მთავარი » სოფლის მეურნეობა

სტაფილოს აგროტექნიკა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2021 | 167 ნახვა

სტაფილოს გაზაფხულზე დასათესად ნიადაგის დამუშავება ნაკვეთის დასუფთავებით, სასუქების განაწილებით და მზრალად 22-25 სმ სიღრმეზე ხვნით, შემოდგომაზე იწყება. გაზაფხულზე მზრალს 1-2-ჯერ დაფარცხავენ. თესვის წინ, თუ ნიადაგი სარეველებისაგან სუფთაა, მსუბუქი და ფხვიერია, აწარმოებენ კულტივაციას 8-10 სმ სიღრმეზე, ხოლო თუ ნიადაგი მძიმეა, მზრალი უნდა გადაიხნას 15-16 სმ სიღრმეზე, დაიფარცხოს 2-3 ჯერ.

სტაფილოს თესვა, გარდა ადრე გაზაფხულისა, შეიძლება წლის დანარჩენ დროსაც – ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე. სტაფილი ზამთარში, ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე ნიადაგში არსებული წყლის მარაგის მაქსიმალურად გამოყენებისა და ადრეული მოსავალის მიღების მიზნით ითესება.

სტაფილო ითესება მწკრივებად და ზოლებრივად. ზოლებრივად თესვისას მწკრივებს შორის მანძილია 35 სმ, მწკრივების რაოდენობა ზოლში 4, ზოლებს შორის მანძილი 50-60სმ (35×3+50-60 სმ)/4. თესლის ჩათესვის სიღრმე თესვის დროზე და ნიადაგის ტიპზე დამოკიდებულებით 1-დან 3 სმ-მდეა. თესვის ნორმა 3,4 – 4 კგ-ია.

სტაფილოს მოვლა ითვალისწინებს: ნიადაგის გაფხვიერებას, მარგვლას მექანიკურს (თოხნა-კულტივაცია) და ქიმიურს (ჰერბიციდების გამოყენება), ნათესების გამეჩხერებას, მორწყვას, გამოკვებას, ბრძოლას მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ.

დათესვიდან 25-30 დღის შემდეგ, როდესაც მცენარეები
მასობრივად აღმოცენდებიან, ტარდება პირველი მარგვლა და გამეჩხერება. მეორე თოხნა გამეჩხერებიდან 2-3 კვირის შემდეგ, სტაფილოს ნათესს თოხნიან მესამედ.

მწკრივთაშორისების კულტივაცია განსაკუთრებით ეფექტიანი წვიმების და მორწყვის შემდეგ, ნიადაგის ზედაპირზე გაჩენილი ქერქის დასაშლელად. მორწყვა ტარდება ვეგეტაციის მანძილზე 4-5-ჯერ, მორწყვის ნორმაა 300-400 მ/ჰა.

პირველი გამოკვება ტარდება გამეჩხერების შემდეგ 3-4 ფოთლის ფაზაში. მეორე გამოკვება, პირველიდან 20-25 დღის შემდეგ. ყოველ გამოკვებაზე ჰექტარზე შეაქვთ 50-80 კგ ამონიუმის გვარჯილა, ამდენივე სუპერფოსფატი და 30-40 კგ კალიუმის ქლორიდი.

სტაფილოს სასაქონლო ძირხვენა უნდა იყოს საღი,დაუხეთქავი, მექანიკური დაზიანების გარეშე, ჯიშისათვის დამახასიათებელი შეფერილობის, 2,5 – 6 სმ დიამეტრის.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი