მთავარი » ხატები და ფრესკები

შვიდისრიანი ღვთისმშობლის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.05.2011 2 კომენტარი | 11,563 ნახვა

(13.08)

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც შვიდისრიანი ეწოდება, იმყოფება იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში, რომელიც ქალაქ ვოლოგდასთან, მდინარე ტოშნის სანაპიროზე, სასაფლაოზეა დაარსებული. ამ ხატის დღესასწაული 13 აგვისტოს და ყოველთა წმიდათა კვირას აღესრულება.

შვიდისრიანიშვიდისრიანი ღვთისმშობელი ხატზე ნატურალურზე მომცრო ზომისაა. ყრმა ღმერთის გარეშეა და შვიდი ისარი აქვს დასობილი: ოთხი მარცხენა და სამი მარჯვენა მხრიდან. ამ ხატის პირველი განდიდების შესახებ ასეთი ისტორია არსებობს: კადნიკოვის ოლქის ერთ-ერთ გლეხს, რომელიც საერთო სისუსტით და კოჭლობით იტანჯებოდა, დაესიზმრა, რომ თუკი იგი იოანე ღვთისმეტყველის ტაძარს სამრეკლოზე იპოვიდა ღვთისმშობლის ხატს, მის წინაშე ლოცვით განიკურნებოდა. ის ორჯერ მივიდა, თავისი სიზმარი მოუთხრო და ითხოვა, რომ სამრეკლოზე აეშვათ, მაგრამ არ უჯერებდნენ და თხოვნას არ უსრულებდნენ. მესამეჯერ შეებრალათ და ნება დართეს, სამრეკლოზე ასულიყო, აქ მან სიზმრად ნანახი ხატი მაშინვე იპოვა – კიბის მოსახვევში ფიცარნაგის შემცვლელად გამოეყენებინათ. ნაპოვნი ხატი ნაგვისა და ჩიტების სკორესგან გაწმინდეს. სნეულმა გლეხმა ითხოვა, მის წინაშე პარაკლისი აღესრულებინათ და განიკურნა. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ხატის შესახებ არაფერი ისმოდა. 1830 წელს, როდესაც ვოლოგრადში ქოლერა მძვინვარებდა, მოსახლეობამ შემწეობისთვის ზეციურ დედოფალს მიმართა. მისი წმიდა ხატები შვიდისრიანი და შვიდქალაქისა ლიტანიით მოატარეს ქალაქს. სენი თითქოს შესუსტდა, მალე კი მთლიანად შეწყდა. ამის შემდეგ ხატი კურნების მადლით განდიდდა.
ხატწერა მეტად ძველია, დაახლოებით 500 წლის, რასაც მხატვრობის ბევრი მცოდნე ადასტურებს. ის დაფაზე დაკრულ ტილოზეა შესრულებული და შესანიშნავადაა შემონახული.

ვოლოგრადში, ნავოლოკის ქუჩაზე, ღირსი დიმიტრი პრილუცკის სამრევლო ეკლესიაში იმყოფება ამ ხატის ასლი, რომელიც აგრეთვე სასწაულებითაა განდიდებული.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა ხატისადმი „შვიდისრიანი“

ევედრებიან კოჭლობის და სისუსტის განსაკურნებლად, ასევე მოშუღართა შესარიგებლად

ტროპარი, ხმა 5

მოამდორვენ ბოროტნი გულნი ჩუენნი, ღუთისმშობელო და მოძულეთა ჩუენთა ზედამოსულუანი დაშრიტენ და დახსენ ყოველი იწროებაჲ სულისა ჩუენისაჲ, რომელნი შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა. შენითა ტანჯუითა და ლმობიერებითა მოწყალე იქმენ ჩუენ ზედა. ამბორს უყოფთ წყლულთა წმიდათა შენთა და ისართაგან, ჩუენ მიერ შენდა მომართ აღძრულთა, შევძრწუნდებით, ნუ მაუფლებ ჩუენ, დედაო გულმოწყალებისაო, რაჲთა მოვწყდეთ სიბოროტისაგან ჩუენისა და სიბოროტისაგან მოყუასთა ჩუენთასა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად მომამდორვებელი ყოველთა გულთა ბოროტთა.

ლოცვა

ჰოი, მრავალთა ტანჯუათა დამთმენელო დედაო ღუთისა, უმაღლესო ყოველთა მიწიერთა დედათაო, – სიწმიდითა და ტანჯუათა სიმრავლითა რომელნი იტვირთენ ქუეყანასა ზედა – შეიწირენ მრავალვნებულნი სულთქუმანი ჩუენნი და დამიცვენ საფარველითა მოწყალებისა შენისაჲთა, რამეთუ არა მივის ნავთსაყუდელი და მეოხი მხურვალეჲ თვინიერ შენსა, არამედ, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ წინაშე შენგან შობილისა, შემეწიენ და მიხსნენ ლოცუითა შენითა, რაჲთა დაუბრკოლებლად მივემთხვივნეთ სასუფეველსა ცათასა, სადაცა ყოველთა წმიდათა თანა დიდებასა უგალობთ ერთარსსა და სამსახოვანსა ღმერთსა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • გოჩა says:

    ვაკმაროთ ღმრთისმშობელს ისრები

  • forebichi says:

    მცირე კორექტირება: ხატს შვიდ მ ა ხ ვ ი ლ ი ა ნ ი ქვია ხატზე არა ისრები, მახვილებია გამოსახული. ხატის ღმრთისმეტყველება: სვმონ მიმრქმელი ღმრთისმშობელს ეუბნება: და თვით შენ სულში გაივლის მახვილი. ეს სიტყვები ჯვარცმისას აღსრულდა. რატომ შვიდი? შვიდ მსოფლიო კრებაზე განიხილებოდა ქრისტოლოგიური დოგმატები, რაც პირდაპირ კავშირში იყო მარიოლოგიასთან, ანუ სწავლება ღმრთისმშობელზე. ნებისმიერი მწვალებლური აზრი ორივე შემთხვევაში მტკივნეული იყო დედა ღვთისასთვის. ეს ხატი ერთგვარ კავშირშია მართლმადიდებლობის ზეიმთან. ერესის დაუფიქრებლად წარმომთქმელს, შეახსენებს სწავლების პასუხისმგებლობას.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი