მთავარი » ქრისტიანობა

სული და სამშვინველი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.01.2010 7 კომენტარი | 16,309 ნახვა

ადამიანი სამი არსებითი ნაწილისაგან შედგება: სხეული, სამშვინველი და სული. სამშვინველი ცხოველებსაც აქვთ, სული კი მხოლოდ – ადამიანებს.
სამშვინველი, ისევე როგორც სხეული, შეიძლება დაავადდეს და სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც წყვეტს არსებობას.

“სულმა, როგორც ღმერთისაგან გამოსულმა ძალამ, უწყის ღმერთი, იგი ეძიებს ღმერთს და მხოლოდ მასში ჰპოვებს მოსვენებას. სული რაღაც ფარული სულიერი გუმანით არის რა დარწმუნებული ღმერთისაგან თავის წარმომავლობაში, თავის სრულ დამოკიდებულებას გრძნობს ღმერთზე და მას შეგნებული აქვს, რომ მოვალეა ყველანაირად სათნო-ეყოს მას, იცხოვროს მხოლოდ მისთვის, მისით და მის მიერ”.
(თეოფანე დაყუდებული)

მამა კონსტანტინე გიორგაძე ( წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური)

მამა კონსტანტინე გიორგაძეყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანი ორი სუბსტანციისგან შედგება: სულისა და სხეულისაგან. თითქმის ყველამ იცის, რომ სული უკვდავია, სხეული კი მოკვდავი. უნდა აღინიშნოს, რომ სულისა და სხეულის ერთობა აუცილებელი პირობაა, როგორც მიწიური, ასევე ზეციური ცხოვრებისათვის. წმინდა წერილში ნათლად არის გადმოცემული, თუ როგორ შექმნა ადამიანი უფალმა მიწის მტვრისაგან და შთაბერა მას თავისი უკვდავი სული: “და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად” (დაბ.2.7).

ცნობილია, რომ ადამიანის სხეულისა და მიწის შემადგენელი ქიმიური ელემენტების პროპორცია ერთი და იგივეა. ე.ი. ადამიანი უცხოპლანეტელი არ არის, იგი მიწაა და მიწადვე იქცევა.

ადამიანი სუნთქავს ისეთივე ჰაერით, როგორითაც ბიბლიაში მოხსენიებული ღორი, ძაღლი, ან სხვა ცხოველი და ამ მხრივ ადამიანს თითქოს არა აქვს უპირატესობა, თუმცა იგი უფალმა ყოველივე ქმნილების გვირგვინად შექმნა, შექმნა ხატად თვისად და მსგავსად.

ადამიანი მოწოდებულია იყოს არამარტო ამ ქვეყნის მკვიდრი, არამედ მისი მბრძანებელიც, რამეთუ უფალმა მის პირს შთაბერა უკვდავი სული და ეს ცოცხალი არსება, რომელიც უფლის უკვდავი სულის მატარებელია, ადამიანად იწოდება.

ამრიგად, ადამიანი შედგება ორი ძირითადი ელემენტისაგან: მატერიალურისაგან – სხეულის სახით და სულიერისაგან – უკვდავი სულის სახით.

სული, ფსიქიკა – ეს ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი, აუხსნელი, მაცოცხლებელი ძალაა, რომელიც ადამიანს ღვთისგან ზემოდან მიეცა: “და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა” (დაბ.2.7).

წმინდა წერილში ეს საწყისი იწოდება ხან სამშვინველად – “ფსიქი” (ბერძ.), “ანიმა” (ლათ.), ხან სულად – “პნევმა” (ბერძ.), “სპირიტუს” (ლათ.).

ძველ აღთქმაში მოსეს გამოთქმის მიხედვით (დაბ.1,20,24), მაშინ, როცა ადამიანის სხეული და ცხოველების სამშვინველი ღმერთმა შექმნა მიწისგან, შექმნა თავისი შემოქმედებითი სიტყვით – “იყოს”, ხოლო ადამიანის ღვთიური სულის შექმნის დროს მას არაფერი აუღია მიწის სტიქიური საწყისებიდან, ამის მაგივრად მან გამოიყენა თავისი შემოქმედებითი შთაბერვა (დაბ.2,7).

წმინდა წერილში მინიშნებულია როგორც ადამიანის შექმნა, ასევე მისი დასასრულიც: “მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი”.

სულის უკვდავება ძველი და ახალი აღთქმის მრავალ ადგილშია დამოწმებული, ასევე ესქატოლოგიური პერიოდის საყოველთაო აღდგომის გამოსახულებით, როცა სული უბრუნდება თავის სხეულს.

სულის დაყოფა სამშვინველად და სულად პირობითია. როგორც აღვნიშნეთ, ყველა სულდგმულს გააჩნია სამშვინველი, რომელიც მის ფიზიოლოგიურ ქმედებასთან არის დაკავშირებული. ადამიანის სამშვინველი კი, სხვა არსებებისაგან განსხვავებით, უფლის უკვდავი სულით ცისკროვნდება.

სამშვინველი – ეს არის სიცოცხლის სიმბოლო და არა მისი წყარო. სიცოცხლის წყარო ღმერთია, რომელიც თავისი უკვდავი სულის მეშვეობით მოქმედებს (დაბ.2,7).

სული – ეს არის სამშვინველი ღვთიური მადლით, ანუ სულიწმინდით გამდიდრებული. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, სამშვინველი სიცოცხლესა და მადლს ერთდროულად ღებულობს, რამეთუ მადლი, ეს არის ღვთიური სუნთქვა, ღვთიური ჭავლი, სულიწმინდის ცხოველმყოფელური თანაარსება.

ადამიანის განსხვავება სხვა ქმნილებებისგან იმაშია, რომ ის თავის თავში ორგანულად აერთიანებს ორ სამყაროს: მატერიალურსა და სულიერს. ამიტომ ამ ორი სამყაროს განშორებისას ადამიანი წყვეტს ადამიანობას. უეჭველია, რომ ადამიანის სული და ხორცი ერთმანეთისათვის უდიდეს საჭიროებას წარმოადგენს. სული არასრულყოფილია სხეულის გარეშე, ხოლო სხეული კი სულის გარეშე.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სხეული და სამშვინველი მიწიურ საწყისებს მიეკუთვნება, ხოლო სული კი უფლის სუნთქვაა. ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ სამშვინველის დაზიანება ეს მიწიური ექიმების, ანუ ფსიქიატრების საქმეა, ხოლო თუ ზიანდება სული, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანის ცოდვებთან და მისი მკურნალობაც სულიერ ექიმებს, ანუ მღვდლებს უნდა მივანდოთ.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • tikuna says:

    ძალიან კარგი და საინტერესო სტატიაა. დიდი მადლობა. ძალიან ბევრ ისეთ ინფორმაციას ვგებულობ თქვენი ჟურნალიდან, რომელიც ძალიან მაინტერესებს.. წარმატებებს გისურვებთ

  • Da1Rocky says:

    accutane 253183 phentermine hhcdw auto insurance 8] meridia :-(((

  • ანა says:

    მამა გაბრიელი(ურგებაძე) წერდა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან კარგად.ზუსტად არ მახსოვს ალბათ ბერის დიადემაში წავიკითხე,ამოვიწერე კიდეც და ვეცდები წაგაკითხოთ

  • რომა says:

    დიდ მადლობას გიხდით ასეთი საჭირო და საინტერესო სტატიებისათვის.

  • სული ხომ სხეულის-თვალით აღუქვამი,მკრთალი ნაწილია,
    სულსა და ხორცს შორის-დროით განზომილი დიდი მანძილია,
    სული უკვდავია-ხორცთგან განსხვავებით,რის დროც დათვლილია,
    ის ხორცს განშორდება-ზეცას უერთდება,რისიც ნაწილია.

    სადაც მოეთხოვა-თხრობა მონახდენის,რაც კი გაუვლია,
    ხორციელ მასპინძლის-ყველა უჯრედებში თუ კი შეუვლია,
    ან როგორ აცხოვრა მისი მასპინძელი- და თუ შეუძლია,
    თხრობა მონახდენის ან ყველა განცდილის-რაც კი გაუვლია.

    მაშინ ხსნილი არის-ცათა სასუფევლის,კარი მიმზიდველი,
    ნეტართ გასავალი,ულევ სამოთხეში-სასურვი პირველი,
    არა ჯოჯოხეთის ან კუპრის ქვაბების-არა სასურველის,
    არა სულთ სასჯელის,არა განსაცდელის რაც ცრუს ეკისრება.

    სული ხომ ფაქიზი,ხელით შეუხები-ჯიგრის ნაწილია,
    სული გიკარნახებს-სათქმელის გამოთქმას,რაც კი გიფიქრია,
    ნაფიქრთ შორს რჩეული,სხვისთვისც სასურველი-არა აუგია,
    სხვათაც რომ გადეცეს-კეთილ ნაფიქრალით,რაც კი გაუგიათ.

    სულით სიმდიდრე და კაცთა კეთილება-მსგავსი არსებია,
    კარგის აღუქმელად-კაცთ მოდგმის არც ერთ წევრს,არ უარსებია,
    კაცს შესწევს უნარი,სხეულით თმენისა-სულის სადიდებლად,
    სულ-ხორცის მაამად,ღვთიურით ნეტარად-არ განსადიდებლად.

    ღვთიურ ნეტარება,ბერთა ხვედრი არის-კაცთგან არჩეული,
    წმიდა მამებისგან ან კიდევ ძმებისგან-ხვედრი შერჩეული,
    იმ ხორცთ სანეტაროდ,რომელსც სული სტუმრობს-მასპინძლად რჩეულის,
    ბევრისთვის საკვირვის,ბერისთვის კანონის,წესის შეჩვეულის.

    სული ხომ ფაქიზი,თვალით აღუქვამი-კაცის ნაწილია,
    ღვთიურ ბოძებული,ხელით შეუხები-განცდის მახვილია,
    ჩვენი ვალი არის-სულზეც ჩაფიქრება,ხორცთ ნდომის გაშიფრვით,
    არ ვავნოთ ბოძებულს-ან ქცევით ან ფიქრით ჩვენ ეს გვაკისრია.

    • Lia says:

      Tubsuli cocxaliab,rodesac chirisupali wlebis ganmavlobashi glovobs da tiris ,ratom ver grznobs ,im sulis kontaqts ,visac dastiris

      • Liana Hoffmann says:

        Tu koweli mizieri michwdeba imas rom, is suli romlitaz tschwen wzozchlobt moitchows tschwengan :zminda schabatis dazwas-eklesiaschi santeli scheszire da moichsenie saeklesio kalendridan zmindanebi ,dade puli chattan da tkwi :es aris schemosaziri tschemi zodwebis gamosaskidad,an zinaprebis zodwebis gamosaskidad, agdgomamde kargia schabats gaszet sadili ,zkali da puri jesu kristes mozapeta sachelit ./tobiti-angelozma gasamjelo aigo gankurnebistwis/ lozwa dazeret rogorz zignschia da itchowet mcholod gankurneba, zodwebis miteweba, uplis rischwisgan dachsna , asota usamartlobis satschurwelidan dachsna, marte tschemi goneba, guli da cherchemali chsnaschi- charis, tu gindat ikot bednierni da janmrtelni SCHESZIRET DA MOICHSENIET ZMINDANEBI.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი