მთავარი » კულტურა

თბილისის ეროვნულ პარკში გამოჯანმრთელებული შველი გაუშვეს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.07.2014 | 1,891 ნახვა

ვანის რაიონის, სოფელ ძულუხში, ტყიდან გამოქცეული შველი ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩნდა. შველი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქემ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა შველს, რომელსაც მრავალი ნაირევი ჰქონდა, ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და დროებით, სრულ გამოჯანმრთელებამდე თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიაბარეს.

სპეციალისტების დასკვნით აღნიშნული ცხოველი ჯანმრთელია და მისი ველურ გარემოში დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ზოოპარკის თანამშრომლებმა შველი ბუნებრივ გარემოში, თბილისის ეროვნულ პარკში გაუშვეს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი