მთავარი » დღესასწაულები

სულთმოფენობა – სადღესასწაულო ქადაგება (27.05.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.05.2018 | 726 ნახვა

სულთმოფენობა 27 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – სულთმოფენობა მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

“გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ადამიანი იქნას ტაძარი სულისა წმინდისა. ამისთვის მოწოდებული ვართ ჩვენ ყველანი. ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დროს, როდესაც სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო, ყოველი ჩვენგანი იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქი ქადაგებისას შეეხო ეკლესიის ურთიერთობას “რუსთავი 2”-თან.

“მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ საკითხს, რომელიც იყო ამ დღეებში – ურთიერთობა ეკლესიასა და “რუსთავი 2″-ს შორის. მინდა გითხრათ, რომ უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას – ეს არ რჩება დაუსჯელი. ჩვენ ვილოცეთ იმისათვის, რომ ღმერთმა ყველას შეგვინდოს ჩვენი შეცოდებანი. ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და აღიარებს მართლმადიდებლობას, ჩვენი სულიერი შვილია და ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და იმედია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა გამოსწორდება”, – განაცხადა პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.