მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სურამის წმინდა გიორგის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.07.2018 | 1,425 ნახვა

სურამის წმინდა გიორგის ეკლესია სურამის წმინდა გიორგის ტაძარი დაბა სურამში, თბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარეობს. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. 1968 წელს გაუკეთდა რესტავრაცია.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (11,5 X 17,2 მეტრი), რომელსაც დასავლეთით სამრეკლო ეკვრის. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. შიდა ჯვაროვანი სივრცე იქმნება ცენტრალური გუმბათქვეშა კვადრატიდან ოთხივე მხრივ გამოწვდილი მკლავებით. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული ღრმა აფსიდითა და ბემით. დანარჩენი მკლავები ოთკუთხაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეა, დასავლეთისა შედარებით გრძელი. აფსიდის ღერძზე ერთი მაღალი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი შემაღლებულია და ბემის საზღვრებს სცილდება. საკურთხევლის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით სათავსებია (სამკვეთლო და სადიაკვნე). ეკლესიის გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი სარკმელი, ხოლო გუმბათის ყელში 12 დიდი თაღოვანი სარკმელია.

სურამის წმინდა გიორგის ეკლესია

გუმბათი ბემის შვერილებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბოძზე დაყრდნობილ ნახევარწრიულ თაღებზეა აღმართული. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია. ტაძრის სამრეკლო ოთხსართულიანია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ეკლესიის კარის ღერძზე. ბოლო სართული პირამიდული სახურავით დასრულებული, თაღებით გახსნილი რვაწახნაგა ფანჩატურია, რომლის გუმბათის წყობაში გადებულია ზარების ჩამოსაკიდი ხის ძელები. სამრეკლოს ქვიშაქვის პროფილირებული ლავგარდანი აქვს.

ფოტო: თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი