მთავარი » კონკურსი

თამარ გუშარაშვილი – ”ჩემი სკოლა” – სსიპ ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.12.2014 ერთი კომენტარი | 1,607 ნახვა

მოგესალმებით. მე მინდა ვისაუბრო ჩემი სკოლის შესახებ. დავიწყოთ იმით, რომ ფორმით სკოლაში სიარული აუცილებელია, რათა სკოლაში მყოფ თითოეულ მოსწავლეს ეტყობოდეს, რომ სკოლის მოსწავლეა. ამ მოსაზრებას მოსწავლეების უმეტესობა არ ეთანხმება. 136-ე სკოლა ჩემს სკოლაში არიან მაღაკვალიფიცირებული მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებს სათანადო განათლებას აძლევენ, ეს ფაქტი დასაფასებელია. მინდა, ჩემს სკოლაში ხშირად ჩატარდეს საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორიცაა ეს პროექტი. სურვილი მაქვს, ბევრ ასეთ პროექტში მივიღო მონაწილეობა. მინდა, ჩემს სკოლაში ხშირად მოვიწვიოთ უნივერსიტეტის სტუდენტები, ჩაატარონ ღონისძიებები და ინოვაციური პროექტები. სამწუხაროდ, ზოგიერთ კლასში ზოგიერთ კლასში ძველი მერხები აქვთ და მინდა ეს პრობლემაც მოგვარდეს. უფასო წიგნების დარიგება წინ გადაგმული ნაბიჯი იყო, რადგან გაჭირვებულ ოჯახებს მიეცა საშუალება უპრობლემოდ სწავლისა. საქართველოში ბევრი ისეთი ოჯახია, სადაც წიგნების ყიდვის საშუალება არ აქვთ და ასეთი ოჯახები იჩაგრებიან. სასიხარულოა, რომ ეს პრობლემა გადაჭრილია. ამის გამო მადლობა მინდა ვუთხრა განათლების სამინისტროს. ვფიქრობ, ყოველ წელს უნდა შემოწმდნენ მოსწავლეები ექიმის მიერ, ამისთვის საჭიროდ ვთვლი ექიმის თანამშრომლობას სკოლასთან.

მე წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ მასწავლებელი მოსწავლეს ხელით შეეხოს. სხვადასხვა სკოლაში ასეთი რამ ხშირად ხდება. მოხარული ვარ, რომ ჩემს სკოლაში მსგავსი ფაქტები არ ხდება. კარგია, როცა ხშირად ტარდება ექსკურსიები. ამით მოსწავლეს სწავლის სტიმული ემატება. ჩემი სკოლის შინაგანაწესის მიხედვით გაკვეთილის პროცესში მობილური ტელეფონის, ან სხვა რაიმე ელექტრონული საშუალების გამოყენება აკრძალულია, ეს ასეც უნდა იყოს, მოსწავლე გაკვეთილის მიმდინარეობის დროს არაფრით არ უნდა იყოს დაკავებული და უნდა უსმენდეს მასწავლებელს, რათა განათლების დონე აიმაღლოს. ჩემს სკოლაში ჩატარდა პროექტი, ლევკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. მოსწავლეების მშობლებმა და მასწავლებლებმა სისხლი ჩააბარეს და ამით დიდი დახმარება გაუწიეს მათ. ძალიან მომეწონა ეს პროექტი. ასევე მოსწავლეების მიერ შეგროვებული წიგნები გადაეცა მოხუცებულთა თავშესაფარს. ამას გარდა, კიდევ ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ჩემს სკოლაში ეს ნამდვილად საამაყოა.

ასევე მომწონს სკოლის ინტერიერი, სწორად არის შერჩეული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. ჩემი სკოლის სპორტული დარბაზი ძველია და მინდა, რომ მის შეკეთებაზეც იზრუნოს სკოლამ. ან განათლების სამინისტრომ. მინდა, რომ ჩემმა სკოლამ სპორტულ შეჯიბრებებშიც ხშირად მიიღოს მონაწილეობა. ჩემს სკოლაში ჩატარდა ძალადობის თემაზე ხატვის კონკურსი, ამ კონკურსში უამრავი ბავშვი იღებდა მონაწილეობას, ასევე მეც, ამ ღონისძიებაში მეორე ხარისხის დიპლომი მივიღე და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია. ჩემს სკოლაში კლასში ტარდება კლასის საათი, სადაც დამრიგებლები ძალიან საინტერესო და ჩვენთვის საჭირო თემებზე გვესაუბრება. ჩემი აზრით, ყველა სკოლაში ასე უნდა იყოს. ამ გაკვეთილებიდან ბევრი საიტერესო რამ შევიტყვე, ასევე კარგია ის ფაქტი, რომ ყველა სკოლაში, მათ შორის ჩემს სკოლაშიც, არიან მანდატურები, რომლებიც ნებისმიერი პრობლემის დროს სათანადო დახმარებას გვიწევენ მოსწავლეებს, და ბოლოს მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ინიციატორს იმისათვის, რომ საშუალება მომეცა, ჩემი სკოლის შესახებ მესაუბრა.

თამარ გუშარაშვილი
12 წლის, 7 3 კლასი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი