღევლინა.

პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება იგეგმება. ამასთანავე, ტაძრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს საეკლესიო ხელოვნების სკოლა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.

ფოტო: დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი