მთავარი » სხვადასხვა

“შუშანქალა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.06.2015 4 კომენტარი | 5,766 ნახვა

“სოფელი უდე მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. იგი ერთ-ერთი უძველესი სოფელია, რაზეც მეტყველებს, 1937 წელს გორველა-არალის არხის გაჭრის დროს აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის დროინდელი იარაღები. ეს ნივთები დაცულია ახალციხის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. შუშანქალა ჩემს სოფელში რამდენიმე ქრისტიანული ეკლესიაა, რომელთაგანაც ნაწილი ძალიან დანგრეულია, ნაწილი ნახევრად დანგრეული, ხოლო მოქმედებაშია სამი ტაძარი.

ნახევრად დანგრეულ ეკლესიას მიეკუთვნება შუშანქალაც. მის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს.

735-738 წლებში არაბი სარდლის ჰაბიბ-იბნ-მურვანიოსის, ზედწოდებით – მურვან ყრუს ლაშქრობის დროს, ეს ეკლესია გადაუწვავთ და დაუნგრევიათ. ქვაბლიანის ხეობის აოხრების შემდეგ, მურვან ყრუ ზეკარის უღელტეხილით დასავლეთ საქართველოში გადასულა.

შუშანქალა

„შუშანქალას“ შესახებ არსებობს თქმულებაც. როდესაც მურვან ყრუ მოადგა სოფელს, სოფლის მოსახლეობა გახიზნულა. ყველა სასულიერო პირსაც მოუსწრია სოფლიდან გასვლა. ეკლესიის კარი ღია დარჩენიათ და უკან მობრუნებულა ეკლესიის მსახური ქალი, სახელად შუშანა ძაქანდარაშვილი. იგი დამპყრობლებს ტყვედ ჩაუგდიათ და მოუთხოვიათ გაემხილა, თუ სად გაიხიზნნენ სასულიერო პირები. ქალს თავდაპირველად არ გაუთქვამს საიდუმლო, მაგრამ ბევრი წამების შემდეგ იგი გამოტეხეს და სულ ამოუწყვეტიათ ამ ეკლესიის მსახური ბერები. არსებობს ლეგენდა, რომ, თითქოს, ამის გამო ძაქანდარაშვილების გვარი დაიწყევლა, რათა ეს გვარი აღარ გამრავლებულიყო.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეკლესიის მსახური ქალი შუშანა ძაქანდარაშვილი გმირია, იგი მიტოვებული, კარღია ეკლესიის დასაცავად დაბრუნდა და დღემდე ამ ტაძარს მისი სახელი ჰქვია.“

ფოტო: თათია პეტაშვილი და ციცი ბოჩიკაშვილი
ტექსტი: მარი ყულჯანიშვილი
ესაუბრა ისტორიკოსი რობინზონ ჩილაშვილი
სტატია მომზადებულია პროექტ „კინო სკოლაში“ მონაწილეების, უდეს 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ.
კურსის წამყვანი: ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • ზურაბ says:

    გმირობა რას ნიშნავს კარგად გაერკვიეთ ჯერ სანამ ვინმეს გმირად შერაცხავთ. დაბრუნება გმირობას არ ნიშნავს… და გმირად ნუ გამოგყავთ გამთქმელი.

  • Iva says:

    Chemi azrit martlac gmiria es qali! Eklesiis dasacavad dabrunda, kari rom daeketa da siwmindeebi daecva, mashin roca sasuliero pirebi sakutari tyavis gadasarchenad gaikcnen! P.s. Wamebas mxolod wmindanebi uzleben! Gmiri da mwindani gansxvavdeba, cnobistvis-wina komentaris avtors

    • უდე says:

      გმირები ისინი იყვნენ ცხენი და ნაგაზების კუდებს რომ გამოაბეს ჩემი დიდი ბაბოს თამადობით და აწამეს რომ სოფლის მაცხოვრებლები გაეცათ.მათ კი სიცოცხლე დათმეს რათა მათ შთამომავალთ ,მეზობელსა თუ ახლობელს თმისღერიარ ჩამოვარდნოდა თავიდან

  • უდე says:

    სად მურვან ყრუს შემოსევა და სად მაქანდარაშვილები.საუკუნეებითა აცდენილი ერთურთს მითი და რეალობა თუნდაც ლეგენდა უწოდეთ.სიმართლე კი სხვაა მაგრამ ეად დაამახინჯა სიმართლე პატივცემულმა ჩემმა მასწავლებელმა ეს სხვა საკითხია.წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ეზოში ჩრდილო დასავლეთ კუთხეში მოწითალო ფერის ლოდი იდო.ლოდი გაშენების მერე არ დარჩენიათ მშენებლებს ლოდის ქვეშ უდის იმ მოსახლეთა 3 თუ 4 პირის ნეშტი განისვენებდა ვინც დამალვა ვერ მოახერხა და შემოსეულმა მტერმა აწამა.სამწუხაროდ ლოდი თავის ადგილს აღარაა …..გააქრეს.ლეგენდა კი სათავეს არა მურვან ყრუს არამედ 20 საუკუნის დასაწყისში იღებს და ლეგენდა კიარა სრული სიმართლეა….მანდილოსანმა წამებას ვერ გაუძლო და სოფლის სამალავები გასცა….მადლიერ სოფელს კი სხვამხრივ დაულოცავს გვარი.შუშანქალა კი მართლაც არსებულა მანდილოსანი სახელად შუშანა რომლის სახელობის სალოცავის კედლები დღესაც დგას ნაწილობრივ დაშლილი საფუძვლამდე.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი