მთავარი » ჯანმრთელობა

თავის ტვინის სისლძარღვთა ანევრიზმა

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 01.07.201124 კომენტარი | 25,898 ნახვა

ანევრიზმაანევრიზმა, ანუ თავის ტვინის სისხლძარღვის კედლის ტომრისებური გაგანიერება თანდაყოლილი პათოლოგიაა.

როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტიკა, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია მკურნალობის მეთოდები? ამ თემაზე “ამბიონს” ექიმი ნეირო-ქირურგი მამუკა გვენცაძე ესაუბრა:

“ანევრიზმა თავის ტვინის სისხლძარღვების პარკისებური გაგანიერებაა. ეს გახლავთ პათოლოგიური კედელი. მასში არ არის განვითარებული კუნთოვანი შრე, შესაბამისად, წარმოადგენს სუსტ ადგილს სისხლის მიმოქცევის წრეში.

თუ ანევრიზმა დიდი ზომის არ არის და სისხლის ჩაღვრა ტვინის ქსოვილში არ ხდება, ამ შემთხვევაში არანაირ სურათს იძლევა არც სიმპტომითა და არც რაიმე ჩივილით გამოვლინდება. ეს გახლავთ “ნაღმი”, რომელიც ადამიანის ორგანიზმშია და სანამ არ აფეთქდება, ვერავინ მის შესახებ ვერაფერს მიხვდება. გასკდომამდე მისი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ შესაბამის გამოკვლევას ჩავატარებთ.

თავის ტვინში სისხლჩაქცევა ყოველთვის მწვავედ იწყება. კლინიკური სურათი დროის ხანმოკლე პერიოდში ვითარდება. სიმპტომები ასეთია: აღინიშნება უეცარი თავის ტკივილი, პირღებინება, გონების დაკარგვა, გენერელიზებული გულყრა, პაციენტი რამდენიმე წამში შეიძლება კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდეს.

რაც შეეხება მის დიაგნოსტიკას, რამოდენიმე მეთოდი არსებობს, რომლის საშუალებითაც შეიძლება დავინახოთ სისხლძარღვის პათოლოგია. ყველაზე მგრძნობიარე და პირველი რიგის კვლევა არის ე.წ. დიგიტალური ცერებლური ანგიოგრაფია, ანუ თავის ტვინის სისხლძარღვების რენტგენოკონტრასტული კვლევა. ეს გახლავთ ინოაზიური მეთოდი, ანუ სპეციალური კათეტერის შეყვანა ხდება ბარძაყის არტერიაში. კათეტერი რენდგენო-კონტროლით საბოლოოდ აღწევს თავის ტვინის სისხლძარღვში და იქ უკვე ხორციელდება კონტრასტის შეშვება. კონტრასტი თავის ტვინის სისხლძარღვებს ხილულს ხდის რენტგენული კვლევით და ვიღებთ თავის ტვინის სისხლძარღვოვანი ქსელის რენტგენულ სურათს. როდესაც ყველა სისხლძარღვი გამოჩნდება, დავინახავთ პარკისებურ გაგანიერებას. ყველაზე ხშირად ტომრისებური ანევრიზმა გვხვდება, რომელიც სისხლძარღვზეა ჩამოკიდებული. არსებობს კიდევ კომპიუტერული ანგიოგრაფია, როდესაც ჩვეულებრივი ბანალური კომპიუტერული ტომოგრაფია კეთდება. აქაც იგივე მეთოდით ხდება კონტრასტის შეყვანა, უბრალოდ სურათის გადაღება და ამ სისხლძარღვების ასახვა კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ხორციელდება. ასევე გამოიყენება უკონტრასტო, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია. გამოკვლევის ჩატარება აფიქსირებს სისხლის ნაკადს სისხლძარღვში. მგრძნობელობა შედარებით ნაკლებია ამ მეთოდის მიერ ანევრიზმის აღმოჩენის მიმართ.

ანევრიზმა პათოლოგიური უბანია სისხლძარღვზე, რაც არის სისხლდენის წყარო თავის ტვინსა და მის გარსებში. ანევრიზმაზე მიმართული სამკურნალო მეთოდების მიზანია, გამოითიშოს სისხლის მიმოქცევის წრიდან. ამისათვის 2 ძირითადი მეთოდი არსებობს: ღია ქირურგიული მეთოდი, როდესაც ანევრიზმაზე მიდგომა ხორციელდება ქალას ღრუს გახსნით, ანუ ტრეპანაციის საშუალებით და მეორე, შედარებით დამზოგველი მეთოდი – ანევრიზმების ენდოვაზალური მკურნალობა. ენდოვაზალური მკურნალობა გულისხმობს იმას, რომ ანევრიზმაზე მიდგომა ხდება სისხლძარღვის შიგნიდან. გაივლის იმავე გზას, რაც ანგიოგრაფიის დროს. ანევრიზმის ღრუს ამოვსება ხელოვნურად, სპეციალური საშუალებებით ხორციელდება, რაც ხურავს ანევრიზმას, ანუ შიგნით ანევრიზმის ღრუში სისხლის ნაკადი აღარ ხვდება.

ქირურგიული მკურნალობის დროს ხდება ანევრიზმის კლიპირება სპეციალური კლიპსით სისხლის მიმოქცევის წრიდან, რათა მასში სისხლი აღარ მოხვდეს. შესაბამისად ხორციელდება ანევრიზმიდან სისხლდენის პრევენცია.

ანევრიზმის გასკდომის დროს მომხდარი დაზიანება ძალიან მნიშვნელოვანია. რა ვუყოთ იმ სისხლს, რომელიც უკვე ჩაიღვარა, სანამ ანევრიზმა იყო დიაგნოსტირებული?! ან ტვინის მნიშვნელოვნად დაზიანებულ უბანს?! ეს არის ამ დაავადების ძირითადი პრობლემა. ანევრიზმის სისხლდენის დროს ხშირად ისეთ დაზიანებას ვიღებთ, რომ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმდება. ამ შემთხვევაში გამოსავალი რთულია. შედარებით უფრო კეთილსაიმედოა პროგნოზი, როდესაც: 1. სისხლდენა არის თავის ტვინის გარსებში, ქსელისებური გარსის ქვეშ, 2. არ ხდება სისხლის ჩაღვრა უშუალოდ ტვინის ქსოვილში, ან მის შიგნით არსებულ პარკუჭებში და 3. როდესაც სისხლის რაოდენობა არის შედარებით ნაკლები.

თავიდან, როდესაც ანევრიზმა არ არის დიაგნოსტირებული, იწყება თავის ტკივილი, პირღებინება, გულყრა და სისხლის ჩაღვრა. თუ ორგანიზმს თვითონ სისხლის შედედების უნარი გააჩნია, რომ სისხლის დენა შეწყდეს ანევრიზმიდან დროულად, ანუ დაითრომბოს ის მიდამო, საიდანაც მოხდა სისხლდენა და დიდი რაოდენობის სისხლი არ მოხდეს თავის ტვინში, მაშინ გამოსავალი საიმედოა და პაციენტი შეიძლება აბსოლუტურად “ჯანმრთელი” და შრომისუნარიანი დარჩეს.

დაინვალიდების თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი რისკებია, როდესაც თავის ტვინის დაზიანება ხდება და სისხლდენა დიდი მოცულობისაა. სგავს შემთხვევაში პაციენტები ხშირად მთელი ცხოვრება სხვის დახმარებას საჭიროებენ.

სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 2-3% აქვს ანევრიზმა, ხოლო მისი გასკდომა ხდება დაახლოებით 40-50%-ში. ასეთი პაციენტების კლინიკაში შემოსვლას რაც შეეხება, საშუალოდ, კვირაში 2-3 პაციენტი ფიქსირდება.

რეკომენდაცია: ანევრიზმის გასკდომის უმეტესი შემთხვევები მაღალი არტერიული წნევის ფონზე ხდება. პირველი, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს, ეს არის არტერიული წნევის რეგულირება. არ უნდა გამოვიჩინოთ უყურადღებობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ამ დაავადების განვითარებას ხელს უწყობს სისხლძარღვების ათერომატოზული დეგენერაცია (ათეროსკლეროზი). ამისთვის საჭიროა, რომ კვების რაციონი იყოს სწორად შერჩეული: მცენარეული საკვები, ნაკლები ცხიმი და ნახშირწყლები. ადამიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ცხოვრობდეს და ნაკლებად იყოს ადინამიური (მჯდომარე ცხოვრება). წონაში მატება წნევის ზრდასაც იწვევს. ყველა ეს ფაქტი კი განაპირობებს სისხლდენის განვითარებას, თუ ორგანიზმში არის ანევრიზმა.

ყველაზე ხშირად ანევრიზმის გასკდომა ხდება 35-დან 65 წლის ასაკში. თუმცა ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც 14-15 წლის ასაკშიც ვითარდება ეს დაავადება.

ანევრიზმა თავის ტვინის სისხლძარღვში კუნთოვანი შრის დეფექტია. სისხლძარღვის სამი შრეა. შუაში გახლავთ კუნთოვანი შრე, რომელზეც არის ეს დეფექტი, ამიტომ სისხლძარღვში არტერიული წნევის ზემოქმედების შედეგად ეს დეფექტი ნელ-ნელა გამოიბერება და ჩამოყალიბდება პარკისებურ ანევრიზმად. შემდეგ უკვე ადამიანი რისკის ქვეშ დგება.

საქართველოში ანევრიზმის ოპერაცია ტარდება როგორც ღია, ასევე ენდოვაზალური წესით. ოპერაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 3-5 საათია, მაგრამ ეს ინდივიდუალურია და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ლოკალიზაცია ანევრიზმებისა სხვადასხვანაირია. არსებობს ბაზილარული არტერიის ანევრიზმა, სადაც მიდგომა შედარებით რთულია. ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ანევრიზმის ლოკალიზაციაზე, მის ფორმასა და თავის ტვინის შეშუპების ხარისხზე.

ამ ოპერაციის დროსაც საჭირო ხდება სისხლის გადასხმა, რადგან ეს არ არის მარტივი ოპერაცია. საკმაოდ სერიოზულია და ზოგჯერ დონორსაც მოითხოვს.

შედეგი ყოველთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენი მკურნალობის საბოლოო ეტაპის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ის თავის ტვინის პირველადი დაზიანება, რომელიც ხდება ანევრიზმიდან სისხლდენის დროს.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

24 კომენტარი »

  • ლადო says:

    გამარჯობათ.. ეხლახანს გარდამეცვალა მამა, ანევრიზმა გაუსკდა.. მაინტერესებს არის თუ არა გენეტიკური ეს დაავადება..? მადლობა წინასწარ.

  • ლელა says:

    ოპერაციის შემდეგ რამდენად შესაძლებელია დაქვეითებული მეხსიერების აღდგენა? მადლობა წინასწარ

  • ნატო says:

    გამარჯობათ. ბაბუა მყავს ცუდად. აქვს ტავის ტვინის შეშუპება და გაჯონვა. ამასთანავე დაკარგე მეტყველება, და ყლაპვის უნარი. არის გონზე. და გვყავს სავადმყოფოში. და მაინტერესებს ასეთი ავადმყოფი თუ გაიკურნება, გთხოვთ გამცეთ ამაზე პასუხი, გმადლობთ. და რამეს ხომ ვერ მირჩევთ.

  • გიორგი says:

    ჩემს მეგობარს საფეთქელთან ვენა ებრება (დახვეულივით აქვს) დრო და დრო, 19 წლისაა აქვს თავის ტკივილებიც, ერთხელ სტკიოდა თავი ძალიან და ამბობს იმის მერე მებერება ხოლმე საფეთქელთანო, შესაძლებელია თუ არა რომ ეს იყოოს ანევრიზმა?

  • ბექა says:

    გამარჯობა ! ბაბუა მყავს ცუდად ! მიიღო ინსულტი მეორე დღეს ექიმის რჩევით ზუგდიდის საავადმყოფოში მოვათავსეთ ტომოგრაფიამ რაღაც იმედი მოგვცა მაგრამ მეორე დღეს განუვითარრდა ანევრიზმა და დაეწყო კრუნჩხვები ამის გამო რეანიმაციაში მოათავსეს და ახლა აპარატზეა შეერთებული.. ექიმმა თქვა რო ჩემი მოღვაწეობის მანძილზე არ მახსოვს რო გადარჩენილიყოს ასეთი პაციენტიო მაგრამ მაინც მის ორგანიზმზეა დამოკიდებული ყველაფერი ღმერთის ნებით ალბათ გადარჩება და იმედს არ ვკარგავთ მაინც და თქვენი აზრი მაინტერესებს ამის შესახებ მადლობთ წინასწარ.

  • ია says:

    ზოგჯერ ტავის არეში ძარღვი მტკივა სხვადასხვა ადგილას, ხან საფეთქელთან ხან შიგნით. ასეთი სიმტომები ხომ არ გააჩნია ანევრიზმას.

  • maia says:

    ვარ 49 წლის, მაქვს საშინელი თავბრუს ხვევა პერიოდულად, გულისრევა და თითქოს თავი მეთიშება, ეს რისი სიმპტომები უნდა იყოს, წნევა ცვალებადი მაქვს ხან აიწევს ხან დაიწევს.

    • სანდრო says:

      ანევრიზმის გახეთქვის დროს ადამიანი შეიგრძნობს უეცარ და ძალიან ძლიერ თავის ტკივილს, მხედველობის გაორებას, პირღებინებას, გულისრევას, კეფის არეში დაჭიმულობას. შესაძლოა, გონებაც დაკარგოს. ზოგჯერ ანევრიზმის გასკდომას წინ უძღვის ე.წ. გამაფრთხილებელი თავის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა, სინათლის მიმართ ზემგრძნობელობა, ფსიქიკური ცვლილებები – საფრთხის მოახლოების შიში, შესაძლოა, კრუნჩხვაც კი. თუ გაწუხებთ მწვავე თავის ტკივილი, მეტადრე – თუ ის შერწყმულია ჩამოთვლილ ნიშნებთან, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

      ჯობია ექიმს მიმართო დროულად

      • gggggg says:

        ufalma dagifarot megobrebo , magal gmerts vtxov momitevos yovelive codva chemi gtxov ufalo am adamianebs romlebic aq weren romlebic avad arian da raime daavadeba awuxebt , magalo gmerto magalo dzliero sheni shvilis ugnuris unamusos miuteve codvebi da saqcieli misi , da es adamianebi gamoajanrtele , gamoajanrtele es adamianebi da momiteve chemi codvebi , ufalma daglocot gadgegrdzelot da janrtelebi gamyofot ufalma gamyofot marad janrtelebi da gamojanrtelebas gisurvebt yvelas , ufalma gamogijanrtelot tqveni ojaxis titeuli wevri da ufalma magalma gmertma sheisminos chemi vederba da codvils momitevos codva gagaxarot da gagadzlierot magalma gmertma megobreboo …. sruliad saqartvelos janrtelobas vusurveb da gadzlierebas

  • nani says:

    მეუგლეს დაემარტა ასეტი რამ,დაბრუნდა სახლში და გვიტხრა ცუდად ვარო ერეოდა გული აღებინა კიდეც რამდენჯერმე.ატკივდა ბარძაყის კუნთები თუ ძარღვები არვიცი მეჭიმება კუნთებიო მერე გულთან გადავიდა ეს დაჭიმვა მითხრეს ანევრიზმის ნიშნებიაო მაინტერესებს მართლაც ასეა? რას მირჩევთ?

  • ქალბატონო ნანი, სამედიცინო ტერმინოლოგიაში თქვენ რაც ჩამოაყალიბეთ ასეთი რამ არსებობს რასაც წინა კიდურის კრომოსპორომებიის განშტოების ანთება ქვია.. სსურველია მიიყვანოთ თქვენი მეუგლე სპეციალისტთან, შპს. paradise
    და იქ აუღებენ ზომებს . რაც შეეხება ჩვენს დახმარებას: კარალევსკი მინეტი , ზალატოი დოჯდ , კუნილინგუსი მარცხენა აორტაში პს. რღმად… საათი 100 ლარი, მთელი ღამე 200 , ყველაფერი დამცავით.

    • Gio says:

      ufalma dagifarot megobrebo , magal gmerts vtxov momitevos yovelive codva chemi gtxov ufalo am adamianebs romlebic aq weren romlebic avad arian da raime daavadeba awuxebt , magalo gmerto magalo dzliero sheni shvilis ugnuris unamusos miuteve codvebi da saqcieli misi , da es adamianebi gamoajanrtele , gamoajanrtele es adamianebi da momiteve chemi codvebi , ufalma daglocot gadgegrdzelot da janrtelebi gamyofot ufalma gamyofot marad janrtelebi da gamojanrtelebas gisurvebt yvelas

  • ბესო says:

    გამარჯობათ! ჩემს ნათლიას, რომელიც სქიმ-მონაზონია, ახლახანს აღმოაჩნდა თავის ტვინის ანევრიზმა!უკვე რამდენიმე წელია აქვს თავის ტკივილებიც,ეხლა განსაკუთრებით და ხშირად არტერიული წნევებიც უთამაშებს, ადვილად იღლება და შიგადაშიგ გულიც სტკივა, ის სულ რაღაც 24 წლისაა…სავარაუდოდ რამდენიმე დღეში თბილისში რესპუბლიკურში უნდა გაუკეთდეს ოპერაცია. მთელი გულით გთხოვთ დაწვრილებით მაცნობოთ იმის შესახებ ტუ რა რისკებია და რა შედეგი შეიძლება მოყვეს აღნიშნულ ფაქტს!ასევე ისიც მაინტერესებს რამდენად შედეგიანი შეიძლება დარჩეს ოპერაცია!ძალიან გთხოვთ დამიკავშირდეთ მეილზე ან ფეისბუქზე, რადგან თქვენს რჩევებს ჩემთვის და პაციენტისტვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს! წინასწარ გმადლობთ! ჩვენ თქვენს იმედზე ვართ!

  • მზია says:

    13 წლის ანას 3 დღეა გაუსკდა ანევრიზმა. გვითხრეს თანდაყოლილიაო,ეხლა კომაშია და ებრძვის სიცოცხლეს. ოპერაციაზე შეჰყავდათ და გაუჩერდა გული. აუმუშავეს და ისევ აპარატზე შეაერთეს. ტვინზე შეშუპება დაეწყო და თვალის გუგები გაუფართოვდა. რამდენად შესაძლებელია ამ მდგომარეობაში სიცოცხლის გადარჩენა. ძალიან გთხოვთ დროულად გამომეხმაუროთ.

  • tarieli says:

    gamargobat, mkavs mama avad axlaxan merve dgea mamahems daemarta tavis tvinis insulti, rogorc ekimebi meubneba diagnozia sasuntki saklapavi gzebis mogrdzo tvinis insultiao, vimkopebit batumis respublikur saavadmkopohi da gavnagrdzobt mkurnalobas,amboben rom magi adgilis operacias ar aketebeno da ugrdzeleben mkurnalobas, mdgomareoba stabiluria da raime upiratesoba ar aakvs avadmkops, mokled gonzea laparakobs magram tavs ver cevs,imedia pataras dagvexmarebit tu ra unda gauketo pacients

  • anri says:

    gamarjobat ,saubari maqvs shezguduli narkotikuli nivtierebis gamo.aktifedidan,vis mivmarto sad mivide

  • nini says:

    me ver 13 wlis da makvs dachrdilva xo ver mirchevt raimes ukve qroikuli maqvs ra ar gavikete magram araperma ar mishvela

  • nini says:

    makvs dachrdilava ukve kroikuli kvelaperi vcade da araperma mishvela tkve xo ver mirchevdit rames

  • ani says:

    gtxovt mirciet raime makvs dachrdilva ukve qronikuli ra vkana ar vici kavelaperi gamovcade magram ar mishvela

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.