მთავარი » ქრისტიანობა

სულიერი ხიბლი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.03.2017 | 1,966 ნახვა

სულიერი ხიბლი სულიერი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ კაცი საკუთარ თავს სულიერ ნიჭთა სიმრავლეს მიაწერს. ეს ცოდვა განსაკუთრებით გავრცელებულია მონაზონთა შორის, სულიერად განვითარებულ ადამიანებში, ვინც ასკეტურ ცხოვრებას ეწევა. ხიბლში მყოფი კაცი თვლის, რომ იგი ღირსია და უკვე მოიპოვა კიდეც სულიერი სრულყოფილების განსაკუთრებული ნაყოფი, და ამის დასტურად მიიჩნევს ათასგვარ ,,ნიშნებს’’, ანუ სიზმრებს, ხმებს, ცხად ჩვენებებს. ასეთი ადამიანი შეიძლება ძალიან დიდი მისტიკური ნიჭითაც იყოს დაჯილდოებული, მაგრამ არა აქვს ეკლესიური კულტურა და საღმრთისმეტყველო განათლება და, რაც მთავარია, არა ჰყავს კარგი, მკაცრი მოძღვარი. სამაგიეროდ, გარშემო ის ხალხი ახვევია, ვინც ადვილად ენდობა და ღმრთაებრივ გამოცხადებად ღებულობს მის მონაყოლს. ასეთ ადამიანს მალე უჩნდება მაღალი აზრი თავის თავზე და ყალბი წარმოდგენა საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე. ყოველივე ეს იმით იწყება, რომ კაცი რაღაც უცნაურ, აბდაუბდა სიზმარს მისტიკურ გამოცხადებად ანდა წინასწარმეტყველებად ღებულობს, მერე ,,ნათლით მოსილი’’ არსებები ეცხადებიან, რომლებსაც იგი ანგელოზად, რომელიმე წმიდანად, ღმრთისმშობელად და თვით მაცხოვრადაც კი ღებულობს, სწორედ ისინი აუწყებენ დაუჯერებელ, ხშირად სრულიად უაზრო ,,გამოცხადებებს’’.

წმ.მამების მიხედვით კი სიზმრებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მით უმეტეს არასწორია მათი მოყოლა. უნდობლად მოეკიდე სხვადასხვა ჩვენებებსა და ნიშნებს, უმალვე მოუყევი მოძღვარს ასეთი უცნაური ხილვების შესახებ, თან ყურადღებით ადევნე თვალი საკუთარ გულს- ხომ არ შეგეპარა სიამაყე, რომელიც შენი განსაკუთრებული გამორჩეულობისა და სულიერების განცდას ემყარება. ყველაზე მეტად უფრთხილდი ამ სულიერ სალმობას, რადგან სწორედ აქედან იწყება ხიბლი!

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
წიგნი: აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისთვის


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი