მთავარი » ქრისტიანობა

ტაძარში ქცევის წესები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.04.2019 | 2,284 ნახვა

„…სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს…“
(ლუკ. 19, 46)

უფლისადმი ლოცვა ყველგან შეიძლება, მაგრამ როგორც გუნდის ხმა უფრო ძლიერად ჟღერს, ვიდრე ერთი ხმა, ასევე მართლმადიდებელთა ერთიანი პირითა და ერთიანი გულით ლოცვა ანუ ერთობლივი ლოცვა უფრო მეტად მადლმოსილია.

XIX საუკუნის დიდ მოღვაწეს, წმინდა ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვს ეკუთვნის მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვები ეკლესიის ტიპიკონის შესახებ, რომელიც ყველაფერში ზომისა და წესის დაცვას მოითხოვს. მღვდელმთავარს ღირსი ეფრემ ასურის სიტყვები მოჰყავს: „იქ, სადაც კანონით დადგენილი წესები ირღვევა, სხვადასხვა უბედურებებია მოსალოდნელი“.
ამგვარად, ქრისტიანის გარეგნული ქცევა რაღაც უმნიშვნელო და უსარგებლო როდია. „მცირედისადმი უყურადღებობისაგან ადვილად გადავდივართ ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანისა და ბოლოს, ყველაფრის არად ჩაგდებაზე“, – განაგრძობს წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე. ეს სიტყვები სავსებით შეეფერება ქრისტიანის ქცევას ტაძარში, კერძოდ, საზოგადო ლოცვაში მის მონაწილეობას.
წმინდა ტაძარში ყოველთვის სულიერი სიხარულით უნდა შევიდეთ. გვახსოვდეს, რომ თავად მაცხოვარმა აღგვითქვა ნუგეშინისცემა მწუხარებაში: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“ (მათ. 11, 28).
როცა ტაძარში შევდივართ და წმინდა ხატებს ვხედავთ, იმაზე ვიფიქროთ, რომ თავად უფალი და წმინდანები გვიყურებენ, და ამ დროს განსაკუთრებული მოწიწებით აღვივსოთ და ღმერთის შიში გვქონდეს.
ტაძარში შესვლამდე, სამგზის გადავისახოთ პირჯვარი და ქედი მოვიხაროთ ლოცვით: „…შევიდე სახლსა შენსა, თაყუანისვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა ში- შითა შენითა“ (ფსალმ. 5, 8).
პირჯვარი კრძალვით, აუჩქარებლად უნდა გამოვისახოთ. „ჯვარი არამარტო თითებით უნდა გამოისახებოდეს, არამედ მას წინ უნდა უძღოდეს სულიერი განწყობა და სრული რწმენა“ (წმ. იოანე ოქროპირი).
ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია (სახატე), რომელზეც დასვენებულია ტაძრის სახელობის ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად სწორედ მას ვემთხვევით. ეს შემდეგნაირად შეგვიძლია გავაკეთოთ: ჯერ თაყვანისვცეთ მეტანიით, შემდეგ კეთილმოწიწებით ვეამბოროთ ხატს და შემდეგაც აღვასრულოთ მეტანია. ხატზე შეიძლება რამდენიმე წმინდა პირი იყოს გამოსახული, მაგრამ მხოლოდ ერთგზის უნდა ვეამბოროთ ხატს, რათა სხვები არ შევაყოვნოთ და კეთილმსახურება არ დავარღვიოთ ტაძარში. შემდეგ კი, თუ ჩვენი მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან.

უფლისადმი ლოცვა ყველგან შეიძლება, მაგრამ როგორც გუნდის ხმა უფრო ძლიერად ჟღერს, ვიდრე ერთი ხმა, ასევე მართლმადიდებელთა ერთიანი პირითა და ერთიანი გულით ლოცვა ანუ ერთობლივი ლოცვა უფრო მეტად მადლმოსილია.
XIX საუკუნის დიდ მოღვაწეს, წმინდა ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვს ეკუთვნის მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვები ეკლესიის ტიპიკონის შესახებ, რომელიც ყველაფერში ზომისა და წესის დაცვას მოითხოვს. მღვდელმთავარს ღირსი ეფრემ ასურის სიტყვები მოჰყავს: „იქ, სადაც კანონით დადგენილი წესები ირღვევა, სხვადასხვა უბედურებებია მოსალოდნელი“.
ამგვარად, ქრისტიანის გარეგნული ქცევა რაღაც უმნიშვნელო და უსარგებლო როდია. „მცირედისადმი უყურადღებობისაგან ადვილად გადავდივართ ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანისა და ბოლოს, ყველაფრის არად ჩაგდებაზე“, – განაგრძობს წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე. ეს სიტყვები სავსებით შეეფერება ქრისტიანის ქცევას ტაძარში, კერძოდ, საზოგადო ლოცვაში მის მონაწილეობას.
წმინდა ტაძარში ყოველთვის სულიერი სიხარულით უნდა შევიდეთ. გვახსოვდეს, რომ თავად მაცხოვარმა აღგვითქვა ნუგეშინისცემა მწუხარებაში: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“ (მათ. 11, 28).
როცა ტაძარში შევდივართ და წმინდა ხატებს ვხედავთ, იმაზე ვიფიქროთ, რომ თავად უფალი და წმინდანები გვიყურებენ, და ამ დროს განსაკუთრებული მოწიწებით აღვივსოთ და ღმერთის შიში გვქონდეს.
ტაძარში შესვლამდე, სამგზის გადავისახოთ პირჯვარი და ქედი მოვიხაროთ ლოცვით: „…შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“ (ფსალმ. 5, 8).
პირჯვარი კრძალვით, აუჩქარებლად უნდა გამოვისახოთ. „ჯვარი არამარტო თითებით უნდა გამოისახებოდეს, არამედ მას წინ უნდა უძღოდეს სულიერი განწყობა და სრული რწმენა“ (წმ. იოანე ოქროპირი).
ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია (სახატე), რომელზეც დასვენებულია ტაძრის სახელობის ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად სწორედ მას ვემთხვევით. ეს შემდეგნაირად შეგვიძლია გავაკეთოთ: ჯერ თაყვანისვცეთ მეტანიით, შემდეგ კეთილმოწიწებით ვეამბოროთ ხატს და შემდეგაც აღვასრულოთ მეტანია. ხატზე შეიძლება რამდენიმე წმინდა პირი იყოს გამოსახული, მაგრამ მხოლოდ ერთგზის უნდა ვეამბოროთ ხატს, რათა სხვები არ შევაყოვნოთ და კეთილმსახურება არ დავარღვიოთ ტაძარში. შემდეგ კი, თუ ჩვენი მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან.

აქვე აღსანიშნავია, რომ საკურთხეველში შესვლა, ასევე სოლეაზე ასვლა და კანკელის ხატებზე მთხვევა დასაშვებია მხოლოდ იმ პირთათვის, რომელთაც აქვთ სამღვდელო ხარისხი და ასევე ეკლესიის მსახურთათვის (მედავითნე, სტიქაროსანი და ა.შ.). ხოლო ქალებისათვის სოლეაზე ასვლა (გარდა ჯვრისწერის დღისა) და, მით უმეტეს, საკურთხეველში შესვლა საერთოდ აკრძალულია. წმინდა ტაძარში ყოველთვის ადრევე უნდა მივიდეთ, რათა ღვთისმსახურების დაწყებას მივუსწროთ, დავანთოთ სანთლები, ვემთხვიოთ ხატებს, შევაგზავნოთ მოსახსენიებელი. ხოლო თუ მაინც შეგვაგვიანდება, მორიდებით ვიყოთ, რათა სხვების ლოცვას არ შევუშალოთ ხელი. თუკი საშუალება არ არის, რომ თავისუფლად მივუახლოვდეთ ხატებს და სანთლები დავანთოთ, მაშინ უმჯობესია ტაძარში მყოფთ გადავაწოდოთ ისინი.
შემდეგ რომელიმე ადგილას გავჩერდეთ. ძველი მართლმადიდებლური ჩვეულებით მამაკაცები ტაძრის მარჯვენა ნაწილში დგებიან, ქალები კი – მარცხენა ნაწილში. ზიარებისთვის, ზეთისცხებისა და ჯვარზე მთხვევისათვის ასევე ცალ-ცალკე მიდიან – ჯერ მამაკაცები, შემდეგ ქალები. გასასვლელი სამეუფო კარიდან შუა ხატამდე, და სასურველია კათედრამდე და დასავლეთის მთავარ კარამდეც არავინ დაიკავოს.
მსახურების დროს ვეცადოთ არ ვიმოძრაოთ ტაძარში, მაშინაც კი, როცა სანთლების დანთება გვინდა. ხატებსაც მსახურების დაწყებამდე ვემთხვიოთ, ანდა მსახურების დასრულების შემდეგ. ასევე, ხატების მთხვევა შეიძლება საგანგებოდ ამისთვის დადგენილ დროსაც – მაგალითად, ღამისთევის (საღამოს) ლოცვაზე ზეთისცხების წინ ან მის შემდგომ.

ტაძარში ლოცვის ზოგიერთი მომენტი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მორწმუნეთაგან: ეს არის სახარების კითხვა, ღვთისმშობლის საგალო- ბელი, „დიდი დიდებისმეტყველება“ ღამისთევის ლოცვაზე, ლოცვა „მხოლოდშო- ბილი ძე“ და მთელი ლიტურგია, დაწყებული „ქერუბიმთა“-ს საგალობელიდან. ტაძარში მდუმარედ, თავის დახრით მივესალმოთ ხოლმე ნაცნობებს, ვიყოთ ჭეშმარიტად მოკრძალებულნი და თავმდაბალნი. ცნობისმოყვარეობით ნუ და- ვიწყებთ გარშემომყოფთა თვალიერებას, არამედ გულწრფელად ვილოცოთ,
ჩავუკვირდეთ მსახურებათა მიმდინარეობასა და შინაარსს.
მსახურების დროს ტაძარში ყველა ფეხზე უნდა იდგეს, და მხოლოდ უძლურებისა და დაღლილობის შემთხვევაში შეუძლია მორწმუნეს ჩამოჯდეს და მცი- რე ხნით დაისვენოს. არ შეიძლება ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა.
სხეულებრივი უძლურებისათვის კარგად უთქვამს მოსკოვის მიტროპოლიტს, წმინდა ფილარეტს (დროზდოვი): „ჯობს დამჯდარმა ღმერთზე იფიქრო, ვიდრე მდგომარემ – ფეხებზე!“, მაგრამ სახარების კითხვისას და ლიტურგიის განსაკუთრებით მნიშვნელოვან მომენტებში ფეხზე უნდა ვიდგეთ.
როცა მღვდელმსახური ტაძრისა და მორწმუნე ერის კმევას აღასრულებს, საჭიროა განზე გავდგეთ, რათა ხელი არ შევუშალოთ მას, ოდნავ დავხაროთ თავი და ხელის მტევნები ჯვარედინად დავაწყოთ. თავის დახრა ასევე მიღებულია, როცა სამეუფო კარს აღებენ, ანდა ხურავენ; როცა მღვდელი ჯვარს წმინდა

ნივთებით გადაგვსახავს: ჯვარით, სახარებით, ბარძიმით ან ხატით. ასევე, როცა მღვდელმსახური ღაღადებს „მშვიდობა ყოველთა!“, „თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით“, „კურთხევა უფლისა თქვენ ზედა…!“
საეკლესიო მსახურების დროს პირადი ლოცვებით ლოცვას არ უნდა შევუდგეთ. ჩვენი ლოცვების (ფსალმუნნი, დაუჯდომელი, პარაკლისი…) ტაძარში წაკითხვა შეიძლება მაშინ, როცა იქ საეკლესიო მსახურება არ მიმდინარეობს.
ტაძარში უნდა ვილოცოთ როგორც ღვთისმსახურების მონაწილეებმა და არა როგორც მასზე დამსწრებებმა, რათა იქ წარმოთქმული ლოცვები და აღვლენილი საგალობლები ჩვენი გულიდან გამომდინარეობდნენ. ყურადღებით უნდა მივადევნოთ გონება და თვალი მსახურებას, რათა სწორედ იმაზე ვილოცოთ, რაზეც მთელი ეკლესია ლოცულობს.
ღვთისმსახურების დროს მიღებულია პირჯვრის გადაწერა ყოვლადწმიდა სამებისა და იესო ქრისტეს განდიდებისას, და დასაშვებია მღვდლის ან დიაკონის მიერ კვერექსების წარმოთქმისას ღაღადებაზე – „უფალო, შეგვიწყალე“ და „მოგვმადლე, უფალო“, აგრეთვე ყოველი ლოცვის დასაწყისში და ბოლოს. პირჯვრის გადაწერა და ქედის მოხრა გვმართებს ხატის მთხვევისა და სანთლე- ბის დანთების წინაც, აგრეთვე ტაძრიდან გასვლისას.
თუ ტაძარში ბავშვებთან ერთად მივდივართ, თვალყური ვადევნოთ, რომ ისინი მოკრძალებით იქცეოდნენ და არ ხმაურობდნენ. თუკი ბავშვებს გარეთ გასვლა ესაჭიროებათ, ვუთხრათ, რომ ჩუმად გავიდნენ, ანდა თავად გავიყვანოთ ისინი. თუ ბავშვი ტირის, ვეცადოთ დავაწყნაროთ, ხოლო თუ ვერ შევძლებთ მის გაჩუმებას, ტაძრიდან უნდა გავიყვანოთ.
არ უნდა განვიკითხოთ მღვდელმსახურები ან ტაძარში მყოფი ერისკაცები მათი უნებური შეცდომებისათვის – უფრო სასარგებლოა ჩვენს საკუთარ ნაკ- ლოვანებებს ჩავუკვირდეთ და უფალს შევევედროთ ჩვენი ცოდვების მოტევება. შენიშვნის მიცემა მხოლოდ იმათთვის შეიძლება, რომლებიც მოურიდებლად იქცევიან და ხელს უშლიან საერთო ლოცვას.
ტაძარში არ შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი, ხელების ჯიბეებში ჩაწყობა, ანდა ზურგსუკან დაწყობა. საუბრები ტაძარში უკიდურესად უნდა შეიზღუდოს, რათა ხელი არ შევუშალოთ სხვა მლოცველებს.
გუნდის გალობის დროს ნებადართულია მისთვის ხმის აყოლა, ოღონდ ძალზე დაბალ ხმაზე, რათა გვერდით მყოფნი არ შევაწუხოთ.
როცა სამეუფო კარი ღიაა, არ შეიძლება ტაძრის გადაკვეთა ანალოღიასა და სამეუფო კარს შორის, ანუ გავლა ტაძრის ან დღესასწაულის ხატსა და ამბიონს შორის, რა თქმა უნდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წირვა-ლოცვის დროს, ჩვენ ვღებულობთ წმინდა ზიარებას ან ვემთხვევით ჯვარს.
მოციქულთა დროიდან მამაკაცები თავდაუბურავნი ლოცულობენ ტაძარში, ქალები კი თავდაბურულნი.
ქალის თავსაბურველით ლოცვას საფუძველი წმ. წერილში აქვს. იგი თავმდაბლობის გარეგანი გამოხატულებაა, რაც ქალს შეახსენებს, რომ დედაკაცი მამაკაცისთვის შეიქმნა, რათა მისი შემწე იყოს. თავსაბურველი ნიშანია იმისა, რომ ცოლის თავი არის ქმარი, ქმრის თავი კი ქრისტეა: „მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს. რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკა- ცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს“ (1 კორ. 11, 7-9).
ზომიერება, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია ქრისტიანის ცხოვრებისა, უნდა ვლინდებოდეს მის ჩაცმულობაშიც. თუ, ერთი მხრივ, მიუღებელია გარეგნობისათვის გადაჭარბებული ყურადღების მიპყრობა, მეორეს მხრივ, არც დაუდევრობაა მოსაწონი. ადამიანი ხატია ღვთისა და ამ ხატს მოვლა და შემკობა სჭირდება ჩვენგან. საეკლესიო ხატს შემკობა თავისთავად არ სჭირდება, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულების გამოსახატავად ვამკობთ ხოლმე სამკაულებითა და ყვავილებით. ამ აზრით, ქრისტიანისთვის სამკაულების ტარებაც დასაშვებია, ცხადია, ზომიერების ფარგლებში.
ზოგადად რაიმე ჩარჩოების დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ერთი კი შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანი არ უნდა გამოირჩეოდეს არც განსაკუთრებულად ძვირფასი და არც ხაზგასმულად ჯარისკაცული გარეგნობით. საერთოდ, კი სისუფთავე და სისადავე ყოველთვის ყველა დროისა თუ საზოგადოების მოსაწონი თვისებები იყო.
საკვირაო წირვაზე ადამიანი უნდა ეცადოს შესაძლებლობის ფარგლებში განსხვავებულად, საზეიმოდ შეიმოსოს, რათა ჩვენს შინაგან სულიერ სადღესასწაულო განწყობას გარეგნობაც შეესაბამებოდეს.
რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის აღრევას, ეს შედეგია ემანსიპაციისა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ღრმადაა ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი და ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია უკანასკნელი დროისა. ტანსაცმლის აღრევას ქრისტიანი უნდა ერიდოს საზოგადოებასა და, მით უმეტეს, ეკლესიაში.
მოღვაწეობის მიზნით, ქრისტიანმა შეიძლება ყურადღება მოაკლოს თავის გარეგნობას, მაგრამ ამით სხვა არ უნდა შეწუხდეს. ასეთი დამოკიდებულება საკუთარი გარეგნობის მიმართ განმარტოებით მცხოვრები ადამიანისათვის უფროა გამართლებული, თუმცაღა, აქაც ზომიერებაა საჭირო.
ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა კი სისუფთავეზეც უნდა იზრუნოს და გარეგნობაზეც. ამავე აზრით დასაშვებია კოსმეტიკის გამოყენებაც – ცხადია, გემოვნებით და ზომიერად. თუმცა, ყველა შემთხვევაში დაუშვებელია სიწმინდეებზე მთხვევა შეღებილი ბაგეებით.
აი, რას ამბობს მოციქული პეტრე ქრისტიანი ქალის გარეგნობის შესახებ:
„დაე, თქვენი სამშვენისი იყოს არა გარეგნული თმაწნულობა, არა ოქროს სამკაული, არა სამოსის მორთულობა და მოკაზმულობა, არამედ დაფარული გუ- ლის კაცი, თვინიერი და მშვიდი სულის უხრწნელი მშვენებით, რაც ყველაზე ძვირფასია ღმერთის წინაშე“ (1 პეტრ. 3, 3-4).
აუცილებელია ეკლესიაში ვრჩებოდეთ მსახურების სრულ დამთავრებამდე (სამეუფო კართა დახურვამდე). ადრე წასვლა დაიშვება მხოლოდ უძლურების,

ანდა სერიოზული აუცილებლობის გამო, მოძღვრისგან კურთხევის მიღების შემდგომ.
ლიტურგიის ბოლოს, მორწმუნენი ეამბორებიან ჯვარს და მღვდელმსახურის მარჯვენას, რის შემდეგაც ეკლესიის მსახურნი არიგებენ წმინდა პურს (სეფისკვერს), იმ მორწმუნეთათვისაც, რომელნიც არ ზიარებულან ლიტურგიაზე წმინდა საიდუმლოთ, – მათი სულებისა და სხეულების კურთხევა-განათლებისათვის. სეფისკვერის მიღებაც ისევე, როგორც წმინდა ზიარებისა, საჭიროა უზმოზე, – ანუ ლიტურგიამდე არანაირი საზრდო და სასმელი არ უნდა გვქონდეს მიღებული.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.