მთავარი » საზოგადოება

თბილისის მერიის განცხადება 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2013 | 1,758 ნახვა

თბილისის მერიის განცხადებას “ამბიონი” უცვლელად გთავაზობთ:

“ქ. თბილისის მერიაში მიმდინარე წლის 2 მაისს შემოვიდა “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” პროექტის მენეჯერის ეკა წერეთლის განცხადება 2013 წლის 17 მაისს, საქართველოს პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციის გამართვის თაობაზე. თბილისის მერია 2013 წლის 13 მაისს თბილისის მერიას მომართა მოქალაქე გიორგი გაბედავამ, რომ 17 მაისს, ეკლესიის მოძღვართა მიერ, საკუთარი მრევლთან ერთად იგეგმება შეკრება და მანიფესტაციას რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარებისას, ხორციელდება მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილება და მასზე ნებართვის გაცემა არ ხდება.

შესაბამისად აღნიშნულ გაფრთხილებები ქ. თბილისის მერიის მიერ მიღებული იქნა მხოლოდ ცნობად და განმცხადებლებს განემარტათ, |შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის განსაზღვრული უფლებამოვალეობანი. ქ. თბილისის მერიის მიერ ორივე აქციის თაობაზე ასევე გაფრთხილებული იქნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი