მთავარი » სხვადასხვა

სვეტიცხოველში ICCROM-ის საერთაშორისო ექსპერტები მუშაობენ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.11.2012 | 1,806 ნახვა

ექსპერტები სვეტიცხოველშისვეტიცხოვლის ტაძრის სრულყოფილი დოკუმენტაციის შექმნისა და ძეგლის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, გეგმაზომიერი და ეტაპობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვისთვის UNESCO-ს მოთხოვნებით, ტაძრის ინტეგრირებული კონსერვაციის გეგმის შექმნა დაწყებულია, რაც სვეტიცხოვლის კომპლექსური და მულტიდისციპლინარული კვლევების ჩატარებას გულისხმობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, პროექტის განხორციელებისთვის საქართველოში მოწვეულები არიან ICCROM-ის საერთაშორისო ექსპერტები პროფესორები ჯორჯიო კროჩი და ინჟინერი კრისტიანო რუსო.

პირველი სამუშაო ვიზიტით (5.9 ნოემბერს) სვეტიცხოველში უკვე მუშაობს კრისტიანო რუსო და მისი სამუშაო ჯგუფი. ტაძრის სამშენებლო ქვების კვლევისთვის მიმდინარეობს სინჯების აღება და მიკროსეისმური და ბგერითი ტალღების კვლევა. პარალელურად ხორციელდება ქვის წყობის სტრუქტურის და ტაძრის ბზარების კონტროლის მონიტორინგი და პირველადი მონაცემების მიღება.

ICCROM-ის საერთაშორისო ექსპერტთა რიგით მეორე სამუშაო ვიზიტი დეკემბრის დასაწყისშია დაგეგმილი. მისიას პროფესორი ჯორჯიო კროჩი უხელმძღვანელებს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი