მთავარი » კონკურსი

თ.შენგელია – “ჩემი სკოლა” – განმუხურის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.01.2015 | 2,265 ნახვა

მინდა გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები, შეხედულებები, განცდები სკოლის შესახებ და გაგაცნოთ ეს ყველაფერი ძალიან გულახდილად. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სკოლა ჩემთვის მართლაც სახლია, სადაც ყველაზე მეგობრული, ტკბილი და მრავალფეროვანი სამყარო მხვდება. განმუხურის საჯარო სკოლასკოლა ჩემთვის ყველაზე მშობლიური გარემოა.

ყოველ დილით, როდესაც სკოლისკენ მივდივარ,გზაზე პატარა ბავშვებიც მხვდებიან, რომლებსაც სკოლისკენ გულით მოუხარიათ. ვფიქრობ, მათი ტოლი რომ ვიყავი, მეც ასე მივიმართებოდი. თუმცა ახლა უკვე ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ. ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ გავიზარდე და უკვე მე-9 კლასის მოსწავლე ვარ.

სკოლის შესახებ ფიქრები დიდი ხანია დავიწყე და ახლა მომეცა საშუალება იგი თქვენც გაგიზიაროთ. ბავშვები დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში ვატარებთ და ბუნებრივია, გვინდა სასწავლო გარემოც ჩვენი ეპოქის შესაბამისად იყოს თანამედროვე. დიახ, აქ კი უკვე პრობლემები გველოდება. ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ვიცით რამდენად აუცილებელი და საჭირო მეცნიერებაა სხვასთან ერთად. მათი სწავლება სკოლაში კი „შიშველი“ კაბინეტებით, რა თქმა უნდა, ძნელია. ჩვენი მასწავლებლები ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ ეს ყველაფერი წააგავს ფორტეპიანოს სწავლას ინსტრუმენტის გარეშე. ეს ყველაფერი წარმოგიდგენიათ ალბათ, რამდენად შესაძლებელია ვფიქრობ რომ ეს არც ისე ძნელი მოსაგვარებელია, თუმცა სკოლის ბიუჯეტი რომ ყველაფერს ვერ გასწვდება ესეც ფაქტია. ლაბორატორიების საკითხი გადაწყდება იგი აისახება გაკვეთილების ეფექტურობაზე და ის პრობლემებიც მოიხსნება, რაც ამ საგნებს უკავშირდება გამოცდების პერიოდში.

მინდა თქვენი ყურადღება ერთ მტკივნეულ საკითხზე შევაჩერო. ეს შეეხება სკოლის ბიბლიოთეკას. სკოლაში ბიბლიოთეკისთვის ოთახიც გვაქვს და რამდენიმე ათეული წიგნიც მაგრამ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო იგი არ ფუნქციონირებს. არადა დამეთანხმებით, თუ გვინდა წიგნიერი თაობა გაიზარდოს სკოლაში ბიბლიოთეკის მუშაობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იყოს. ნუთუ ასე ძნელია ბიბლიოთეკისათვის საჭირო თანხის მოძებნა? ეს მწარე რეალობა ბევრ ჩემ თანატოლს აწუხებს და ამიტომაც მათ აზრსაც გამოვხატავ ამ შემთხვევაში.

ასევე მინდა მოგიყვეთ ჩვენი გასაჭირი სპორტდარბაზთან დაკავშირებით. წლების წინ ჩვენი სკოლა გაარემონტდა. მათ შორის სპორტული დარბაზიც , მაგრამ მალევე ყველაფერი სამწუხაროდ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბავშვებისთვის ყველაზე სახალისო ადგილი წლებია დაკეტილია. გვპირდებიან და ვინ იცის როდის გვეღირსება ეს ბედნიერება ?! კარგ ამინდში გარეთ მოედანზე ვვარჯიშობთ და ვთამაშობთ, მაგრამ წვიმიან ამინდში ჩვენი სპორტის გაკვეთილებს ჩვეული ხალისი ნამდვილად აკლია.

განმუხურის საჯარო სკოლა

არ იფიქროთ, რომ ჩემს სკოლაში მხოლოდ პრობლემებია. არა აქ ბევრი საინტერესო ღონისძიება კონკურსი ტარდება, ინტეგრირებული და სამოდელო გაკვეთილებიც ხშირია . ჩვენი სკოლის სახელი ბევრ პრესტიჟულ კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამოცხადებულა, რითაც ვამაყობთ და თავს ვიწონებთ. აქ ტრადიციული „ბოლო ზარის“ ზეიმიც მაღალ დონეზე იმართება და უცხოელი სტუმრების მიღება- გაცილებაც ღირსეულად აღგვინიშნავს.

ჩემი სოფელი საზღვრის პირას მდებარეობს. აქ ბევრი ტკივილიანი დღე გვახსოვს, რომელიც სკოლის კედლებზეც ხშირად აისახებოდა ხოლმე.

მინდა აქედან მშვიდი და ნათელი მომავალი ვუსურვო ყველა ბავშვს. განმუხურის საჯარო სკოლა
მთელს მსოფლიოში ყველასთვის მშვიდი და ლამაზი მინდა ვისურვო და სწავლის ისეთი პირობები პრობლემები ნაკლებად იყოს.

და კიდევ ერთი, იმედი მაქვს დადგება დრო, როდესაც საქართველოში პრიორიტეტი განათლება იქნება და მომავალი თაობები თანამედროვე კლას-კაბინეტებდან მომავლის ლაბორატორიებში მიიღებენ ჭეშმარიტ, ხარისხიან განათლებას. ეს ყველაფერი კი მხოლოდ დიდ ქალაქებში კი არა რეგიონებსა და სოფლებშიც ხელმისაწვდომი იქნება.

როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა?

სკოლა, რომელშიც თანამედროვეობის ყველა სიკეთე იგრძნობა: კომფორტული ავეჯიდან დაწყებული კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი კლასები, ლაბორატორიებით, პროექტორის შუქით განათებული და გამდიდრებული გაკვეთილებით, აუცილებელი და საჭირო მასალებით ინტერნეტ სივრციდან.

სკოლა, სადაც იგრძნობა XXI საუკუნის რეალობა და არა XX საუკუნის გადმონაშთი.
მე ასეთ სკოლაზე ვოცნებობ…(შეუძლებელი კი არაფერია)…მინდა ოცნება რეალობად იქცეს.

თ.შენგელია
განმუხურის საჯარო სკოლა
მე-9 კლასი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი