მთავარი » ქრისტიანობა

სუდანში 1000 წლის ნუბიურ ქრისტიანულ ფრესკებს რესტავრაცია ჩაუტარდა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.10.2022 | 453 ნახვა

სუდანში, ელ-ჰააბის უდაბნოში მდებარე ელ-ლაგიას ტაძარში, შედარებით კარგად შემორჩენილი ქრისტე-ემანუელის ფრესკაა, რომელიც სავარაუდოდ, ღვთისმშობლის ფონზეა გამოსახული. ტაძრის ფრესკები IX-X საუკუნეებით, ნუბიური ფერწერის აყვავების პერიოდით თარიღდება.

ელ-ლაგიას მცირე ტაძარი ნილოსის მესამე ჭორომის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ფრესკების შესწავლა 2018 წლიდან მიმდინარეობს.

პირველად ტაძრის ზედა ნაწილი ხარტუმის (სუდანის დედაქალაქი) უნივერსიტეტის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არ ჰქონდათ კონსერვაციის სათანადო გამოცდილება, იძულებული იყვნენ, ამოევსოთ გათხრილი მონაკვეთები და დალოდებოდნენ ექსპერტებს.

მეცნიერების თქმით, „ზეცისა უვრცელესოს” ტიპის ხატი ადრე არ იყო ცნობილი ნუბიურ ხელოვნებაში და მისი არსებობა ძლიერ ბიზანტიურ გავლენას მოწმობს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ორი ანგელოზის გარემოცვაშია, სავარაუდოდ, ესენი არიან მთავარანგელოზები: მიქაელი და გაბრიელი. მათი თავები სრულად არ ჩანს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი