მთავარი » ფოტორეპორტაჟი

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.04.2013 52 კომენტარი | 29,820 ნახვა

ძაღლი

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი 2006 წელს დაარსდა. იგი მდებარეობს ქ. თბილისში, გივი სვანიძის N30–ში. დაარსებიდან მოყოლებული ბატონი თამაზის მიერ დაგარჩენილი და შეფარებულია 700–მდე უსახლკარო ან მიტოვებული ძაღლი.

2010 წლიდან თავშესაფარი გადავიდა “თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის” პატრონაჟის ქვეშ.

თავშესაფარში სრულიად ჯანმრთელი და ვაქცინირებული მეტისები და სხვადასხვა ჯიშის ძაღლები არიან. მათ აქვთ ორჯერადი სრულყოფილი კვება და ვეტერინარული მომსახურება. თავშესაფრის მიზანია მისი ბინადრების გადარჩენა და შემდგომ მათთვის ახალი პატრონის მონახვა.

ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მიაკითხოს თავშესაფარს და აიყვანოს რომელიმე ბინადარი. ძაღლის აყვანისთვის მხოლოდ ერთი პირობის შესრულებაა საჭირო, პატრონმა მას სათანადოდ უნდა მოუაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლს უკან დააბრუნებენ თავშესაფარში, რადგან აყვანის შემდეგ ხდება შემოწმება თუ რა პირობებში ჰყავს ახალი ბინადარი ახალ პატრონს. ძაღლის აყვანისას არ ხდება თანხის გადახდა.

ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

52 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი