მთავარი » ჯანმრთელობა

სუ ჯოკ თერაპია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.04.2017 ერთი კომენტარი | 1,092 ნახვა

(როცა მიზეზი აღარ არსებობს, პრობლემაც მოგვარებადია).

ხალხური გამოთქმაა ასეთი: ” რამაც მოგკლა, იმან მოგარჩინოსო”. ადამიანი საკუთარ თავს ანადგურებს, ისეთ რამეს ,,აუტეხს”, რომ მტერიც კი ვერ ავნებს ისე. მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი – ისევ და ისევ საკუთარი ხელები. ამჯერად მსურს გესაუბროთ ერთ სუ ჯოკ თერაპია ,,საოცრებაზე”, რომელიც ძველ აღმოსავლურ-ჩინურ ფუნდამენტურ ფილოსოფიასა და მედიცინაზე დაყრდნობით, ჩინელმა პროფესორმა პაკ ჩჟე ვუმ შექმნა. მკურნალობის ამ მეთოდს მან ,,სუ ჯოკ თერაპია ” უწოდა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ სუ ჯოკ თერაპიით მკურნალობა ამჟამად მთელ მსოფლიოში დიდ ინტერესს იწვევს, მითუმეტეს, რომ ეფექტი სწრაფად მიიღება. გამოყენების მეთოდი კი უბრალოა და ორიგინალურ კონსტრუქციაზეა დამყარებული. პაკ ჩჟე ვუს თერაპიის მიხედვით, ხელის მტევნები და ფეხის ტერფები (სახელწოდება ,,სუ ჯოკ” ,,სუ” – ხელის მტევანი, ,,ჯოკ” – ფეხის ტერფი) წარმოადგენენ ადამიანის სხეულის ანარეკლს. ამდენად, ისინი შექმნილია ადამიანის მსგავსად, მათზე განლაგებული სამკურნალო სიგნალები კი პატარა ნემსის ზემოქმედებით იძლევა დაავადების სწრაფად განკურნების საშუალებას. მაგალითად: ცერა თითი არის ,,თავი”, საჩვენებელი და ნეკი – ,,ხელები”, ხოლო დანარჩენი შუა ორი თითი – ,,ფეხები”. თუ როგორ ხდება ამ მეთოდით მკურნალობა, ამის შესახებ თავად სუ ჯოკ თერაპევტი ლევან სამხთუაშვილი გვესაუბრება.

– ბატონო ლევან, რამდენი ხანია რაც მკურნალობის ეს მეთოდი შემოვიდა საქართველოში და თქვენ როდიდან მოღვაწეობთ?

– მკურნალობის ამ მეთოდს მასობრივი ხასიათი მე-20 საუკუნის 90-იან წლებში მიეცა და საბედნიეროდ, თანდათან ფართოდ ,,მოიკიდა ფეხი”. მე დავიწყე მოღვაწეობა 1998 წლიდან. 13 წლისა გავხდი სუ ჯოკ თერაპიის ასოციაციის წევრი, ყველაზე ,,პატარა ექიმი” ვიყავი მაშინ.

– ეს ჩემთვის ნამდვილად არ არის გასაკვირი, რადგან ბატონი ანდრო სამხთუაშვილის შვილი ბრძანდებით. ის ხომ ერთ-ერთი პირველი თაობის წარმომადგენელია, რომელმაც სუ ჯოკ თერაპია საქართველოში შემოიტანა?

– ერთ-ერთი წარმომადგენელი, მართლაც, გახლავთ მამაჩემი. თუმცა მე და მამაჩემმა დამოუკიდებლად გავიარეთ ეს საფეხური. შემდეგ, რა თქმა უნდა, მამაჩემისგან ბევრი ვისწავლე, საკმაო გამოცდილება და პრაქტიკაც მივიღე. მე საქართველოში გავიარე ეს, მამაჩემმა კი – რუსეთში, სადაც ჩადიოდნენ პროფესორები, კითხულობდნენ ლექციებს, ატარებდნენ ტრენინგებს, გასცემდნენ დიპლომებს.

– საქართველოში არ არსებობს ცენტრი, სადაც სუ ჯოკ თერაპიას შეასწავლიან?

– ცენტრი არ არის, მაგრამ არიან პედაგოგები, რომლებიც კერძოდ შეასწავლიან…

– ახლა კი ვისაუბროთ, თუ რა დაავადებებს შველის სუ ჯოკ თერაპია.

– ეს მეთოდი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ იგი კურნავს აბსოლუტურად ყველა დაავადებას. ამ თერაპიით თვით მძიმე უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებიც კი განკურნებულან. უფრო გამიადვილდება ვთქვა, რას ვერ ვშველით. (დაავადებათა ფართო სპექტრია და ამიტომ). მე, პირადად, მიჭირს ხელი მოვკიდო ეპილეფსიანს ( აქ არის რაღაც განსხვავებები), ადამიანს, რომელსაც გადატანილი აქვს ინსულტი ან ინფარქტი, ვიდრე განვლილი არ ექნება რეაბილიტაციის პერიოდი და ისეთ დიაბეტიანს, თუ ის ინსულინზეა.

– შაქარი თუ აქვს მომატებული?

– რა თქმა უნდა, კი. ჩვენ ყველა სახის დაავადების ,,მიზეზს” ვკურნავთ. საერთოდ, დაავადება ვიდრე ორგანიზმში იჩენს თავს, პირველად ჩნდება ენერგეტიკულ დონეზე და შემდეგ გადმოდის ფიზიკურ დონეზე. ჩვენ, ფაქტობრივად, ჯერ მიზეზიდან (ენერგეტიკული დონიდან) ვაგვარებთ პრობლემას და შემდეგ თავისთავად გვარდება ის ფიზიკურ დონეზე.

– ფაქტობრივად, ადამიანი უწამლოდ იკურნება… უკუჩვენება თუ აქვს ამ თერაპიით მკურნალობას?

– ეს ყველაფერი უწამლოდ ხდება და ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ არა აქვს უკუჩვენება. საჭიროა წერტილების ზუსტი ცოდნა. არასწორი ზემოქმედებით, რა თქმა უნდა, შეიძლება რომელიმე ორგანო დაზიანდეს.

– სავარაუდოდ, რამდენი პროცედურა უნდა ჩატარდეს?

– საშუალოდ კურსი არის 6-8 პროცედურა. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. შეიძლება ვიღაცას ნაკლები დასჭირდეს, ზოგს – მეტი. უმეტესობას მეორე კურსის ჩატარება აღარ სჭირდება, პრობლემა პირველ კურსზევე გვარდება ხოლმე. მკურნალობა ხომ მიზეზებზე მიდის. რადგან მიზეზი აღარ არსებობს, პრობლემაც გვარდება.

– ვთქვათ, განმეორებითი კურსი დასჭირდა პაციენტს, რამდენი ხნის შემდეგ უნდა გაიაროს მეორე კურსი?

– 2-3 კვირის შემდეგ.

– ალბათ, გყოლიათ პაციენტები ურთულესი მდგომარეობიდან რომ გამოსულან. ამას ისიც მოწმობს, რომ თქვენთან უამრავი პაციენტი მოდის რეგიონებიდანაც, თანაც კმაყოფილებასაც ვერ მალავენ…

– რა გითხრათ, ღვთის წყალობით ბევრი განიკურნა: ზოგი სათვალეს საერთოდ იხსნის; 20-30 წელი რომ ასთმა ჰქონდა, იმ პაციენტმა ერთ კვირაში გადააგდო ინჰალატორი…

– გამოდის, რომ ხალხი უკვე ენდობა ამ თერაპიის სიკეთეს… თუმცა ბევრისგან გამიგია- ალბათ, ფსიქოლოგიური მომენტიაო…

– მთავარია, ჩვენ ვკურნავთ, მათ კი აქვთ უფლება, რაც სურთ, ის ილაპარაკონ.

– გმადლობთ.

ჩვენ იქვე გავესაუბრეთ რამდენიმე პაციენტს:

7 წლის ლუკა მარუკაშვილის დედა: ბავშვს აქვს მარჯვენა ხელ-ფეხის დამბლა. ფეხის კოჭი ჩამაგრებული ჰქონდა. პირველი კურსი გავიარეთ ბატონ ანდროსთან და კოჭმა დაუწყო მოძრაობა, ახლა მეორე კურსზე დავდივართ ლევანთან. შედეგით კმაყოფილი ვარ, არანაირი წამალი აღარ მიგვიცია. უკვე ხელსაც იმორჩილებს. თავიდან არც მე მჯეროდა, ახლა კი ვირწმუნე. ნეტავ, ადრე მოვსულიყავ და ეს წლები არ დამეკარგა, რატომღაც მაშინ ეს ყველაფერი არასერიოზულად მივიჩნიე. მასაჟებზე დამყავდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი შედეგი მქონდა. ახლა უფრო აქტიურად ამოძრავებს ხელსაც და ფეხსაც.

ცისანა ფულარია: მე ოსტეოქონდროზი მაქვს. 2-ჯერ ვიყავი და შედეგი მაქვს: წელი საშინლად მტკიოდა და ახლა ისე აღარ მტკივა, შვება ვიგრძენი, თანაც კიდევ ხომ უნდა გავაგრძელო მკურნალობა, ჯერ მესამედ მოვედი.

ქ-ნი ნანა (სურამიდან): შაქრის შემცველობა სისხლში მქონდა 500, მეექვსე მოსვლაზე 138-ია, გაოცებული ვარ, თან არანაირ წამალს არ ვიღებ…

მოამზადა რუსუდან კენჭოშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.