მთავარი » ეკლესია-მონასტრები

თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.07.2011 4 კომენტარი | 11,873 ნახვა

თაბორითაბორის მთაზე მდებარე ფერისცვალების მონასტერი დაახლოებით XIII – XIVსს-ში დემეტრე თავდადებულს აუგია.

საუკუნეების წინ აშენებული მონასტრის ნაშთები ახლაც არის შემორჩენილი თაბორის მთაზე. სამონასტრო კომპლექსის აღდგენა რამდენიმე წლის წინ უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II –ის ინიციატივით მოხდა.

ვინაიდან უფალმა ფერი თაბორის მთაზე იცვალა, მონასტრის სახელწოდებაც ამ მოვლენას უკავშირდება.

თაბორის მონასტერში 2005 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ნარკოლოგიური ფსიქო – სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი “თაბორი” ფუნქციონირებს.

მონასტერში 7 ბერი მსახურობს.

თაბორის ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი ბართლომე ფირცხალაიშვილი:

“უწმიდესს თავისი ფანჯრიდან ყურებისას უფიქრია, რომ თუ ჩვენი წინაპრები ყველგან აშენებდნენ ტაძრებს, რთული დასაჯერებელი იქნებოდა, თაბორის მთაზე არ აეგოთ ეკლესია და გამოუგზავნია მძღოლი ტერიტორიის დასათვალიერებლად.

არის კიდეც მცირე ნაშთები პირველად აგებული ტაძრის ნანგრევებისა. გაირკვა, რომ არსებობდა ფერისცვალების ტაძარი და დაიწყო ამ ტაძრის აღდგენა.

ძირითადი სახით, მონასტერი, გარდა პერანგისა, მონასტრის კორპუსი და ტაძარი აიგო ბატონ კოტე როგავას დაფინანსებით, ხოლო ტაძრის პერანგით შემოსვა მოხდა გასულ წელს მერიის დაფინანსებით.

მონასტრის კომპლექსის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ტაძარი. დიდი ტაძარი ფერისცვალების სახელობისაა, მეორე ტაძარი – მოსესა და ილიას სახელობის და მის ქვეშ გახლავთ მესამე ტაძარი, რომელიც მოციქულების სახელზეა აგებული.

ვიცით, რომ როდესაც ფერისცვალება მოხდა და უფალმა თავისი მოწაფეები – პეტრე, იოანე და იაკობი წაიყვანა, თაბორის მთაზე მათ წინაშე იცვალა ფერი. ასევე ფერისცვალებისას თაბორის მთაზე გამოჩნდნენ მოსე და ილია. აქედან გამომდინარე, სიმბოლური გადანაწილების თვალსაზრისით, სამი ტაძარი აიგო.

დიდ ტაძარში დავდგით საკურთხეველი წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის. ეკატერინეს მონასტერი ეგვიპტეში წმიდა ეკატერინეს სახელობისაა, მაგრამ ტაძარი, რომელიც ამ მონასტრის ტერიტორიაზე დგას, ფერისცვალების სახელობის გახლავთ და სიმბოლურად, სულიერი კავშირის არსებობისთვის დავიწყეთ პატარა ტაძრის, ეკვდერის მშენებლობა წმიდა ეკატერინეს სახელზე.

არქიტექტურული თვალსაზრისით, ფერისცვალების სახელობის ტაძარი ნახევრად ჯვრული ნაგებობა გახლავთ. ტაძრის უკანა ნაწილი არ არის ჯვრული, ხოლო წინა ნაწილი, სადაც სტოა მდებაროებს, ჯვრულია. ტაძარი დახურულია ჭიათურის რაიონში მდებარე კაცხის მონასტრის გადახურვის მსგავსად.

2005 წლიდან უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II –ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა ნარკოლოგიური ფსიქო – სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი “თაბორი”.

ჩვენთან ერთად ამ საქმეს უძღვებოდა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნატო შავლაყაძე.

ჩვენ გახლდით პოლონეთში, რამდენიმე სასულიერო პირისა და ფსიქოლოგის თანხლებით, სადაც გარკვეული გამოცდილება შევიძინეთ. საკმაოდ დატვირთულები ვიყავით, ვინაიდან იმ პერიოდისთვის რამდენიმე მონასტერი შედიოდა ჩვენს დაქვემდებარებაში და ვახერხებდით, ეს ადამიანები გადაგვენაწილებინა სხვადასხვა მონასტერში. ფაქტობრივად, აქ იყო თავისუფალი შეკრების დღე და ფსიქოლოგთან ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიები ტარდებოდა.

ამჟამად, ამ მხრივ თაბორის მონასტერში შესვენება გვაქვს, რაც ზაფხულის სეზონმა განაპირობა და შემდეგ ისევ ახალი ენერგიით შევუდგებით მუშაობას”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი