მთავარი » ქრისტიანობა

სულთმოფენობა – სადღესასწაულო ქადაგება (16.06.2019)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.06.2019 | 277 ნახვა

16 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – სულთმოფენობა მიულოცა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ჩვენთან არს ღმერთი

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, _ სულთმოფენობას. სული წმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.

დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით. აი ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი. ქართველ ადამიანს არ ჭირდებოდა ოქრო და ვერცხლი, სიმდიდრე. ქართველ ადამიანს სჭირდებოდა და სჭირდება მადლი ღვთისა.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე, ის ტრადიციები, რომლებიც ახასიათებდა ჩვენს წინაპრებს. მათ არ ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ ჰქონდათ სიწმინდე. აი ეს სიწმინდე, ეს ძალა ღვთისა, რომელსაც გვაძლევს ჩვენ უფალი ღვთისმშობლის შუამდგომლობით, ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ.

ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე. მრავალი განსაცდელი ხვდება ადამიანს ცხოვრებაში. განსაკუთრებით ახლაგაზრდობა, დიდი საფრთხეების წინაშე დგა. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიცავს, დაიფარავს, გადაარჩენს საქართველოს.

საქართველო, ნათქვამია, საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს.

დალოცვილი იყავით და ინებოს უფალმა, რომ მადლი ღვთისა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ. ეხლა ჩვენ დავლოცავთ რამდენიმე ოჯახს და სხვა დაწესებულებებს.

დღეს ილოცებიან შანყულაშვილები, ბუღაძეები, ნუკრაძეები, ცილიკურები, ოსიტაშვილები, არევაძეები, ხარებაშვილები, ჯურხაძეები, კვანჭიანები, ვეფხვაძეები.

ასევე დღეს ილოცებიან რუსთავის 1 და გორის 5 სკოლის ჩოხოსნები.

ილოცება რაგბის გუნდი რაშები, ხელმძღვანელი ერეკლე კამლაძე.

დღეს ასევე ილოცებიან აბიტურიენტები.

კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ!”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.