მთავარი » საზოგადოება

“თამაში გკლავს შენ და ანადგურებს შენს შვილებს და ოჯახს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.10.2019 | 170 ნახვა

დეკანოზი თამაზ ლომიძე: “როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლს გაივლის და საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს უცხოელი თუ საქართველოს მოქალაქე, როგორ გგონიათ, რას ხედავს პირველად? ესკალატორზე მდგარს ლამის სახეზე აქვს აფარებული ჭერიდან დაშვებული კაზინოების თუ სხვა აზარტული თამაშების უზარმაზარი სარეკლამო ბანერები. შემდეგ აეროპორტიდან წამოსულს თბილისის ტრასაზე სივრცეს უღობავს და თვალებში ეჩხირება უფრო გრანდიოზული და მრავალრიცხოვანი კაზინოების რეკლამები; იწვევენ, ეპატიჟებიან, “იმედს აძლევენ”.

ესაა წარმოუდგენელი სირცხვილი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს კულტურაზე და ცივილიზაციაზე. ნუთუ მეტი ღირებული არაფერი გააჩნია ამ ქვეყანას აეროპორტში ჩამოსული ხალხის დასანახად? ნუთუ ასე არავის ადარდებს ამ ქვეყნის სახე?! სანაპიროზე ჩამწკრივებული სიონი, კაზინო, საპატრიარქო, ანჩისხატი და ისევ კაზინო ხომ საერთოდ გაუგონარი სირცხვილია.

ისევ გავიმეორებ: ვინმეს წარმოგიდგენიათ რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე კაზინო ანდა მიუნხენის დომის გვერდით აზარტული თამაშები? რატომ უნდა იკადროს და აკადროს მხოლოდ ქართველმა საკუთარ ქვეყანას და ქალაქს ყველა უმსგავსობა და ბოროტება?! გუშინ აზარტული თამაშების კიდევ ერთი მსხვერპლი, 1-ლი არხის ოპერატორი, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს ტყეში. დღეს მისმა არხმა ოფიციალურად უარი თქვა აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე საკუთარ ტელე-სივრცეში. კიდევ რამდენი სიკვდილი და სირცხვილია საჭირო, რომ მთელი ქვეყანა მიხვდეს ამას?

აკრძალეთ ყველა საზოგადოებრივ სივრცეში აზარტული თამაშების რეკლამა და მაქსიმალურად შეზღუდეთ კაზინოები ქვეყანაში. კაზინოებს სიგარეტის კოლოფივით დიდი ასოებით უნდა ეწეროს შესასვლელში – “თამაში გკლავს შენ და ანადგურებს შენს შვილებს და ოჯახს”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ცოდვათა შენდობისათვის აღსარება აუცილებელია. ხოლო სულიერი ზრდისათვის კაცს მოძღვარი სჭირდება", - პაისი მთაწმინდელი.