მთავარი » ქრისტიანობა

სვიატოგორის ღვთისმშობელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.11.2017 | 1,355 ნახვა

წმიდა მთის ხატი ორია; ორივე ფსკოვის გუბერნიის ოკოჩის ოლქში, სვიატოგორის მამათა მონასტერში იმყოფება. მონასტერი დაარსებულია მთის ქედზე, რომელსაც ადრე სინიჩისა ეწოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვორონეჟელ მოსახლეს ტიმოთეს ეს ხატები გამოეცხადა, ქედსაც წმინდა მთა დაერქვა. სვიატოგორის პირველი ხატი, რომელიც ტიმოთეს 1563 წელს გამოუჩნდა, მოიხსენიება როგორც მოალერსე. ერთხელ, საღამოს, მან ჯერ ჰაერში, ხოლო შემდეგ სინიჩის მთაზე დაინახა ხატი, სოფ. ვორონოჩის ეკლესიაში რომ იმყოფებოდა და ამასთანავე ესმა ხმა, რომ ექვსი წლის შემდეგ ამ მთაზე ღვთის მადლი კვლავ გამობრწყინდებოდა. მართლაც, ზუსტად 6 წლის შემდეგ ღვთისმშობელის მეორე ხატი – ოდიგიტრია გამოჩნდა.

სვიატოგორის ღვთისმშობელი

წმინდა მთის ხატებმა აურაცხელი სასწაული და კურნება აღასრულეს. ამის შესახებ ბოლოს თვით მეფემ შეიტყო. მისი ბრძანებით ხატების გამოჩინების ადგილას დაარსდა სამლოცველო, რომლის მიმართულებითაც სოფ. ვორონოჩიდან ლიტანია შესრულდა, შემდეგში ეს სამლოცველო დაიწვა, მაგრამ ორივე ხატი უვნებლად გადარჩა. იმავე, 1569 წელს მეფემ ბრძანა, სვიატოგორის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი აღემართათ, თანაც ისე, რომ საკურთხეველი იმ ადგილას მოეთავსებინათ, სადაც წარსულში იდგა ნაძვის ხე, რომელზედაც პირველად გამოჩნდა ხატი. იქვე დააარსეს მონასტერი სადაც იმყოფება სასწაულთმოქმედი ხატები, რომლებიც ყოველწლიურად, მოციქულთა მარხვის პირველ პარასკევს, ფსკოვში ლიტანიით გადაბრძანდებიან. ხოლო მომდევნო კვირა დღეს ფსკოვის მეორე გალავანს უვლიან გარს. 20 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე სამღვდელოება ამ ხატებთან ერთად ნოვოროჟევსა და ოპოჩკას მოივლის.

წყარო: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“, თბილისი, 2001 წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი