მთავარი » სხვადასხვა

ტაილანდური კრივი და კინგბოქსინგი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.04.2013 5 კომენტარი | 5,370 ნახვა

სპორტის სახეობების – ტაილანდური კრივისა და კინგბოქსინგის შესახებ „ამბიონს“ ტაილანდური კრივისა და კინგბოქსინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი – გოჩა ჯავახია ესაუბრა:

“ჩვენს ფედერაციაში ორივე სახეობის სპორტი შეისწავლება: კინგბოქსინგი და ტაილანდური კრივი. 1989 წლიდან ვატარებ ღონისძიებას. ტაილანდურ კრივი საქართველოში სპორტის ეს სახეობები მე განვავითარე. ათი მსოფლიო ჩემპიონი მყავს გაზრდილი.

კინგბოქსი სინთეზია კრივისა და კარატის.

ტაილანდური კრივი მკაცრი სახეობა იყო. შემდეგ დახვეწეს და ჩასვეს ჩარჩოში: რინგი, დრო და ა.შ. ტაილანდურ კრივში შეჯიბრების დროს მაქსიმალურად ხდება ადამიანების შესაძლებლობების გამოვლენა. დარტყმები დაშვებულია ფეხებში, ტანში, თავში. დასაშვებია დარტყმები მუხლებითაც და იდაყვებითაც. ასევე, არის გდება, პარტერში არ ჭიდაობენ, როგორც ეს ბრძოლა წესების გარეშეს დროს ხდება, რადგან პარტერში ჭიდაობა შედარებით არადინამიური და ნაკლებად საინტერესოა.

“კინგბოქსინგი ტაილანდური კრივის გაგრძელებაა“, – ჩამოაყალიბეს ბრუს ლიმ და ჩაკ ნორისმა. ტაილანდურიდან ამოიღეს იდაყვები, მუხლები და გდებები, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ისეთი სახეობა, როგორიც არის კინბოქსინგი. ეს ორივე სახეობა, ერთი შეხედვით, მძიმე და მკაცრი ჩანს, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, კინგბოქსინგში ტრავმები უფრო ნაკლებია, ვიდრე ფეხბურთში, ჰოკეიში, რაგბსა და კიდევ ბევრ სხვა სპორტში. კრივზე ნაკლები ტრავმებიც კი არის, იმიტომ რომ, კრივში მთელი ენერგია და დარტყმები ძირითადად ადამიანის თავშია მიმართული, ჩვენთან კი მთელ სხეულზე ნაწილდება და თავში ბევრად ნაკლები დარტყმები მოდის, ვიდრე კრივში. კინგბოქსინგი მსოფლიო ჩემპიონატზე ათასზე მეტი სპორტსმენი გამოდის და სერიოზული ტრავმები თითქმის არ არის.“

როგორია წესები?

წესებს რაც შეეხება, თითო დარტყმა თითო ქულაა ისევე, როგორც კრივში. რეალური დარტყმებია და რამდენ დარტყმასაც მიაყენებ, იმდენი ქულაა.

კინგბოქსინგში არის მიმდინარეობები, როცა ფეხებში დარტყმა შეიძლება, ან არ შეიძლება. რაც შეეხება ტაილანდურ კრივს, დაშვებულია გდებები, მუხლის დარტყმა, ხელით შეგიძლია დაიჭირო მოწინააღმდეგე და ისე დაარტყა მუხლი და იდაყვები. კინგბოქსინგისგან განსხვავებით, ემატება მუხლები, იდაყვები და გდებები.

რაუნდის ხანგრძლივობა ორივე სპორტში – ტაილანდურ კრივშიც და კინგბოქსინგშიც არის: 3-5 რაუნდი, ხანგრძლივობა – 2 ან 3 წუთი.

სამოყვარულო და პროფესიონალური სპორტის წესები თითქმის ერთი და იგივეა, თუმცა სამოყვარულოში აცვიათ დამცავები: შლემი, ჟილეტი.

როგორია ასაკობრივი ზღვარი?

ასაკობრივი კინგბოქსინგი ზღვარი შეუზღუდავია, 5 წლიდან 60 წლამდე ვარჯიშობენ.

გოგოების დაინტერესება თუ არის?

გოგოებიც დადიან ჩვენთან და შედეგებიც აქვთ, გვაქვს შედეგები მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე.

თუმცა დაუფასებლობას ვგრძნობთ. ვაპირებთ, პარლამენტში პროექტი შევიტანოთ ამ სპორტის დაფინანსებისა და განვითარების შესახებ.

თუ არის გამოყოფილი დარბაზები?

საქართველოში 33 ფილიალი გვაქვს, მათ შორის, რეგიონებშიც, სადაც სამი ათასამდე სპორტსმენი ვარჯიშობს. თუ იქნება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, შემიძლია მათი რაოდენობა გავზარდო 15 000-მდე.

სახელმწიფოს მხრიდან არ გაგვაჩნია ისეთი მხარდაჭერა, როგორიც უნდა იყოს. დარბაზები სკოლის შენობაში არენდით გვაქვს აღებული. დაფინანსება იმდენს შეადგენს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ან 4 ადამიანის გასამგზავრებლად გვყოფნის.

2 წლის წინ პირველ არხზე გადაცემა მიმყავდა კინგბოქსინგის შესახებ. პირდაპირ ეთერში ჩამომყავდა უცხოელი სპორტსმენები, რომლებიც ქართველ სპორტსმენებს ეპაექრებოდნენ. ამ გადაცემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. მთელი საქართველო იყო ჩართული და არა მარტო საქართველო. ვფიქრობ, განვაახლო ეს პროექტი. იმედია, გამოჩნდებიან სპონსორები.

სამომავლო გეგმების შესახებ…

გეგმაში მაქვს, რომ მოვაწყო საერთაშორისო შეჯიბრებები. საქართველოში მინდა ჩავატარო ევროპის ჩემპიონატი ტაილანდურ კრივში, თუ სახელმწიფო მხარს დამიჭერს ისევე, როგორც დაუჭირა ჭიდაობას. ტაილანდური კრივი საყურებლად ჭიდაობაზე ბევრად დინამიური და საინტერესოა.

ივლისში ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიაშია დაგეგმილი, სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში გვაქვს. ბრაზილიაში წასვლა რამდენად მოხერხდება, ვერ გეტყვით, რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არადა, ძალიან საინტერესო და თან ეგზოტიკური იქნება.

ჩვენი სპორტსმენი ცნობილი გოგონები არიან: ელენე ბოლაშვილი – 3-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. დარეჯან ნაკანი – ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი. სოფო ქავთარაძე და ია ინასარიძე – მსოფლიოს პრიზიორები იტალიაში, ბუზალაძე ვერიკო – მსოფლიო პრიზიორი გერმანიაში.

ბიჭებისა და გოგონების ამ სახეობებით დაინტერესება პროცენტულად თითქმის თანაბარია. გოგონების შეხვედრები საზღვარგარეთ უფრო დიდ ინტერესს იწვევს.”

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.