მთავარი » ჯანმრთელობა

ტაქიკარდია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.07.2013 13 კომენტარი | 20,167 ნახვა

გულის რიტმის დარღვევა, ფრიალი, ჰაერის უკმარისობა, გულის არეში სიმძიმის შეგრძნება და გულის ცემის გახშირება – ეს ყოველივე ტაქიკარდიის ნიშნებია. ტახიკარდია ტაქიკარდია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიურიც და პათოლოგიურიც.

ამჟამად ვისაუბრებთ ფიზიოლოგიურ ტაქიკარდიაზე, რაც განსაკუთრებით ხშირია თითქმის ყველა ასაკის ადამიანში.
ფიზიოლოგიური ტაქიკარდია ვითარდება ძლიერი ფიზიკური დატვირთვისას, სტრესულ გარემოში მუშაობის, დაძაბულობის, სხეულის ან გარემოს ტემპერატურის მომატებისას, სიმაღლეზე ასვლისა და როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების ფონზე.

ასევე, ტაქიკარდიის მაპროვოცირებლად შეიძლება მოგვევლინოს: ყავა, ჩაი, ენერგეტიკული და ალკოჰოლური სასმელები.

სიმპტომები: გულისცემის გახშირება, ბიძგები და “ჩავარდნები” გულის მუშაობაში; თვალების დაბინდვა, თავბრუხვევა, გონების დაკარგვა, მოსვენებულ მდგომარეობაში ხშირი პულსი, რომელიც 5 წუთზე მეტხანს გრძელდება, – ეს ტაქიკარდიის გამოლინებაა, რომლის ერთი ან რამდენიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ ექიმ-კარდიოლოგს უნდა მიაკითხოთ, რათა დადგინდეს ტაქიკარდიის ფორმა და გამომწვევი მიზეზი.

პროფილაქტიკა: ტაქიკარდიის პროფილაქტიკის მთავარი ფაქტორია დავარეგულიროთ ცხოვრების წესი, უარი ვთქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ყავაზე, ჩაიზე, ენერგეტიკულ სასმელებზე. ასევე, საჭიროა დატვირთული სამუშაო რეჟიმის დაბალანსება, ძილის მოწესრიგება და რეგულარული ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, მსუბუქი გამაჯანსაღებელი ვარჯიში ორგანიზმის შესაძლებლობისამებრ.

მკურნალობა: არსებობს მკურნალობის რამდენიმე მეთოდი, რომელიც ყველა პაციენტს ინდივიდუალურად, საფუძვლიანი გამოკვლევისა და ტაქიკარდიის ფორმის განსაზღვრის შემდეგ ენიშნება.

იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტოზური მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, მკურნალობის რადიკალურ მეთოდებსაც მიმართავენ. ესენია: რადიოსიხშირული აბლაცია; ელექტროკარდიოსტიმულატორის ჩადგმა; კარდიოდეფიბრილატორის ჩადგმა და ა.შ.

გახსოვდეთ, ტაქიკარდია მეტად სახიფათო დაავადებაა და თვითმკურნალობა დაუშვებელია. ტაქიკარდიის გამოვლინების პირველივე ნიშნებისთანავე მიმართეთ ექიმს!


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

13 კომენტარი »

  • ნატურალური ქუათი მიირთვით.კარგი შედეგი გექნეებათ.

  • nino says:

    var 14 wlis gogo da msubuki taxikardia mkonda kardiograma rom gadamiges magram mkurnalobis kursi ar dauckia ekims,ase tkva araperiao. exlac cudad var da zustad eg nishnebi maqvs. ra vqna?:(

  • სოფო says:

    გამარჯობათ მინდა გითხრათ ჩემს შესახებ,ძალიან მაქვს მოშორებული გულის ამოვარდნები,და ჩავარდნები,ალბათ იმიტომ რომ ამასთან ერთად მაქვს ჩიყვიც,და გინეკოლოგიურათაც ვარ ნაოპერაციები,როცა მივმართე ექიმს,მითხრეს რომ ნერვოზულიაო,და ვერ გავიგე რისგან არის გამოწვეული,გულის ექიმი ყოველთვის მეუბნება ძალიან გაქვს ნერვოზი ჩამოყალიბებული,და შენს თავს შენ თვითონ უნდა ვიმკურნალო,მაგრამ ვერანაირად ვერ ახერხებ ჩემს თავს ვერაფერს,სიგარეტსაც ვეწევი მაგრამ ალკოხოლს არ ვსვავ,და ყავასაც ზოგჯერ ვსვავ,მეშიმია ჩემი თავის არ გავაფრინოთქო,ზოგჯერ შვილებსაც ისეთი რაგაცეებს ვესვრი თავს ვერ ვაკონტროლებ,როგორ მოვიქცე რას მირჩევთ?

  • sofo says:

    mec taxikardiaa maqvs karduogramaa gaviketee exlaa vapireeb exoskopiaa gaviketo sashineli haeris ukmarisobaaa maqvs es yvelaferii nervozulia.

  • ნინო says:

    გამარჯობათ მაქვს ტახიკარდია რამოდენიმეჯერ პაროქსიზმებიც კი მქონდა ფარუსრბრი ჯირყვაკი მაქვს გამოკვლეული არ მაქვს დარღვევა ჰოლტერის ტესტიც გავიკეტე იქაც არაპერი იყო შეილება თუ არა ეს იყოს მხოლოდ ნერვოზული? ყველა მეუნება. ერვოზი გაქო უკვე მე 6 თვეა ესე ვარ ზოგჯერ თითკოს გადამივლის შემდეგ ისევ მაქვს ეს ტახიკარდია უკვე გაუსაძლისია როგორ მოვიკცე თუ შეგიძლით რო დამეხმაროთ მადლობა წინასწარ

  • მაკა says:

    ვიმყოფები იტალიაში,უკვე რვა თვეა,ძალიან დიდი ფსიქოლიგიური ცვლილებები განვიცადე,ყოველ დილით მაქვს წნევა დაბალი 90-60 ზე დაბალი ხშირად,პულსი მაღალი,105,107 კი მქონია,ღამის ძილის დროს შეილება გამაღვიძოს გულის უეცარმა გახშირებულმა პულსმა,აქ გავიკეთე კარდიოგრამა,ექიმმა ნრვოზულიაო დასვა დიაგნოზი,გთხოვთ მირჩიოთ რამე ასეთი ჩივილები რისი ბრალი შეიძლება იყოს,მადლობა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება", - პაისი მთაწმინდელი.