სტამბოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება
ტექნიკურ უნივერსტეტში სტუს-თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისა და ინტერნეტჟურნალ “ამბიონის” ორგანიზებით გაიმართა მხარდამჭერი ღონისძიება, რომელიც სტამბოლში ქართული ბიბლიოთეკის დაარსებას მიეძღვნა.
ეს ისტორიული მოვლენა ხორციელდება “საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციისა” (თავმჯდომარე ალი რიზა ალთუნელი) და “თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის” (თავმჯდომარე ოთარ ნადირაძე) ინიციატივითა და უშუალო ხელმძვანელობით.
მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ ბიბლიოთეკას პირველი საჩუქარი (100 წიგნი) გადასცა.
შეგახსენებთ, ბიბლიოთეკის შექმნაში თითოეულ ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება, საჩუქრად წიგნის გადაცემის სახით. ნებისმიერი შინაარსის ქართულენოვანი წიგნები გროვდება ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. (მის.: მ.კოსტავას ქუჩა N77 სტუ-ს ადმინისტრაციული შენობა)
ამასთანავე, გაიმართა ინტერნეტჟურნალ “ამბიონისა” და ტელეკომპანია “ერთსულოვნების” მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის “სხვა საქართველო…” პრემიერა. ფილმი თურქეთის ქართველების ცხოვრებას ასახავს.
ნინო ჩალაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.