მთავარი » ქრისტიანობა

“რა საჭიროა ამდენი ტაძრის შენება, როცა ამდენი გაჭირვებულია, იქნებ ის თანხა მათ მოხმარდეს?”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.12.2017 | 2,033 ნახვა

დღეს აქტიურად ისმის რიტორიკული ფრაზა “რა საჭიროა ამდენი ტაძრის შენება, როცა ამდენი გაჭირვებულია, იქნებ ის თანხა მათ მოხმარდეს. ” აქვე აღნიშნავენ რომ ტაძრის შენება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ტაძრის მშენებლობა ამ საკითხზე გვესაუბრება ახალდაბის წმ გიორგის ტაძრის დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი:

“გავიხსნებ სახარების თხრობას: “მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი ნარდისა სარწმუნოჲსაჲ მრავალ-სასყიდლისაჲ და სცხო ფერჴთა იესუჲსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, და სახლი იგი ყოველი აღივსო სულნელებითა მის ნელსაცხებელისაჲთა. თქუა ვინმე ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, იუდა სიმონისმან, ისკარიოტელმან, რომელსა ეგულებოდა მიცემაჲ მისი: რაჲსათჳს ნელსაცხებელი ესე არა განისყიდა სამასის დრაჰკნის და მიეცა გლახაკთა? ხოლო ესე თქუა, არა თუ გლახაკთაჲ რაჲმე ზრუნვაჲ ედვა გულსა მისსა, არამედ რამეთუ მპარავი იყო და გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ. და თქუა იესუ: უტევე მაგას, დღედ დაფლვისა ჩემისა დამიმარხა ეგე. რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.”(იოანე. 12. 3-8).
შევნიშნავ, სამშენებლო ხარჯები ღმერთის დაწესებული არ არის. ამასთან, ძველი აღთქმის ტაძრის შენებულობის მასალა სწორედ ღმრთის ნაკარნახებია, ის კი მეტად ძვირფასი მასალებით აშენდა. თუ რით ეს მკითხველს შეუძლია წმიდა წერილში ამოიკითხოს. გლახაკნი კი მაშინაც იყვნენ. ზოგადად მთავარი შინაგანი ტაძრის მშენებლობაა, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი ღმერთმა მოგვცა, უსინდისობა იქნება მადლიერების არ გამოხატვა. სირცხვილია ადამიანს პირადი საცხოვრისი და სახმარი საღმრთოზე უკეთესი ჰქონდეს, ღმერთს კი მონარჩენი მიუგდოს. და თუ კი მითითებას გავაკეთებთ, ქველმოქმედებაზე საუბარი იქნებ უფრო საზოგადოების მისამართით იყოს თქმული, სადაც ერთი ნაწილი ფუფუნებაშია, მეორე ყოველდღიურ საარსებოზე და მესამე სულს ღაფავს. სწორედ საზოგადოების ხელთაა ქველმოქმედებაც, ტაძრის შენებაც და ფუფუნება-ფუფუნებისგან კი კაზინოში გართობა (მილიონების ხარჯვით).

ქველმოქმედება ეკლესიის მოვალეობა არაა?

ნუ დაგვავიწყდება რომ ეკლესია ცალკე არსებული სოციუმი არაა. იგი საზოგადოების სისავსეს გულისხმობს. და თუ კი დღემდე ეკლესიისთვის შექმნილა სრულიად საზოგადოების წვლილია. აქვე გავიხსენებ მაცხოვრის ხედვას უმწეოთა შესაწევნის და ღმრთისადმი შესაწირავისთვის. პირველად უკვე მოყვანილი თხრობა ძვირად ღირებული ნელსახებლის შესახებ. “და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი. და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი, და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.”(ლუკა.21. 1-4) თხრობა ლუკას სახარებიდან მრავლის მთქმელია და აზრის გავნრცობას არ საჭიროებს.

ადრინდელ საზოგადოებას არასდროს მოსვლია აზრად საღმრთოთვის დაბრკოლებულიყოს. და ვინც ზედაპირულად მაინც იცნობს ჩვენს ისტორიას, მეტწილად საქართველოს ყოველთვის უჭირდა. აკი, სვეტიცხოვლის ყოველი განახლება ისტორიის მძიმე მონაკვეთებში ხდებოდა. დღეს ჩვენც და ჩვენს მერმე თაობებიც იმ დროს ნაშენებით ისულმდგმულებს. ნუთუ გლახაკთა პრობლემებს ტაძართა არ აშენება მოაგვარებს? ეგებ საშველი უფრო ობიექტურ და არსებით მიზეზებში ვეძიოთ. კარგად მახსოვს 30 წლის წინ ტაძართა შენება არ ხდებოდა, უპოვარნი კი იყვნენ. და დღეს უპოვართა მომრავლება ყველასთვის ნაცნობმა მიზეზებმა მოიტანა. ამის მოწესრიგება ტაძრის ხელშეუხებლობით სრულიად შესაძლებელია. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, როცა შინაგანად გაგვჭირვებია ნუგეში ღმერთთან გვიპოვნია და ახლა უმადურობით ვუპასუხოთ და თავის მართლებისთვის მიზეზები ვეძიოთ? ნუ დაგვავიწყდება რომ ტაძარი სარიტუალო სასახლე არაა. იგი საღმრთო სიტყვის გამვრცელებელია და როდესაც ჟამთა სიავე შინაგან ტაძარს განაქარვებს, შენებული ტაძარი სწორედ ამ სიტყვის შემახსენებელ ძეგლად წარმოჩინდება მომდევნო თაობათათვის. ნუთუ ის რაც ჩვენი დიდი სიწმიდის კვანძია რეაბილიტირება აღმშენებლობა არ სჭირდება? გარეჯი, ტაო-კლარჯეთი, სვეტიცხოველი, ნიკორწმიდა და სხვა…. დღეს ახლის აშენებაზე აქვს ვიღაცას პრობლემა, ხვალ ძველს დაადგამს თვალს, ვშიშობ მიზეზი სხვა რამ არ იყოს…”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი