მთავარი » ვიდეო

სტამბოლი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.03.2013 | 5,003 ნახვა

სტამბოლი – თურქეთის უდიდესი ქალაქი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ბოსფორის სრუტეზე, ბუნებრივ ნავსაყუდელთან, რომელსაც “ოქროს რქა” ჰქვია..ოფიციალურად ევროპასა და აზიაშია, თუმცა, როგორც წესი, ევროპულ ქალაქად მოიხსენიება. სტამბოლი სიდიდით ევროპის უდიდეს ქალაქთა შორის ერთ-ერთია.

სტამბოლი მისი პირველი ცნობილი სახელი არის ბიზანტიონი, რომელიც ბერძენ კოლონისტთა პირველ დასახლებას და მათ წინამძღოლს, ბიზას უკავშირდება.მეოთხე საუკუნეში რომაელმა იმპერატორმა კონსტანტინე I-მა ქალაქი რომის იმპერიის აღმოსავლეთ დედაქალაქად გამოაცხადა და მას ნოვა რომა -“ახალი რომი” უწოდა. თუმცა ქალაქი ცნობილი გახდა სახელით კონსტანტინოპოლი

მე-5ს.-ში დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ კონსტანტინოპოლი ხდება ერთპიროვნული დედაქალაქი ქვეყნისა, რომელსაც ისტორიკოსები ამჟამად ბიზანტიის იმპერიას უწოდებენ. ეს იმპერია კულტურულად ბერძნული იყო და ამგვარად ბერძნული ორთოდოქსული ქრისტიანობის ცენტრი ხდება რომთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ. ამ პერიოდში შენდება მრავალი საუცხოო ტაძარი თუ ეკლესია, მათ შორის განუმეორებელი აია-სოფია – ერთ დროს მსოფლიოს უდიდესი საკათედრო ტაძარი. კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერი ლიდერის ტახტი დღემდე სტამბოლში რჩება.

მე-15 საუკუნეში თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ქალაქი ოსმალეთის იმპერიის ნაწილი და მალე მისი დედაქალაქი ხდება. დაპყრობამდე თურქები ქალაქს სტამბოლს უწოდებედნენ. სახელი წარმოიშვა ბერძნული ფრაზიდან (ისტიმ ბოლინ), ეგურ დიალექტზე (ისტამ ბოლინ), რაც ნიშნავს “ქალაქში”, “ქალაქისკენ”, ან “ქალაქის ცენტრში”. თუმცა ოფიციალურად სახელი ქუსტანტანია გამოიყენებოდა, რაც არაბულად “კონსტანტინეს ქალაქს” ნიშნავს. ქალაქს ოფიციალურად სტამბოლი მხოლოდ 1930 წლის 28 მარტს ეწოდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი