მთავარი » პოპულარული

დედამიწის დღე სვერის კარსტულ მღვიმეში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.04.2018 | 2,700 ნახვა

სვერი width= 22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში მდებარე კოტიასკლდის მღვიმეში და მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ღონისძიება მოეწყო, სადაც მონაწილეობდენ ორგანიზაცია ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ წევრები. პირველად მოხდა კარსტულ მღვიმეში შშმ პირების გადაადგილება, კარსტულ მღვიმეში მეგზურობა გაუწია გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა, მან ვიზიტორებს ესაუბრა კარსტული მღვიმის პრობლემებსა და პერსპექტივებზე, აგრეთვე განიხილეს ადაპტირებული ტურისტული მარშრუტების აუცილებლობა შშმ პირების ჩართულობით.

მონაწილეები აგრეთვე ჩაერთვენ საქველმოქმედო აქციაში, რომელსაც “მო(ა)ხვიე ხელი(თ)” ჰქვია და სპეციალურად შშმ პირებისათვის მოეწყო, მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიხარშა ხინკალი, ერთ-ერთმა შშმ პირმა გამოაცხო კუბდარი, ყველა მონაწილე შშმ პირმა დარგო ფიჭვის ნერგი მღვიმის მიმდებარე ტყის მახლობლად ასევე მოხდა ცხენით გასეირნება, მიზანში ტირის თოფით სროლა. აქციის “აღმოაჩინე ჭიათურის” მიზანია საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაცია. ღონისძიების ორგანიზატორი ზურაბ მაჩიტიძე აცხადებს, რომ ღონისძიებას მომავალში უფრო მასშტაბური ხასიათი მიეცემა და შშმ პირების მიერ მოხდება სხვა საინტერესო ტურისტული ობიექტების მონახულებაც.

სვერი width=

ორგანიზაცია ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ წარმომადგენელის გიგო ასანიძის თქმით ,,დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში ( 20 კმ ცენტრიდან) გაიმართა დაუვიწყარი , ნამდვილად უპრეცენდენტო დღესასწაული. ამ უნიკალურ ადგილზე მონახულებული იქნა კარსტული მღვიმე, სადაც მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩასვლა „გვირაბში“( ერთი საათი ვიმყოფებოდით. მინიმუმ ასეა რეკომენდირებული, აქვს სამკურნალო დანიშნულება) . ასევე მოხდა ნერგების დარგვა, ცხენებით სეირნობა, გვიომასპინძლეს შესანიშნავად . საკმაოდ ორიგინალური, თბილი ატმოსფერო იყო. ძალიან კარგი შეხვედრა მოგვიწყვეს. მოწვეული იყვნენ სტუმრები, ადგილობრივი მაცხოვრებლები, აგრეთვე სტუდენტები თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“.

კოტიასკლდეში მასშტაბური ღონისძიება 2016 წელსაც გაიმართა, ჭიათურელი ბიზნესმენის თეიმურაზ გაფრინდაშვილის ფინანსური მხარდაჭერით წიგნის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის კარსტული მღვიმეების,“ წარდგინება მოხდა. კოტისკლდის კარსტული მღვიმე, სადაც საინტერესო წარდგინებები შედგა, ჭიათურის სოფელ სვერის მახლობლად მდებარეობს. ობიექტი იმით არის საინტერესო, რომ რომ მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას 2004 წელს აღმოაჩინეს პირველი ჩონჩხი, რომელიც განსაკუთრებულ დნმ-თან ერთად, მნიშვნელოვან ეთნოგრაფიულ ინფორმაციასაც შეიცავს. “კოტე”, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, განსხვავებული წესითაა დაკრძალული, საინტერესო და მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი