მთავარი » ქრისტიანობა

“შური მთლიანად ანგრევს ადამიანის შინაგან სულიერ სამყაროს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.01.2018 | 3,374 ნახვა

რა არის შურისძიება და რატომ უჩნდება ადამიანს ეს გრძნობა? შურისძიების გრძნობის შესახებ გვესაუბრება მღვდელი გიორგი ბედიაშვილი მამა გიორგი ბედიაშვილი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური): „როგორც ცნობილია ბიბლიიდან და წმ. მამათა სწავლებიდან, ჩვენი პირველი მშობლები, ადამი და ევა ცდუნებულნი იყვნენ ეშმაკისაგან და მათში დაცემის შედეგად მრავალმა ცოდვამ გაიდგა ფესვი. მათ შორის, ერთ-ერთი ცოდვა არის შური. წმ. მამები მას მომაკვდინებელ ვნებათა რიცხვს მიაკუთვნებენ, რადგან ის მთლიანად ანგრევს ადამიანის შინაგან სულიერ სამყაროს. თვითონ ადამი და ევაც ეშმაკის შურის სამიზნენი გახდნენ. მათი შეშურდა ეშმაკს, როგორც ღვთის ქმნილებების. რაც შეეხება იმას, თუ საიდან მომდინარეობს ეს ვნება, ის ამპარტავნებისა და დიდებისმოყვარეობის ნაშობია, როცა ადამიანს უჩნდება სურვილი, იყოს სხვაზე მეტი (თანამდებობით, ფინანსური მდგომარეობით, ავტორიტეტით, ფიზიკურობით…) ნებისმიერი გარემობით, რაც ადამიანის ცხოვრებაშია. წმ. ბასილი დიდი მოკლედ და სიღრმისეულად გადმოსცემს ერთი წინადადებით შურის განმარტებას „შური არის მწუხარება მოყვასის კარგად ყოფნის გამო“. შურისძიება კი არის უკვე ამ ვნების განხორციელება. შურიანი ადამიანი ცდილობს რომ მოყვასი იყოს დაქვეითებული ნებისმიერი დაწინაურებული მდგომარეობიდან. ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება შურისძიებას მოჰყვეს, ადამიანის ფიზიკური განადგურებაა.”

წმ. იოანე ოქროპირის თქმით, არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისათვის მიტევება და არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება. როგორ შევძლოთ ამ მდგომარეობამდე მისვლა?

როგორც აღვნიშნეთ, „შური არის მწუხარება მოყვასის კარგად ყოფნის გამო“ და ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საშიშია. ჩვენი პატრიარქი ხშირად ახსენებს ქადაგებებში, რომ „შურისმაძიებელმა უნდა გათხაროს ორი საფლავი, ერთი სხვისთვის და ერთი თავისთვის“. წმ. მამების თქმით, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ძალზედ რთულია, რადგან ადამიანს უჭირს მისი აღიარება. ადამიანს ძალიან დიდი მონდომება და ძალისხმევა დასჭირდება, რომ ამ მდგომარეობას თავი დააღწიოს. ჯერ დაინახოს თავის თავში, შემდეგ აღიაროს და მთელი ძალისხმევითა და სიმდაბლით ეცადოს მისგან თავის დაღწევას. მნიშვნელოვანია, რომ მან მოძღვარს აუხსნას თავისი მდგომარეობა და დაუმორჩილოს მის მიერ მიცემულ სულიერ „წამალს“, რათა მკურნალობამ შედეგი გამოიღოს.

მამაო, როგორ მივუტეოთ ჩვენს შურისმაძიებელს?

ადამიანი თუ მარადიული ცხოვრების რწმენით ცხოვრობს და მისი აზროვნება ქრისტოცენტრული და ეკლესიურია, მას კარგად ესმის, რომ უნდა მოვიძულოთ ცოდვა და არა ადამიანი. ყველა შურისმაძიებელი არის ეშმაკისგან ცდუნებული და აღძრული, ის ეცდება წინ წამოწიოს ეშმაკის მზაკვრობა და მისი მტერობა და არა მისგან ცდუნებული და აღძრული ადამიანი. ამ გადმოსახედიდან, ის ადვილად შეძლებს მიუტეოს და აპატიოს შურისმაძიებელს.

ხშირად ადამიანის შურისძიების მიზეზი არც თუ ისე სერიოზულია…

შურისძიების გრძნობა ისეთი დაფარული და ძლიერია, მისგან დამონებული ადამიანისთვის არ არსებობს „სერიოზული“ და „არასერიოზული“ მიზეზები. მისთვის მიზნის აღსასრულებლად ნებისმიერი მოქმედებაც კი, ვის მიმართაც ეს ვნებაა მიმართული, საკმარისია საბაბი გაუჩნდეს, რომ მაშინვე მის წინააღმდეგ ამხედრდეს. ეს ვნება აბნელებს გონებას და მარტივად გამოჰყავს ადამიანი წყობიდან.

რას გვასწავლის წმ. წერილი შურისძიების შესახებ?

შურისძიების შესახებ წმ. წერილში ბევრგან არის საუბარი. მაგალითისთვის მოვიყვან რამდენიმე ეპიზოდს. ლევიტელტა წიგნის მე-19 თავში წერია: „და არცა შური იძიოს ხელმან შენმან და არცა ძვირი იხსენო ძეთათვის ერისა შენისათა“. ასევე წმ. პეტრე მოციქული თავის ეპისტოლეში წერს: „ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტისა წილ და ნურცა გინებას გინებისა წილ.“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი