მთავარი » ქრისტიანობა

სვეტიცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება (14.10.2019)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.10.2019 | 683 ნახვა

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მრევლს ქადგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.

,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა.”

საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი.

პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, წმ. მეფე-დედოფალი მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო (IVს-ში), ვინ ვიქნებოდით ჩვენ?

ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ეხლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა ღვთისა უნდა შევინარჩუნოთ. უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ დიდ წარმატებას.

სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს აღინიშნება.

მე მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება ჰქონდა საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს. ვერავინ ახსნის, როგორ გავუძელით ათასგვარ შემოტევას, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და დიდი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს.

ღმერთი მოწყალეა, ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ მარტონი არა ვართ, ჩვენთან არს ღმერთი!

მოხარულნი ვართ, რომ წირვას ესწრება პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი.

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ.

მინდა ვთხოვო პრემიერ-მინისტრს, რომ მიულოცოს ჩვენს მრევლს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

რა თქმა უნდა, დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და მცხეთა თავად არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა საშუალება აქედან მოგილოცოთ ეს დღე. გილოცავთ!




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი