მთავარი » ქრისტიანობა

შური – მწუხარების განსაკუთრებული სახე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.01.2012 | 7,164 ნახვა

“შეუძლებელია იყო ქრისტიანი და ამავ დროს – შურით შეპყრობილი…”

შური“მძიმე ცოდვა, რომელიც ტვირთად გვაწევს ჩვენ, არის შური…შური სხვა ადამიანის კეთილდღეობით გამოწვეული წყენა და გაღიზიანებაა, შურმა შეიძლება კაცი ბოროტმოქმედად აქციოს. საოცარია, ეს ცოდვა მატერიალურ სამყაროში უფრო მეტად ვლინდება, იშვიათად თუ ვინმეს შეშურდება ადამიანის სულიერი მიღწევებისა. არ შურთ იმისა, ვისაც უფრო დიდი სარწმუნოება და სიყვარული აქვს, ვინც მეტის მომთმენია, ვინც კეთილთა ნიჭთა მოპოვებას ესწრაფვის”.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

მღვდელი ზაზა სოსიაშვილი (არბოს წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი): “შური მწუხარების განსაკუთრებული სახეა. ეს გახლავთ დარდის, უსიამოვნების გრძნობა, როდესაც სხვის კეთილდღეობას ვხედავთ. ეს მდაბალი გრძნობა მეტად გავრცელებულია ადამიანთა შორის. მისი აღძვრა ძალიან მარტივია. იშვიათად ხდება, რომ ამ გრძნობამ არ დაბადოს მრავალი სხვა ცოდვ ა: რისხვა, შურისძიების სურვილი…

შურით აღვსილი გულისათვის უცხოა ყველა კეთილი გრძნობა: სიყვარული, სიბრალული, სიხარული, გულმოწყალება…
არ შეიძლება ერთდროულად იყო ქრისტიანი და ამავ დროს – შურით შეპყრობილი.

სიყვარული და შური ისევე შეუთავსებელია, როგორც ნათელი და ბნელი.

შური მძიმე ცოდვაა, რომელიც ტვირთად გვაწევს. იაკობ მოციქული წერს: “სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე”.

ბრძენი სოლომონი ამბობს: “ნუ ისერებ კაცისა თანა მოშურნისა”. შურით ანთებული ადამიანი ყველას აძაგებს, ეჯიბრება, მტერსა თუ მოყვარეს.

შურს უნდა განვერიდოთ, როდესაც სხვის წარმატებას დავინახავთ , უნდა გვიხაროდეს მათთან ერთად. გვახსოვდეს, უფალი გულთამხილავია, ხედავს ჩვენს გულს და სიმდიდრეს მოგვაგებს…

წმიდა მამები გვმოძღვრავენ, თუ როგორ განვეშოროთ ცოდვას: უნდა ვერიდოთ იმ სიტუაციებსა და ადამიანებს, ვინც და რაც ჩვენში არაწმიდა გრძნობებსა და განწყობებს აღძრავენ.

“როცა ხედავ სიმდიდრეს ან დიდებას, ან საერთო ხელმწიფებას, იფიქრე იმაზე, რომ ყოველივე ეს წარმავალია, შური ამპარტავნების შვილია, შეებრძოლე მას და ამ სენისგანაც გათავისუფლდები”.

მუდამ გვახსოვდეს სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო, აღდგომა ქრისტესი და მარადიული ცხოვრება.
იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: “ხოლო უკეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა”, ანუ ნუ მოიწონებთ თავს ქრისტიანის სახელით და ნუ იცრუებთ, თითქოს შური იმდენად უბრალო რამ იყოს, რომ იგი ჭეშმარიტებას ზიარებული კაცისთვის დასაშვებად მიიჩნიოთ.

პავლე მოციქული ეკლესიას აფრთხილებდა: რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით.
მუდმივად უნდა გვქონდეს განცდა ყველგან და მარადჟამს ღვთის მყოფობისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, ვთხოვდეთ უფალს შეწევნას.

“ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ შური, თუ დიდად არ ჩავთვლით არც იმას, რასაც ადამიანები სიმდიდრეს უწოდებენ, არც მომხიბლავ დიდებას, არც სხეულის ჯანმრთელობას, არამედ ვისწრაფვით მარადიული და ჭეშმარიტი მადლის მოსაპოვებლად”

ყურადღებას უნდა ვამახვლიდებდეთ საკუთარ თავზე, ჩვენს ქცევაზე, სიტყვაზე, გრძნობაზე, მოქმედებასა და სურვილზე. ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და ზიარებით განვიწმინდოთ, დავდიოდეთ ეკლესიაში, ვესწრებოდეთ წირვა-ლოცვას, ვკითხულობდეთ სასულიერო წიგნებს, ვშრომობდეთ”.

“შური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკვლელისა, მერე კი – ღმერთის მოკვლისაც”.

წმ. გრიგოლ პალამა

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი