სტატიის ავტორი: რედაქტორი
| თარიღი: 13.02.2023
| 473 ნახვა
ბერთუბნის ღმრთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დავითგარეჯის უდაბნოს მრავალმთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, ლავრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, იმითაცაა გამორჩეული, რომ მისმა კლდეში ნაკვეთმა მთავარმა ეკლესიამ თამარის, (ასომთავრული თანმდევი წარწერით „თამარ მეფეთ მეფე“) და მისი ძის ლაშას (თანმდევი წარწერით, „გიორგი მეფეთ მეფე ძე თამარისი“) გამოსახულებები შემოგვინახა. ისინი ჩართული იყვნენ საქტიტორო კომპოზიციაში, სადაც თამარი და ლაშა გიორგი ჩვილედი ღმრთისმშობლის ხატის წინაშე ვედრებად დგანან.
თამარ მეფის ჩვენამდე მოღწეული ხუთი დადასტურებული გამოსახულებიდან, ბერთუბნისა ყველაზე გვიანია, რადგან ის ლაშა-გიორგის დაკვეთით თამარის გარდაცვალების შემდეგაა შესრულებული მე-13 საუკუნის 10-იან წლებში.
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.