მთავარი » ჯანმრთელობა

სწორი კვება ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.03.2014 ერთი კომენტარი | 12,039 ნახვა

სიმსუქნე, ჭარბწონიანობა 21–ე საუკუნის დაავადებაა, რომელიც წლოვანების მიუხედავად ყველას აწუხებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რაც, პირველ რიგში, გამოწვეულია არაჯანსაღი კვებითა და ცხოვრების არასწორი წესით.
ხშირად ამბობენ, საკვები პროდუქტი რომ ჭარბი წონა მემკვიდრეობითია, მაგრამ თუ ზომიერად და სწორად ვიკვებებით, ეს პრობლემა არ შეგვექმნება.

როგორც ფარმაცევტი ნინო თომაშვილი აღნიშნავს, ორგანიზმისთვის აუცილებელია ყველა სახეობის საკვები პროდუქტის მიღება, მაგრამ გასათვალისწინებელია, თუ რა ფორმითა და რაოდენობით მივიღებთ ამა თუ იმ საკვებს.

ნინო თომაშვილი: „სიმსუქნეს ძირითადად იწვევს ჰორმონალური და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ასევე – არასწორი კვება.

დაუშვებელია ღამის საათებში კვება. ჯანმრთელმა ადამიანმა დაძინებამდე – დაახლოებით 5 საათით, ხოლო დაავადებულმა 2 საათით ადრე უნდა მიიღოს საკვები.

ადამიანმა, წლოვანების მიუხედავად, დღეში ოთხჯერ ან სამჯერ მაინც აუცილებლად უნდა იკვებოს. ჭამის წინ, შემდეგ და ჭამის პროცესში წყლის დალევამიუღებელია(დაახლოებით 30 წუთი). შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ ნატურალური წვენი. წყლის მიღებისას კი ორგანიზმი იცვლის ფუნქციას და ის მიკროელემენტები, რომელიც ორგანიზმმა საკვებიდან უნდა მიიღოს, არ შეითვისება.

იკვებეთ ნაკლებად ცხიმიანი საკვებით, გამორიცხეთ ზედმეტად კალორიული საკვები, სწრაფი კვების ობიექტებში, ზეთოვან ნახარშში დამზადებული საკვები, ფუნთუშეულობა, ცომეული, ტორტი…, რაც აფუებს ორგანიზმს, ასევე – შემწვარი პროდუქტი. კარტოფილი ფრი, რომელიც ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ, იწვევს ორგანიზმის გადატვირთვას მასში შემავალი სხვადასხვა დანამატით.

კარგი იქნება, თუ თვეში ერთხელ მაინც გაიწმენდთ ორგანიზმს სამკურნალო მცენარეული საშუალებებით. ესენია: მაყვლის ძირი ან ფოთოლი, თავშავა, ათასფოთოლა, სიმინდის ულვაში, ნიახურის, ოხრახუშისა და კამის ნახარში.
სასარგებლოა დილით, უზმოზე გერკულესის ფაფის, ბრინჯისა და წიწიბურას მონახარშის მიღება. ასევე, შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი წიწიბურა გახსნათ ერთ ჭიქა მაწონში საღამოს და დილით უზმოზე მიიღოთ, მაგრამ გასათვალისწინებელია, ვისაც აქვს დაბალიჰემოგლობინიდა წნევა, მისთვის არ შეიძლება ამ ნაერთის მიღება. თუ ვერ ასწრებთ საუზმეს, მცირე რაოდენობის შავი შოკოლადის, ან ხილის კანფეტის მიღება საკმარისია იმისათვის, რომ ორგანიზმი დაკმაყოფილდეს.

არსებობს სხვადასხვა სახის დიეტა, რომელიც ორგანიზმს აცლის ვიტამინებს, მიკროელემენტებს, მინერალებს, რაც დაუშვებელია. თვითნებურად დანიშნული დიეტა ყოველთვის საშიშია ჯანმრთელობისთვის. დიეტა უნდა წარიმართოს დიეტოლოგის, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა თავიდან ავირიდოთ გართულებები. აუცილებელია ჯერ გამოიკვლიოთ საკუთარი ორგანიზმი. თუ სიმსუქნე კონკრეტული დაავადებიდან მომდინარეობს, ჯერ მას უნდა ვუმკურნალოთ. არასწორიდიეტაიწვევს სხვადასხვა დაავადებას, განსაკუთრებით გასტრიტს, სალათი კუჭის წყლულს, კუჭ–ნაწლავის სხვადასხვა დაავადებას, სველ, მშრალკოლიტს. არ შეიძლება დიეტა დიაბეტისა და დაბალი წნევის შემთხვევაში. ასევე, ბავშვებში, რომლებიც განსაკუთრებულად სწრაფად იზრდებიან სიმაღლეში. ამავდროულად, გამომუშავებული უნდა გქონდეთ ნებისყოფა, რადგან ორგანიზმის წვალება იმ ფორმით, რომ 1 კვირა დავიცვათ დიეტა და შემდეგ გადაჭარბებულად მივიღოთ საკვები, არ შეიძლება.

დიეტის დაცვა ნებადართულია შემოდგომისა და ზაფხულის პერიოდში. შეზღუდული საკვები უნდა შევცვალოთ ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობის მიღებით. დაუშვებელია მთელი დღე შიმშილი, რასაც ხშირად მიმართავენ ახალგაზრდები წონაში დაკლების მიზნით და ზოგჯერ დღის განმავლობაში შეზღუდულ საკვებს დიდი რაოდენობით საღამოს იღებენ.

დიეტისას არ უნდა მოიკლოთ რძის, მაწვნის, ხაჭოს, ყველის მიღება, ვინაიდან ისინი შეიცავენ კალიუმს, კალციუმს, რაც აუცილებელია თმის, ფრჩხილების, ძვლისა და უჯრედების ზრდისთვის. მიუღებელია პურზე სრულიად უარის თქმა, ვინაიდან ის ენერგიის წყაროა. ხორბალი შეიცავს ორგანიზმის მაშენებელ მიკროელემენტებს, ნივთიერებებს, ელემენტებს. დღეს უკვე არსებობს სხვადასხვა სახეობის პური (ქერის, ქატოს, შვრიის), რომლის მიღებაც განსაზღვრული რაოდენობით შეგვიძლია.

პატარაობისას მშობლები ბავშვებს ხშირად აძალებენ საჭმლის მიღებას, რაც მათ ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს და ხშირად ისინი ზრდასრულობის ასაკში უკვე დაძალების გარეშე, თავისი სურვილით იღებენ დიდი რაოდენობის საკვებს. ადამიანის ორგანიზმი თვითონ ითხოვს და იღებს იმ რაოდენობის საკვებს, რაც საჭიროა.

კლიმაქსის პერიოდში ქალები განიცდიან ჭარბწონიანობას. აუცილებელია მათ რაციონში დიდი რაოდენობით კიტრის, გოგრის, ვაშლის ჩართვა. ამ სახის ხილში შედის უამრავი ვიტამინი, ფერმენტი, მიკრო და მაკრო ელემენტი, რაც დიდ როლს თამაშობს ჯანმრთელი ორგანიზმის შენარჩუნებაში. ამავე დროს, შეგიძლიათ დამამშვიდებელი საშუალებების– ვალერიანის ფესვების, შავბალახასა და თავშავას ნახარშის მიღება.

გვახსოვდეს, არასწორი დიეტით საფრთხეს ვუქმნით ჩვენს ჯანმრთელობას. თუ სწორად ვიკვებებით, ზედმეტი წონა არ შეგვაწუხებს. ამიტომ სწორი კვება ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ.“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი