მთავარი » საზოგადოება

,,თანადგომა”-სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.12.2010 17 კომენტარი | 8,852 ნახვა

საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ,,თანადგომა” 2010 წლის 1 თებერვალს გაიხსნა. მათი პრეზენტაცია კი 4 იანვარს შედგა.თანადგომა
,,თანადგომა” მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. მათ შორის, სადღესასწაულო დღეებშიც.

ვის გაუჩნდა ამ სამსახურის შექმნის იდეა, გაამართლა თუ არა და რამდენად გულახდილად საუბრობენ მათთან პრობლემებზე? ამ თემებთან დაკავშირებით ,,ამბიონს” ესაუბრა ნინო კუჭაიძე (საპატრიარქოს სატელეფონო საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სულიერ-ფსიქოლოგიური სამსახურის ,,თანადგომის” ხელმძღვანელი):

რამდენი ხანია, რაც სამსახური ,,თანადგომა” არსებობს?

პრეზენტაცია 4 იანვარს, უწმინდესის დაბადების დღეს გვქონდა და პატრიარქს მივუძღვენით. ჩვენი სამსახური ოფიციალურად 1 თებერვალს გაიხსნა.

რატომ გაჩნდა მისი შექმნის იდეა, ვისი სურვილი იყო?

იდეა გამიჩნდა მე, რადგან დამჭირდა, ეს განათლება მიმეღო. ყველაფერი მაინტერესებდა და მინდოდა, ყველა კითხვაზე პასუხი მიმეღო. ამის შესახებ, პირველი რიგში, ჩემს მოძღვარს ვუთხარი. მისი ლოცვა-კურთხევით დავწერე პროექტი, რომელიც უწმინდესს წარვუდგინე. აღმოჩნდა, რომ მსგავსი სამსახური პატრიარქის ოცნება ყოფილა. მან მითხრა: ,,მე ველოდებოდი დროს და ადამიანს, ვინც ამას გააკეთებდაო”. ჩემი იდეა დაემთხვა უწმინდესის ოცნებას და მომცა კურთხევა, იმ დღესვე გამეკეთებინა. პატრიარქმა დაიბარა თანამშრომლები და სთხოვა, გვერდში ამომდგომოდნენ. რა თქმა უნდა, იყო დაბრკოლებები, რაც კეთილ საქმეს ყოველთვის თან ახლავს. პროექტის დასრულება დროში გაიწელა. უწმინდესი არის ამ სამსახურის დამფუძნებელი, მე _ თანადამფუძნებელი. სხვათა შორის, სახელი ,,თანადგომა” პატრიარქის შერჩეულია.

ვინ თანამშრომლობს თქვენს სამსახურთან და როგორ ხდება მათი შერჩევა?

ჩვენთან ოფიციალურად 15 მოძღვარი თანამშრომლობს. მათი ხელმძღვანელი არის მამა თეოდორე გიგნაძე. თანამშრომლობს მამა დავით ციცქიშვილი, რომელიც არის ფსიქოლოგი და ასევე – მოძღვარი. გვყავს ისეთი მოძღვრები, რომლებსაც სამედიცინო განათლება აქვთ, მაგ: მამა კონსტანტინე გიორგაძე. ფსიქოლოგი – ნინო ზაქაიძე, მედავითნე – გიორგი მელექსიშვილი, ასევე, ფსიქიატრი – ირაკლი ნემსაძე.

ჩვენთვის, მთავარია, რომ იყოს განათლებული და პატიოსანი. ამასთან, მნიშვნელოვანია მონდომებაც, რომ ითანამშრომლონ ჩვენს სამსახურთან. საზოგადოებას ვთავაზობთ არა მარტო სულის მკურნალობას, არამედ _ სხეულისა და სამშვინველის მკურნალობასაც, რადგან გვყავს სათანადო თანამშრომლები.

რამდენად გაამართლა?

ნამდვილად გაამართლა. შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინს გადააჭარბა. არ მეგონა, თუ ამდენ ადამიანს აკლდა სულიერი საზრდო. უწმინდესმა ამ სამსახურის დაფუძნებით მოგვცა კურთხევა, რომ ყველა ოჯახს უსასყიდლოდ დავეხმაროთ.

ძირითადად რა ასაკის (სქესის) ადამიანები რეკავენ?

ჩვენთან რეკავს ყველა, ასაკისა და სქესის მიუხედავად. ჩვენ ვართ საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სულიერ-ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური, რაც გულისხმობს: საგანმანათლებლოში – წმინდა წერილებს, საინფორმაციოში – მონასტრები, ეკლესიები, დღესასწაულები. ვისაც სულიერი საზრდო სჭირდება, სულიერს ღებულობს, ფსიქოლოგიურში _ ფსიქოლოგიურ თანადგომას.

რეკლამა თუ უკეთდება სამსახურ ,,თანადგომას”?

რეკლამა არ გვაქვს. ჩვენს შესახებ რეკლამა მხოლოდ საპატრიარქოს რადიოსა და ტელევიზიაში გადის. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ჯერ კარგად არ გვიცნობს, არ მეგონა, ამდენ ადამიანს თუ დავაინტერესებდით. უწყვეტი რაოდენობით შემოდის ზარები. არც ინტერნეტში არ გაგვაჩნია საიტი. ჩვენი ცენტრი პირველია, რომელიც ამ საქმეს ეწევა. რეკლამა საზოგადოებრივმა რადიომაც ერთი თვე უსასყიდლოდ გაუშვა და ეს საჩუქარი საზოგადოებას გაუკეთა.

გვირეკავენ ისინი, ვინც ეკლესიასთან ახლოს არიან. იმ გამოცდილებას, რაც ამ ერთ წელიწადში დაგროვდა, მომავალში გამოვიყენებთ.

რა პრობლემებია მათთვის აქტუალური და რამდენად გულახდილები არიან?

ძირითადად სასოწარკვეთილებასთან დაკავშირებით რეკავენ. გულახდილზე გულახდილები არიან.

ხშირად მოძღვართან პირისპირ საუბარი უჭირთ. ეს გაითვალისწინა უწმინდესმაც. სატელეფონო სამსახური იმ ადამიანებისთვის არის კარგი, ვისაც მოძღვართან პირისპირ საუბარი ერიდება. ამას ბოროტი აფიქრებინებს, რომ მოძღვართან აღსარება ბოლომდე არ თქვან. სცხვენიათ და არ ამბობენ იმას, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. ჩვენ ვაკვალიანებთ და ვეუბნებით, რომ მოძღვართან ბოლომდე გულახდილები უნდა იყვნენ. აღსარებას ბოლომდე რომ არ ამბობენ, სწორედ აქედან მოდის პრობლემები. ვეუბნებით, იმ პრობლემებისგან მაშინ განთავისუფლდებიან, თუ მოძღვართან მივლენ. ჩვენთან საუბრის შემდეგ გებულობენ აღსარების არსს და მოძღვართან მიდიან. მანამდე კი, შეიძლება, ეს მექანიკურად ხდებოდა.

სატელეფონო სამსახურმა კიდევ იმით გაამართლა, რომ ჩვენთან უსინათლო ადამაინებიც რეკავენ, ისინი, ვინც ტაძარში მისვლას ვერ ახერხებენ. მათთვის ეს დიდი ხსნა არის. ჩვენ მათი მეგობრები გავხდით.

,,თანადგომა” მარტო საუბრით არ შემოიფარგლება. ბევრჯერ წასულა ჩვენი მოძღვარი დავრდომილთან, უზიარებია, აღსარება მიუღია, სახლიც უკურთხებია. თუმცა ეს ჩვენს ფუნქციაში არ შედის, მაგრამ აქ ადამიანური მომენტი ჩაერთო.

სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით. გვინდა, რომ ეს მხოლოდ უფალმა იცოდეს, რადგან უფალმა შეგვკრიბა ყველანი ერთად.

რომელ დღეებსა და საათებში მუშაობთ?

ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 11სთ-დან 18სთ-მდე. უწმინდესმა მოგვცა კურთხევა, რომ 24სთ. ვიმუშავოთ, მაგრამ ჯერ ამას ვერ ვახერხებთ. ვმუშაობთ დღესასწაულებზეც.

ფსიქოლოგი ნინო ზაქაიძე: ,,უამრავ თემასა და პრობლემებზე გვიკავშირდებიან. ყველაზე მტკივნეულია, როდესაც ოჯახს ეხება. მაგ.: თაობებსა და მეუღლეებს შორის კონფლიქტი. როდესაც ერთ ოჯახში სხვადასხვა აღმსარებელი ცხოვრობს, მათ უჭირთ ერთმანეთთან შეგუება. ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ვეხმარებით და რჩევას ვაძლევთ.

ეს ყველაფერი ჩემი ხელით რომ ხდება და ხალხს ვეხმარებით, ძალიან მომწონს. ღმერთმა შეგვაძლებინოს ეს დიდი საქმე”.

გიორგი მელექსიშვილი – სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, მედავითნე:

,,პატრიარქის სურვილით გაიხსნა ცენტრი ,,თანადგომა”. უწმინდესმა იცის, რომ ხალხს სჭირდება თანადგომა. მერე ყველაფერი ღვთის ნებით ხდება. უფალი უხილავად მოქმედებს ჩვენზე. ღმერთი მოწყალეა და ჩვენი სამსახურის მეშვეობით ის ყველას ეხმარება. ჩვენ ღვთის მუშაკნი ვართ.

თემები მრავალფეროვანია. ძირითადად არის ოჯახური პრობლემები: ღალატი და ა.შ. ჩვენ ვეუბნებით, რომ უნდა თქვან აღსარება. უფლის დახმარებით ყველა დაბრკოლების გადალახვა შეიძლება.

,,თანადგომის” მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ნუგეში ვცეთ, რათა არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში, რაც ბოროტის სიხარულია. ჩვენი რჩევით ბევრი მადლიერია.

მე არ ვარ ჩემი თავით კმაყოფილი. მინდა, რომ უფრო მეტი ვიცოდე და ვისწავლო. მთელი ცხოვრება სწავლაა”

,,თანადგომის” თანამშრომლები თვეში ერთხელ იკრიბებიან, საუბრობენ სხვადასხვა თემებზე, რაც საზოგადოებისთვის აქტუალურია. შერჩეულ თემასთან დაკავშირებით ჰყავთ მოწვეული სტუმრები. შეხვედრა 2სთ-ის განმავლობაში გრძელდება და ეს მათი ტრადიციაა.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

17 კომენტარი »

  • ananke says:

    ადამიანების ურთიერთ თანადგომა,აზრთა გაზიარება და სულიერი საუბრები დგეს ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს.

  • შო says:

    მე არ ვიცოდი ამის შესახებ ასე დეტალურად, მივესალმები ასეთ ინიციატივას.

  • ელისაბედი says:

    უაღრესად საჭიროა ასეთი სამსახური და ფასდაუდებელია მათი დახმარებაც.უღრმესი მადლობა ჩვენს უძვირფასეს პატრიარქს და ქალატონ ნინოს ამ სამსახურის დაფუძნებისათვის. მე პირადად მომიხდა ამ სამსახურთან უერთიერთობა და მათგან ძალზე დიდი სითბო და მართლაც თანადგომა მივიღე. ყველა ადამიანი, რომელიც ამ სამსახურში მთელი სულით და გულით იმოღვაწევებს, ძალზედ დიდ სამსახურს გაუწევს ადამინურ სითბოსა და ყურადღებას მოკლებულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თოთოეულ მათგანს.

  • ioseb says:

    zalian didi madloba amis momgons da gmertma daglocot da gagazlierot, imdenad sachiro xart rom tkven verc carmoidgent, da chveni patriarki dalocos da gmertma zala misces rom didxans idges chvens gverdit, da gvixsnas bevri sulieri gasachiridan. madloba yvelafristvis magram erti kitxva damrcha mainc, ikneba telefonis nomeri gvitxrat and sad gavigot rom chvenc visargeblot tkveni tanadgomit, didi madloba

  • ნათია says:

    43 55 00 -es aris “Tanadgomis” sakontaqto nomeri.

  • სოსო says:

    დიდი მადლობა ნათია,

  • ლევანი says:

    ღმერთმა მოგცეთ ძალა რომ ეს პროექტი წარმატებული და ხალხის დასახმარებლად ყოველთვის ყოფილიყოს. გმადლობთ.

  • სალომე says:

    ძალიან მიხარია რომ ეს სტატია წავიკიტხე. შეკითხვა მაქვს., შიშები მაქვს ამ ბოლო დროს და როგორ შეიძლება რომ მოვიშორო?

  • მინდია says:

    სალომე დარეკე 243 55 00 ეს არის ,,თანადგომის” საკონტაქტო ტელეფონი და ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან.
    ისე მოძღვარი თუ გყავს, ჯერ მასთან მიდი და მასაც შეუძლია შენი შველა.

  • madona says:

    …didi xania minda tqventan dakavshireba.vici bevri chemze umweo mdgomareobashia.magram mec minda tahadgoma.ufals madloba yvelafrisatvis.gtxovt damikavshirdet .ver daveke 435500.velodebi
    yvela daglocot ufalma ketili saqmeebistvis

  • madona says:

    damaviwyda chemi nomeri damewera 2 295074.gemudarebit

  • madona says:

    არ ვიცი როგორ დავიწყო ?ვინაიდან დღეს ბევრი ჩემზე უმწეო მდგომარეობაშია.ყველა განსაცდელს და ავადმყოფობას მოთმინებით ვიტან.როცა უსმენ პატრიაქის საკვირაო ქადაგებას ვგრძნობ როგორ ვუყვარვარ უფალს.რასაც ვწერ ეს მწირია ჩემი მდგომარეობის გადმოსაცემად.ვარ 2 ჯგ ინვალიდი.სამი განუკურნებელი დავადებით ასმით,კანის დავადება ფსორიაზი და ბოლოს საშინელი სახსრების ათრიტი.ბოლო წლებია მოძრაობა მიჭირს.12წლის შვილი თამარი ჩემი მომვლელია.ამას ემატება ის რომ არ მაქვს მუდმივი საცხოვრებელი და 20 წელია უბნიდან უბანში დავდივართ მომატებული ქირის გამო.მეუღლის ხელფასი 450 ლარია,ქირა 250 ლარი,კომუნალურები 70 ლარი.სკოლა კვება წამლები.  რომ არა ჩემი ოჯახისათვის უფლის წყალობა, ჩემი ქრისტიანად დაბადება ,ქრისტიანი მეუღლის და შვილის ჩუქებისათვის ამდენ ტკივილს და განსაცდელს ვერ ავიტანდით.გემუდარებით დედა ვარ და მხოლოდ ჩემი შვილისთვის  თუ იქნება უფლის კეთილი ნება,ჩემი უმწეი მდგომარეობიდან მოხდეს სასწაული ამ წერილის დახამარებით.გთხოვთ დროებით მაინც გამომიყოთ თავშესაფარი სადაც მშვიდად დაიზინებ ჩემი ოჯახი.მე სიყვარულით ვიღებ ყველა განსაცდელს მაგრამ დედა ვარ და ვიცი ეხმარებით ხალს.მეუღლე თანახმაა გრძელ ვადიან სესხზე, ბანკი უარს ეუბნება ხელფასი არ არის საკმარისიო ველოდები თქვენგან დახმარებას შვებას დარიგებას და დალოცვას. მადონა-მარიამი.
    თამარი მალხაზი.

  • ნუკრი says:

    2 43 55 00 – qalbatono madona 2 akrifet? 11 dan 1 saatamde unda darekoT

  • madona says:

    didi xania vcdlob dakavshirebas da sul dakavebaa.zalian minda davreko damexmaret rogorme.229 50 74.madona

  • ავთო says:

    ნინო ზაქაიძეს ელ-ფოსტა თუ აქვს?გმადლობთ

  • NIKOLOZI says:

    MIVESALMEBI KETIL WAMOWKEBAS IMDENAD MADLIANI SAXELI AKVS DA ISETI AMAGLEBULI DAWKEBA UTUOD GANAXORSIELEBS GMERTMA GAGAPARTOVOT

  • მოგესალმებით. უცხოეთიდან თუ არის შესაძლებელი დაკავშირება?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი