მთავარი » ქრისტიანობა

ტაძრების დეზინფექციაზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.03.2020 | 716 ნახვა

❗„ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრების დეზინფექციის თაობაზე

📣 ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტაძრების დეზინფექციის საკითხი.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს სადეზინფექციო ხსნარები. აღნიშნულმა კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზაობა დეზინფექციის ჩატარებისათვის, მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები, რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით.

ამასთან, როგორც საქართველოს საპატრიარქოს განუცხადეს, აღნიშნული კომპანიიდან დღეს დაუკავშირდებიან. აქედან გამომდინარე, საპატრიარქო მოლოდინის რეჟიმშია და დღეიდან ელის კომპანიის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთთანამშრომლობის დაწყებას.
როგორც კი ეს კომუნიკაცია შედგება, ახალი ინფორმაცია მაშინვე ეცნობება საზოგადოებას.

ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი,
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

11 მარტი, 2020 წელი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი