მთავარი » პოპულარული

სტუდენტური ფესტივალი “ამირანი” გაიხსნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2010 | 2,018 ნახვა

ამირანიშოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ამირანი” გაიხსნა, რომელიც ტრადიციისამებრ ყოველი სასწავლო წლის დასასრულს იმართება.

ფესტივალი ეროვნული კინოცენტრის, ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის დაფინანსებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის მიზანია სტუდენტი რეჟისორები გაეცნონ კოლეგებს, წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები, მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში, ვორქშოფებში, დებატებსა და დისკუსიებში.

3 საფესტივალო დღის შემდეგ, 20 ივნისს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს 5 ნომინაციაში: ჟიურის პრიზი, საუკეთესო ფილმი, რეჟისურა, ხმოვანი და ვიზუალური რიგი. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფესტივალის ჯილდოები და სერტიფიკატები.

როგორც ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე გახდა ცნობილი, სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 57 ფილმი, მსოფლიოს 14 ქვეყნიდან: სამხრეთ აფრიკა, ბულგარეთი, ჩინეთი, კუბა, ესპანეთი, გერმანია, უნგრეთი, ხაზახეთი, ლიბანი, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, უკრაინა და საქართველო.

ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: სტანისლავ სემერჯიევი – სოფიის დრამის და კინოს უნივერსიტეტის რექტორი (ბულგარეთი). სემერჯიევი მსოფლიო კინო სკოლების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი. ფესტივალის პირველი სამუშაო დღე მისი პრეზენტაციით დაიწყება. ჟიურის წევრები არიან ასევე საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორი მიხეილ კობახიძე, რომელიც კინოწარმოების შესახებ მასტერკლასს გამართავს; სტამბულის მარმარას უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის წარმომადგენელი და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კინომცოდნე ირინა დემეტრაძე.

ფესტივალს ჰყავს საპატიო სტუმარი ისრაელიდან, იერუსალიმის კინოსკოლის რექტორი – რენენ შარრი, რომელიც ფესტივალის პირველ სამუშაო დღეს, 18 ივნისს იერუსალიმის კინოსკოლის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ პრეზენტაციას და საუკეთესო სადიპლომო ფილმების არასაკონკურსო ჩვენებას წარმოადგენს.
საერთაშორისო ჟიურისთან ერთად, ფესტივალი წელს უცხოელ სტუდენტებსაც უმასპინძლებს.

ანი ჟღენტი (ფესტივალის მონაწილე): “გასულ წელს სტუდენტურ ფესტივალზე გატანილი მქონდა ორი ფილმი, ერთ–ერთმა დაიმსახურა ჟიურის სიმპატია და ხუთი ნომანიციიდან ერთ–ერთის მფლობელიც გავხდი. მოკლემეტრაჟიან, 5 წუთიან ფილმში “დანმდე” გადმოცემული მქონდა ქაღალდის ნავის მოძრაობა, რომელიც ადამიანის ცხოვრებასთან იყო გაიგივებული.

გამარჯვებამ უსაზღვრო სიხარული მომანიჭა, ნაკლები ალბათობა იყო, ქართულ ფილმს გაემარჯვა, რადგან უმთავრესად უცხოური ფილმები იმარჯვებენ, მე კი ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და წელსაც გამიჩნდა ფესტივალში მონაწილეობის სურვილი. გადავიღე 10 წუთიანი მხავრული ფილმი, სახელწოდებით “გზაჯვარედინზე” რომელიც გოგოსა და ბიჭის ურთიერთობაზეა, თუ როგორ შეიძლება ბიჭმა მოხიბლოს გოგო ორიგინალური ხერხით. ჩემი ფილმის ჩვენება 20 ივნისაა დაგეგმილი, ამავე დღესაა დაჯილდოებაც. ფილმების ჩვენების შემდეგ გამოჩნდება როგორი კონკურენტები იქნებიან წლევანდელ სტუდენტურ ფესტივალზე”.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი პირველად 1978 წლის სექტემბრში გაიმართა, 1986 წლამდე წელიწადში ორჯერ ტარდებოდა. იმ პერიოდში ფესტივალი საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კინო მოვლენა იყო. ისეთი გამოჩენილი რეჟისორები როგორებიც, არიან ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ესაძე, ლეონიდ გაიდაი, ნიკოლოზ მაშენკო, სერგეი იზრაელიანი და ა.შ. სხვადასხვა დროს ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი