მთავარი » საზოგადოება

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა და პოლიციელმა სუიციდის პრევენციისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.12.2019 ერთი კომენტარი | 201 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში 207-მა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. 2018 წლის იმავე პერიოდში 202-მა ადამიანმა, ხოლო გასულ წელს ჯამში საქართველოში 390-მა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე სუიციდით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს რეკომენდაციები, რომელიც სუიციდის პრევენციას ეხება:

რა უნდა ვიცოდეთ სუიციდის შესახებ

სუიციდი თავიდან აცილებადია;
სუიციდზე საუბარი ნორმალურია;
სუიციდზე საუბარი თვითმკვლელობის მაპროვოცირებელი არ არის. ეს ხშირად ამცირებს შფოთვას და ეხმარება ადამიანებს თავი მარტო არ იგრძნონ;

გამაფრთხილებელი ნიშნები

მუქარა თვითმკვლელობაზე;
ამბობს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „როცა წავალ, არავის მოვენატრები“;
ეძებს თვითმკვლელობის გზებს, წამლებს, მომწამლავ ნივთიერებებს, ეძებს ინტერნეტში ინფორმაციას თვითმკვლელობის შესახებ;
ემშვიდობება ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, საჩუქრად გასცემს საკუთარ ძვირფას ნივთებს, ან წერს ანდერძს;

ვინ არიან რისკის ქვეშ?

ადამიანები, რომლებმაც ერთხელ უკვე სცადეს თვითმკვლელობა;
ადამიანები, რომლებსაც აქვთ დეპრესია, ან ალკოჰოლზე, ან წამალზე დამოკიდებულები არიან;
ვინც ემოციურად მძიმე მდგომარეობაშია – მაგალითად, დაკარგა საყვარელი ადამიანი, ან დაშორდა მას;
ვინც ქრონიკული დაავადებით, ან ტკივილით იტანჯება;
ტრავმირებული ადამიანები, რომლებმაც გამოსცადეს ომი, ძალადობა, სასტიკი მოპყრობა ან დისკრიმინაცია;
ვინც სოციალურად იზოლირებულია;

რისი გაკეთება შეგიძლიათ?

იპოვეთ შესაფერისი დრო და მშვიდი ადგილი, რათა ისაუბროთ სუიციდზე იმ ადამიანთან, რომელზეც ღელავთ. გააგებინეთ, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ და მოუსმენთ.
ხელი შეუწყვეთ, რომ დახმარება მიიღოს პროფესიონალებისგან, როგორიცაა ექიმი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, მრჩეველი ან სოციალური მუშაკი. შესთავაზეთ სპეციალისტთან გაყოლა.
თუ ფიქრობთ, რომ ადამიანი მყისიერ საფრთხეშია, ნუ დატოვებთ მარტო. მოითხოვეთ გადაუდებელი დახმარება, დაუკავშირდით ცხელ ხაზს, სამედიცინო სფეროს პროფესიონალს, ან ოჯახის წევრებს.
თუ პირი, რომელიც გაფიქრებთ, თქვენთან ერთად ცხოვრობს, დარწმუნდით, რომ მისთვის ხელმისაწვდომი არ არის თვითდაზიანების წყარო (მაგალითად, პესტიციდები, წამლები).
კონტაქტი გქონდეთ მასთან, რათა გადაამოწმოთ, როგორ არის.

გახსოვდეთ: თუ იცნობთ ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრობს, დაელაპარაკეთ მას ამის შესახებ. გულისყურით მოუსმინეთ და შესთავაზეთ მხარდაჭერა.

სუიციდის პრევენცია: ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებულთათვის.

ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ მოსწავლეებში:

გამოხატავენ აზრებს, გრძნობებს ან გეგმებს სიცოცხლის დასრულებაზე, მათ შორის ფოტოებისა თუ მონათხრობის მეშვეობით;
უეცარი ან დრამატული ცვლილება აკადემიურ მოსწრებაში;
ხასიათის ცვლილება, მაგალითად, ხშირად სევდიანია, ეტირება, ან აღენიშნება მძიმე ემოციური აშლილობა;
გამოხატავს უიმედობას მომავლის შესახებ;
ცვლილებები ქცევაში – სხვებისგან განცალკევება, ინტერესის დაკარგვა იმ აქტივობების მიმართ, რომლითაც აქამდე სიამოვნებას იღებდნენ. ასევე გაზრდილი ბრაზი, მტრული დამოკიდებულება, აღგზნება, გულფიცხობა ან იმპულსურობა;
დესტრუქციული ქცევა, კონფლიქტი სხვა მოსწავლეებთან და სკოლის თანამშრომლებთან;
გაცდენების რაოდენობის ზრდა, ან გაკვეთილის დროს ყურადღების კონცენტრირების სირთულე;
ალკოჰოლის და/ან ნარკოტიკის მოხმარება;
ბულინგი, ან ურთიერთობის გართულება თანატოლებთან;

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ სტრესის დროს ხასიათის ცვლილებასა და ქცევაზე. მაგალითად, გამოცდების პერიოდში, ან მოსწავლის ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდში.

რისი გაკეთება შეგიძლიათ?

დაელაპარაკეთ მოსწავლეს პრივატულ სივრცეში, გააცანით თქვენი დაინტერესების მიზეზი და მოუსმინეთ განსჯის გარეშე;
წააქეზეთ, რომ დაელაპარაკონ მას, ვისაც ენდობიან, მაგალითად, მშობელს ან ოჯახის სხვა წევრს, ზრდასრულს ან ჯანდაცვის მუშაკს სკოლაში. შესთავაზეთ, რომ დაელაპარაკებით ნდობით აღჭურვილ პირს, მაგრამ ასე არ მოიქცეთ, თუ მისგან თანხმობას არ მიიღებთ;
თუ მოსწავლეს უცდია, ან ამჩნევთ, რომ მალე ცდიან თვითდაზიანებას, მოითხოვეთ ჯანდაცვის სერვისის მყისიერი მხარდაჭერა. ასევე, სკოლისგან ან თემისგან (მაგალითად, სკოლის ექთანი). არ დატოვოთ მოსწავლე მარტო;

რეკომენდაციები სკოლის დირექტორებისთვის:

ორგანიზება გაუწიეთ საინფორმაციო სესიებს და ხელი შეუწყვეთ მოსწავლეების ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ აქტივობებს, რათა მხარი დაუჭიროთ მოსწავლეთა ფსქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ასევე, ხელი შეუწყვეთ სასწავლო სესიებს, რათა მოსწავლეებს გაუღრმავდეთ ცოდნა, შეიძინონ ემოციური და სოციალური უნარ-ჩვევები, რაც მათ სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში დაეხმარებათ;
თანამშრომლებისთვის ორგანიზება გაუწიეთ ტრენინგებს, რომელიც შეეხება ამ შემთხვევების ამოცნობასა და გამკლავებას; რომელიც თანამშრომლებს სუიციდის რისკის მქონე ბავშვების მახასიათებლებზე გაამახვილებინებს ყურადღებას;
შექმენით სკოლაში კულტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გაზიარებას;
ორგანიზება გაუწიეთ ისეთ აქტივობებს, რომელიც სასრგებლო იქნება თანამშრომელთა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის;
შექმენით და განახორციელეთ გეგმა, თუ რამდენად სენსიტიურად გავუმკლავდეთ და ვისაუბროთ მოსწავლის ან სკოლის თანამშრომლის სუიციდზე, ან სუიციდის მცდელობაზე, რათა შემცირდეს შემდგომი შფოთვა. ღონისძიებები მოსწავლეებისთვის, მშობლებისა და თანამშრომლებისთვის უნდა მოიცავდეს გამოცდილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და და მხარდამჭერი სერვისების ჩართულობას;

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წერს, რომ პოლიციელები, მეხანძრეები და გადაუდებელი დახმარების სფეროს სხვა წარმომადგენლები ხშირად პირველები ხედავენ ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის ან თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევას. „მათ აქვთ კრიტიკულად მნიშნელოვანი როლი სუიციდის პრევენციისთვის.“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პოლიციელებმა, მეხანძრეებმა და გადაუდებელი დახმარების სფეროს სხვა წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ:

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანს კრიზისულ სიტუაციაში

გაათავისუფლეთ შემთხვევის ადგილი და დაუთმეთ სივრცე. დაიწყეთ თავის წარდგენით და აიღეთ ნებართვა მოლაპარაკების დასაწყებად. გამოხატეთ თანაგრძნობა, რათა ხელი შეუწყოთ სიტუაციის დეესკალაციას;
სერიოზულად მოეკიდეთ ყოველ სიტყვასა და ქმედებას, რაც პირის სუიციდის რისკზე მიუთითებს;
ჩაერთეთ მასთან საუბარში და გაამხნევეთ ისიც, რომ ისაუბროს. ეცადეთ, განსაზღვროთ სუიციდის რისკი იმის გარკვევით, აქვს თუ არა პირს გეგმა, უცდია თუ არა აქამდე თვითმკვლელობა და/ან მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკს/ალკოჰოლს;
ნუ აირჩევთ გამკიცხავ ტონს, გამოხატეთ ემპათია და ზრუნვა, დაანახეთ, რომ გაღელვებთ;
თუ შესაძლებელია, მოაშორეთ ნებისმიერი რამე, რაც შეიძლება თვითმკვლელობისთვის გამოიყენოს ადამიანმა;
დაუკავშირდით ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს, თუ ხელმისაწვდომია;
არასდროს დატოვოთ ადამიანი მარტო თუ ის მოსალოდნელი სუიციდის რისკის ქვეშ არის. დარჩით მასთან, სანამ ოჯახის წევრი, მეგობარი, ან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი არ მოვა მის დასახმარებლად;

რა უნდა გააკეთოთ თუ ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა

შეამოწმეთ სასიცოცხლო ნიშნები და საჭიროების შემთხვევაში, გაუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება;
დარწმუნდით, რომ პირი გადაუდებელ სამედიცინო დახმარების დაწესებულებაში გადაიყვანმეს;
თუ პირი კონტაქტურია, ეცადეთ, გაესაუბროთ მშვიდად, ემპათიური და მეგობრული დამოკიდებულებით;
გამოიჩინეთ საუბრის ინიციატივა ღია კითხვების დასმით. ნუ გაკიცხავთ და ნუ აგრძნობინებთ თავს დამნაშავედ;
თუ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ უპირებენ, მოაშორეთ საგნები, რომლებიც შეიძლება თვითმკვლრლობისთვის გამოიყენოს. დარწმუნდით, რომ ოჯახის წევრი, ან ახლო მეგობარი შეძლებს მასზე მყისიერად ზრუნვას;
დაუკავშრდით მას ან მის თანმხლებ პირს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისცენტრში;

რა უნდა გააკეთოთ სუიციდის შემთხვევაში

როდესაც ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, დაუკავშირდით გარდაცვლილის ოჯახს, ან ახლო მეგობარს, დარწმუნდით, რომ გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ემპათიითა და სენსიტიურობით მიაწვდით;
შესთავაზეთ ოჯახს ან მეგობარს მხარდაჭერა, შეატყობინეთ დეტალები, თუ როგორ მიიღონ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. შესთავაზეთ კრიზისული ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია, თუ ასეთი არსებობს;

თუ სუიციდური აზრები გაწუხებს ან გყავს მეგობარი/ახლობელი, რომელსაც გინდა, ამ მხრივ დაეხმარო, დარეკე:

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი: 2 200 220 (3025) (უფასო)

მანდატურის სამსახურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 (უფასო)

ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 116 111; 2 421 422 (ფასიანი)




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი