მთავარი » საზოგადოება

თამბაქო – რეკლამირებული სიკვდილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.12.2009 13 კომენტარი | 18,682 ნახვა

როგორ ვერჩით ერთდროულად საკუთარ სულს და ხორცს

სიგარეტითამბაქოს მოხმარება მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონ ადამიანს კლავს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. სიგარეტის მოწევას სიკვდილის გამოწვევა სხვადასხვა გზით შეუძლია. თამბაქოს კვამლი შეიცავს ათასობით ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან მრავალი ტოქსიკურია,ზოგიერთი კი აზიანებს სისხლძარაღვებს.

თამბაქოს კვამლი ოთხი ათასამდე ნივთიერებას შეიცავს. მათგან, აბსოლუტური უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის მავნეა. უნდა ვიცოდეთ, რომ თამბაქოს კვამლში შემავალი ნიკოტინური ალკალოიდები თამბაქოზე მიჯაჭვულობის (დამოკიდებულების) გარდა, ავლენს ტოქსიურ ზეგავლენას. დანარჩენი ნივთიერებები გაერთიანებულნი არიან ერთიან ტერმინში “კუპრი”.

ის ყოველთვის საშიშია და არა მხოლოდ ჭარბი ან არასწორი მოხმარებისას. მასზე ადვილად ყალიბდება დამოკიდებულება. მისი მოხმარება ვნებს არა მარტო იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ. თამბაქოს მოხმარება უმძიმესი ცოდვაა.

ამ თემაზე სასაუბროდ ლომისის წმინდა გიორგის წინამძღვარს დეკანოზ მიქაელს მივმართეთ:

– რამდენად მძიმე ცოდვაა თამბაქოს მოხმარება და საიდან მოდის მისი მოხმარების ტრადიცია?

– ეს არის ეშმაკის თაყვანისცემა და თავისი წარმოშობით დემონური შინაარსის მატარებელია. ამერიკელი ინდიელებისთვის თამბაქო ისეთივე ნივთიერება იყო, რაც ეკლესიისათვის საკმეველი. მათ ჰქონდათ ე.წ. “მშვიდობის ყალიონი”, რომელსაც თამბაქოთი ტენიდნენ, ზედ ადებდნენ ნაკვერჩხალს და ოთახის სამ კუთხეში მოატარებდნენ. ამ რიტუალში დემონური მუხტი იყო ჩადებული და ემსახურებოდა მათი ღმერთის თაყვანისცემას.

ადამიანი, რომელიც თამბაქოს ეწევა და არ იცის რამდენად მძიმე ცოდვას სჩადის, ქვეცნობიერად მაინც ეშმაკს სცემს თაყვანს. სულიწმინდისათვის ადამიანი ცოცხალი ტაძარია, როცა ის თამბაქოს მოწევას იწყებს, იგი სულიწმინდას განდევნის და მასში შემოდის ეშმაკი.

– შესაძლებელია თუ არა აკრძალვით ადამიანმა მიატოვოს თამბაქოს მოხმარება?

– მე ყველანაირი აკრძალვის წინააღმდეგი ვარ. აკრძალვა – ეს არის ადამიანზე ძალდატანება, იძულებით ზემოქმედება. თითოეულ ინდივიდს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის საზიანო და თავად ირჩევს იმ გზას, რომელიც მას უნდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნებით შექმნა. როცა ადამიანს რაღაცას უკრძალავ, მას პირიქით, ლტოლვა უჩნდება. ქრისტე არავის არაფერს აიძულებდა.

– არის თუ არა მწეველი მშობელი დამნაშავე იმაში, რომ მათი შვილი იწყებს თამბაქოს მოწევას?

– თამბაქო იგივე ნარკოტიკია, ოღონდ სახელმწიფოს მიერ ლეგალიზებული. მშობელი პირველი მაგალითია შვილისთვის. დღეს სამწუხაროდ, დედაა გოგონებისთვის მაგალითი, რომელიც თამბაქოს მოიხმარს. ადამიანს ყველაფრის მიტოვება შეუძლია, სასმელის, აზარტული თამაშების, მაგრამ თამბაქოს მიტოვება ყველაზე რთულია.

– რამდენად უწყობს ხელს სიგარეტის პროპაგანდა ამ სენის გაღრმავებას?

– რა თქმა უნდა, ლამაზად გაფორმებული ბანერები, სატელევიზიო რეკლამები ბავშვის ყურადღებას იქცევს. იმისთვის, რომ ბავშვის ფსიქიკა სწორად ჩამოყალიბდეს და არ გაუჩნდეს მას თამბაქოს მოწევის სურვილი, აუცილებელია მუდმივი კონტაქტი ეკლესიასთან, საუბრები იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ სწორად. ამაში ყველა უნდა იყოს ჩართული, მათ შორის მედია. სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება,რომ შექმნას პატარა ფილმები იმის შესახებ, თუ როგორი დამანგრეველი ძალა აქვს თამბაქოს.

საინტერესოა, რატომ უჩნდებათ ადამიანებს თამბაქოს გასინჯვის სურვილი, მიუთითებს თუ არა ეს მათ სუსტ ნებისყოფაზე? ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი “ამბიონს” ამ კითხვებზე პასუხობს.

დავით ციცქიშვილი (ფსიქოლოგი): “თამბაქო მოზარდებში თავის დამკვიდრების ერთ-ერთი ატრიბუტია. საინტერესოა ისიც, რომ როდესაც პირველად სინჯავენ სიგარეტს, უსიამოვნო შეგრძნება ეუფლებათ, იგივე ხდება ნარკოტიკის შემთხვევაშიც, თითქოს, უფალი აფრთხილებს, მაგრამ ისევ უბრუნდებიან მათ და მერე უკვე სიამოვნებას იღებენ, წლების შემდეგ კი იწყება საშინელება, რაც ყველას კარგად მოეხსენება.

სიგარეტს ფსიქოლოგიური განმტვირთველის მოვალეობაც ეკისრება, ანუ ადამიანი თითქოს, გაურბის რეალობას და სიგარეტს ეძალება. მეორე მომენტი არის ის, რომ სიგარეტი არის სიამოვნების წყარო. ხაზგასასმელია, რომ სიგარეტი არის მავნე ჩვევა და წლების შემდეგ ანგრევს ადამიანის ორგანიზმს.

გარკვეული თვალსაზრისით, თამბაქოს მოხმარება მიუთითებს სუსტ ნებისყოფაზე, თუმცა, ამის მტკიცება არ შეიძლება. სტალინი, რომელიც ინტენსიურად ეწეოდა, შეუძლებელია სუსტი ნებისყოფის ადამიანად გამოვაცხადოთ.

ადამიანმა შინაგანად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თამბაქოს მოწევას თავი დაანებოს. ეს ძალიან ფრთხილი და ხანგრძლივი პროცესია და მოძღვარმა არ უნდა იჩქაროს. მან უნდა შეარჩიოს შესაფერისი დრო და მაშინ უნდა გაამკაცროს პოზიცია.

ლელაკო ყირიმლიშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

13 კომენტარი »

  • kaxi says:

    nu me eri ramis tqma shemidzlia mxolod am temastan dakavshirebit: gmertma kvelas sheadzlebinos am uzneo chveulebis mitoveba!

  • თათია says:

    შეუძლებელი არაფერია, მითუმეტეს მოწევის მიტოვება. მე არ ვარ მწეველი, მაგრამ მგონია რომ ეგ მხოლოდ ადამიანის ნებისყოფაზეა დამოკიდებული! მთავარია სურვილზე მაღლა შეძლო სხვა რამის დაყენება და მხოლოდ წამიერად არ იფიქრო!

  • soso says:

    tu moindomeb ar aris rtuli. me tviton 18 celi veceodi da 2 celia tavi davanebe.martalia tavidan zalian gamichirda magram davzlie

  • მარი says:

    მართალია რაც აქ წერია 100%სიმართლეა თამბაქო ძალიან მავნეა სჯობს დაანებოთ ამ თამბაქოს მოწევას თავი ასე ჯობია და სიკვდილისგან გადარშები

  • აკო says:

    ადვილი გგონიატ იმიტომ რომ არ ეწევით, მე არ ვარ მწეველი მაგრამ ვიცი რომ დზალიან რთულია დანებება, პატრიარქმა იქადაგა და ნახეთ ის ვიდეო, მწეველები თქვენ და თქვენ გარშემო მყოფებსაც ვნებთ, ყველას გთხოვთ დაანებეტ მოწევას თავი და თუ არ დაითვლით დგეებს ადვილად გადაეჩვევიტ, მიყევით სპორტს

  • nanuka says:

    gmadlobt rom internetshi mainc weriaramdens da rogor zians ayenebs tambaqo da sxva sigareti mwevels da ara marto mwevels aramed vinc kvamls suntqavs .amdens zogi adamian ver xvdeba rom sicosxles iswrafebs da sigaretis mowevas agrdzeleben ver xvdebian rom taviaant sicocxles safrtxesahi agdebens .zogierti axalgazrda sigarets skolis asakshi eweva magram imat ar ician rom aqvt susti organizmi da raime davaadeba gamoiwvos mowevam me es yvelaferi dzalian mainteresebda da dadga dro da wavikitxe jerac ver gamigia ra siamovnebas anichebs mwevels sigaret gmerto,gtxov yvelas auxile tvalebi da daanaxe rom moweva umdzimesi codvaa

  • tinatini says:

    me zalian momewona is azrirom meria daexmaros im adamianebs vinc tambaqozea mijajuli da mat sicocxlis xalisi daubrundet

  • veko says:

    cota ar iyos da gakvirvebuli var aq moyvanili erti citatit sadac psiqologi ambobs”damangreveli zemoqmedeba aqvs sigarets clebis mereo”..zalian mainteresebs romel asakshi angrevs adamians sigareti,roca teqvsmeti clidan ecevian da 100 clamde tkbilad cxovroben???

  • veko says:

    da kidev ar mesmis ,tu zalian mzime codvaa moceva,mashin ratom azleven mamaoebi kurtxevas im adamians vinc tavs ver anebebs..rodesac adamiani tavs iklavs,mamaoebi ar midian da ziarebas ar azleven micvalebuls,imitom rom ar sheizlebao da is sheizleba rom adamiani mocevas tavs ver anebebs da kurtxevas azleven rom moceva gaagrzelos…rogor codvasac chadis mceveli,aseve didi codvas chadis mamao roca mcevels akurtxebs..mocevas tavs ver anebebs is adamiani visac zlier ar eshinia gmertis,gmertis unda geshinodes mteli sheni arsebit da mashin aucileblad shezleb tavis danebebas

  • მეც ვეთანხმები 100% რომ თამბაქო მარტლაც საშიშია და გირჩევტ მწევლებს ტავი დაეებოთ ამ საშინელებას მე 12 წლის ვარ და დიდი მადლობა ლელაკო ყირიმლიშვილს რომ ას გულწრფელად და კონკრექტულად დაკონკრექტა რო ტამაქო არის საშიში მადლობა მას. გიორგი ესერიდზე

  • Nino says:

    Me 22weli mweveli viyavi tan dalian bevrs veweodi ert dges vtkvi uari da davanebe tavi dalian rtuli iyo loginidan ver vdgebodi magram gadavlaxe es krizisi.yvelas girchevt daanebet tavi am mavne momakvdinebel chvevas

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი