მთავარი » ჯანმრთელობა

სტომატიტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.08.2013 16 კომენტარი | 47,965 ნახვა

სტომატიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური დაავადებაა, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანს შეიძლება დაემართოს. სტომატიტი მეტად მტკივნეული და უსიამოვნო პათოლოგიაა, რომლის არსებობაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტს. სტომატიტი კონკრეტულად დაავადების შესახებ “ამბიონს” ექიმი-სტომატოლოგი ნინო თაქთაქიშვილი ესაუბრება:

– როგორი დაავადებაა სტომატიტი?

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებადი დაავადებების საერთო სახელია. ყველაზე მეტად ვლინდება მტკივნეული ეროზიებისა და წყლულების სახით. ხშირად გვხვდება გინგივიტთან ერთად, რასაც გინგივოსტომატიტი ეწოდება. სტომატიტის მიზეზები სხვადასხვაა. ზოგჯერ სტომატიტი სისტემური დაავადებების გამოვლინებაა: პემფიგუსი, სტრეპტოდერმია, სისტემური სკლეროდერმია, წითელი ბრტყელი ლიქენი, იმუნოდეფიციტი. საბედნიეროდ, ასეთი სტომატიტები იშვიათია და მათი მკურნალობით დაკავებულნი არიან შესაბამისი პროფილის სპეციალისტები.

– როგორ ვითარდება სტომატიტი?

ლორწოვანის დამწვრობა ცხელი და ცხარე საკვებით – ასეთი სტომატიტი მალე გადის, რა თქმა უნდა, თუ რეგულარულად არ მიირთმევთ მდუღარეს.

ალერგიული რეაქციები საკვებზე, სამკურნალო პრეპარატებზე, კოსმეტიკაზე – ასეთ დროს სტომატიტის მკურნალობა ან ჭიანურდება, ან მიმდინარეობს მუდმივი რეციდივების სახით. ალერგოლოგის კონსულტაცია დაგეხმარებათ ალერგენის გამოვლენაში და აგაცილებთ სტომატიტის განვითარებას.

ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანება – საკვებით, მოტეხილი კბილებით ტრავმირება, ცუდად მორგებული პროტეზები. ტრავმირებით გამოწვეული სტომატიტი გაივლის რამოდენიმე დღის განმავლობაში.

სტომატიტის ინფექციური მიზეზები – ხშირია ჰერპესული სტომატიტები. კანდიდოზური სტომატიტი ხშირად უვითარდებათ ბრონქიალური ასთმით დაავადებულებსა და მათ, ვინც სარგებლობს გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი ინჰალატორებით.

პირის ღრუში პათოლოგიური მიმდინარეობის ტიპის მიხედვით სტომატიტები იყოფა:
• კატარალური
• წყლულოვანი
• აფთოზური

კატარალური სტომატიტის დროს ანთება ეხება ლორწოვანი გარსის მხოლოდ ზედა ფენას. წყლულოვანი ფორმის დროს ანთება ვრცელდება ლორწოვანის ღრმა ფენებში.

აფთოზური სტომატიტის დროს ჩნდება მრავლობითი მრგვალი ფორმის დეფექტები ლორწოვან გარსზე. თუკი სტომატიტი ხშირად გიჩნდებათ, ან დიდხანს არ გადის, აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს. ჩვეულებრივ, სტომატიტის მკურნალობა შესაძლებელია დამოუკიდებლად. დაავადების ხანგრძლივობის მაქსიმალურად შესამცირებლად აუცილებელია დავიცვათ დიეტა. მოერიდეთ ქიმიურ და მექანიკურ გამღიზიანებლებს.

ჰერპესულ სტომატიტს ახასიათებს რიგი თავისებურებები. თავდაპირველად ლორწოვანის მონაკვეთი წითლდება, შემდგომ მასზე ჩნდება პატარა ბუშტუკები (ვეზიკულები) გამჭვირვალე შიგთავსით. ვეზიკულები 2-3 დღეში სკდება და შიშვლდება წითელი, შესიებული ზედაპირი. ჰერპესული სტომატიტის სამკურნალოდ ექიმი ნიშნავს ანტივირუსულ და იმუნომაკორექტირებელ პრეპარატებს. ჰერპესული ინფექციის რეციდივების დროს ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა ,როგორც წესი, არ იცვლება, თუმცა ზოგჯერ შეიძლება წინ უძღოდეს ზოგადი სისუსტე,სუფებრილური ტემპერატურა,უმადობა,უმეტესად რეგიონალური ლიმფური კვანძების რეაქცია არ აღინიშნება, ტკივილი, რომელიც საკვების მიღების დროს ძლიერდება.

– მკურნალობა:

აუცილებელია, პირველ რიგში, პირის ღრუს ჰიგიენა, ვინაიდან პათოგენური ბაქტერიები უფრო ამძიმებენ სტომატიტის მდგომარეობას. შეხორცების დასაჩქარებლად და შემდგომი ინფიცირებისაგან დასაცავად კარგია გვირილის, სალბის, კალენდულას, მუხის ქერქის სავლებები. შესაძლოა სუსტი ქიმიური ანტისეპტიკების გამოყენებაც – ქლორჰექსიდინი, ფურაცილინი. ექიმის დანიშნულებით იხმარება სპეციალური შემახორცებელი გელები, ანტიმიკრობული ან ანტიალერგიული პრეპარატები. ტემპერატურის შემთხვევაში ინიშნება სიცხის დამწევი პრეპარატები (ანტიბიოტიკებს არ ვუნიშნავთ). სითხეები – რაც შეიძლება მეტი: წყალი, ჩაი, ახალი ხილის კომპოტები, გაზგასული სასმელები. ასეთ დროს უნდა ერიდოთ პირის ღრუს დამატებით გაღიზიანებას, უარი თქვათ ყავაზე, ციტრუსებზე, ცხარე სანელებლებზე, თხილსა და კაკალზე, შოკოლადზე, მარწყვზე. საკვები უმჯობესია მიირთვათ ცივი, ან ოთახის ტემპერატურისა, პროდუქტები უნდა იყოს რბილი – პიურე, ფაფები, ბანანი, გახეხილი ვაშლი. აკრძალულია მჟავე, მწარე და მარილიანი საკვები, ალკოჰოლის შემცველი სითხეები, თამბაქოს წევა.

– ექიმის რჩევა

აუცილებელია პირის ღრუს სანაცია, ყველა დაზიანებული კბილის დაბჟენა, საჭიროების შემთხვევაში – მათი ექსტრაქცია (ამოღება), ნადების მოცილება. კბილები დღეში ორჯერ უნდა გავიხეხოთ. მნიშვნელოვანია კბილების სწორად წმენდა, ჯაგრისის სწორად შერჩევა და მისი ცვლა ორ თვეში ერთხელ. საკვების ყოველი მიღების შემდეგ აუცილებელია რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარის გამოვლება.თუ თვითმკურნალობას მიმართავთ და ამის მიუხედავად 10- 14 დღის შემდეგ წყლული არ გაქრება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან არასწორმა მკურნალობამ შესაძლოა უფრო გაართულოს მდგომარეობა, თანაც წყლული ხშირად ამა თუ იმ სისტემურ დაავადებას ახლავს თან და მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით, სავლებებითა თუ მალამოებით ვერ განიკურნება.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

16 კომენტარი »

  • tamta says:

    ganmarjobat,mainteresebs batonebi kerdzod chutyvavila,marto saxeze rom iyos gamonayari xom dasashvebia?

  • ძალიან მარტივად და სწრაფად მორჩება(ელმინატორით) მისაწდომ ფასებშია.

  • soso says:

    gamarjoba. dzalian xshirad michndeba stomatiti mara daaxloebit 3 dgeshi mircheba da mainteresebs rato gamomdis ese xshirad da riti vimkurnalo? piris grus higienas vicav mara mainc gamomdis tveshi daaxloebit 3 jer

  • nino says:

    var 35clis,13clidan macuxebs stomatiti,axlac gamokrili mak ,ver vlaparakob normalurad ,arada inglisuris mascavlebeli var da mushaobashi dzalian mishlis xels ,tavi sul mtkiva,sharshan fexebze gamonakari gamichnda ,sami kanis ekimi gamovicvale ro daedginat ra mchirda ,bolos agmochnda psoroazi,ertma kanis ekimma mitxra pirshi rac gak eg stomatiti kiara fsoriaziao,ikneb mirchiot ra vkna ,ori shvili mkavs da meugle ,romelic ar mushaobs ,mec tu ver vimushave ra gveshveleba ,stomatologebtan xshiri kavshiri mak,celicadshi orjer mattan vicmindav kbilebsda isedac kargad vuvli piris grus ,axlaena mak gamokrili

  • nani says:

    gamarjobat. 3 wlis bavshvs aqvs witeli bustukebi tucebis gverdit da pirze. rogor unda vumkurnalo?

  • ირინე says:

    გამარჯობათ,

    მაწუხებს პირის ღრუში გამონაყარი. მკურნალობის მიუხედავად, ვერ მოვირჩინე და მოკლე დროის ინტერვალებში მიმეორდება. ონლაინზე წავიკითხე სტომატოლოგ ნინო თაქთაქიშვილის სტატია და იქ განთავსებულ სარათებს, პირის ღრუში გამონაყარით, ძალიან გავს ჩემი გამონაყარიც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ მეც სტომატიტი მაქვს. ძალიან მინდა ქალბატონ ნინო თაქთაქიშვილთან კონსულტაციაზე მისვლა და მაინტერესებს მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ ვინმემ იცით, ძალიან გთხოვთ მომწერეთ ჩემ იმეილზე.
    წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.

    პატივისცემით,

    ირინე

  • ირინე says:

    ბატონო დავით,

    ონლაინზე წავიკითხე თქვენი ინტერვიუ სტომატოლოგ ნინო თაქთაქიშვილთან სტომატიტის შესახებ. ეს სტატია მოვიძიე იმის გამო, რომ მეც ძალიან ხშირად მაწუხებს სტომატიტი. მიუხედავად ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობისა, მაინც ვერ მოვირჩინე ეს გამონაყარი. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ძალიან დავინტერესდი და მინდა ქალბატონ ნინო თაქთაქიშვილთან კონსულტაციაზე მისვლა. თუ შეიძლება რომ მომწეროთ მისი სამუშაო ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი.
    წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.

    პატივისცემით,

    ირინე ნიკოლაძე

  • ნინო says:

    იწვევს თუ არა ლიმფური ჯირკვლების გადიდებას?

  • natia says:

    Gamarjobat otxi clis bavshvs gauchnda piris grushi mravlobiti gamonayari,meore dges daecyo magali ssicxeebi,davicyet mkurmaloba,mainteresebs stomatitma gamoicvia magali sicxe tu virusma gamoicvia stomatiti.madlobt

  • nino says:

    gamarjoba mainteresebs maq enaze stomatiti da ra unda gavaketo

  • Mari says:

    Gamarjobat :)var 19wlis 5dgea tuchze da yelshi maqvs tetri bushtukebi tkivili dzalian mcire aqvs tumca rodesac ragacas vcham midzlierdeba .wamals nistatins vsvam tumca jer shedegi ar momca tqven ras mirchevt

  • dato says:

    მეც დზალიან მაწუხებდა აფთოზური სტომატიტი. რას არ მივმართე, მაგრამ დზალიან მიჭირდა მორჩენა. სტომატოლოგმა მასწავლა, რომ დიგმის მასივში ამზადებენ აფთოზური სტომატიტის წამალს, ვიკიდე და 4-5 წასმაზე მომირჩინა. მართლა დზალიან მაგარი წამალია. ცოტა ძვირი კი გირს მაგრამ მართლა დზალიან ეფექტურია. 1 მლ 15 ლარი ღირს. 2-3 მლ კი დაგჭირდება, მაგრამ მართლა გირს.ზეთოვანი სითხეა და ეკვრება დაზიანებულ ნაწილს. ვინც ამზადებს შორენა ქვია.ტელ:598 19 18 40.

  • levani says:

    Gamarjoba. Maq ragac stomatitis msgavsi gamonakari piros grushi magram ramodenime eqima gamomiwera savlebi ( meditonzini da metilis lurji uspirto ) es wamlebimomarchens ? Tan sibrdznis kbiliebi amomdis dzaanmtkiva da eqimamitxra daimushave xelito da kevis gamoyeneba sheileba xoar gagizianebs stomatits?

  • ana says:

    gamartjobat chems gogonas aqva stomatiti enaze ramodenime zertili da piris gruzec ra xerxs unda mivmarto 2 wlis aris

  • ნანა says:

    გამარჯობათ.მყავს 5წლის გოგონა,2დგის წინ ასტკივდა ყბა სახსრების ადგილას და ყური ციტათი.მეორწ დღეს გამოუვიდა პირის ღრუში სტიმატიტი,ენაზე ენის ძირში,ლოყებზე,ღრძილებზე,თან ღრძილები. შეუსივდა და გაუწითლდა,ანუ ანთებას გავს და აქვს სიცხეები.გთხოვთ მირჩიოთ რამე.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი,"- წმ. იოანე ოქროპირი.