მთავარი » ჯანმრთელობა

სტაფილოს სასარგებლო თვისებები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.03.2016 2 კომენტარი | 14,983 ნახვა

სტაფილო შეიცავს ვიტამინებს – A, B1, B2, C, E1, P, კალციუმს, იოდს, Na და რკინას, ასევე დიდი რაოდენობით კაროტინს. სტაფილო კაროტინი ადამიანის ორგანიზმში პროვიტამინ -A-დ გარდაიქმნება. სწორედ კაროტინი უზრუნველყოფს ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.

სტაფილო გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების საწინაღმდეგოდ. სტაფილო სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, წმენდს თირკმლებს. 2-3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო საკმარისია ორგანიზმის განწმენდისთვის. ის ხელს უშლის ორგანიზმში სოკოს სპორების გამრავლებას.

სტაფილო გამოიყენება კონიუქტივიტისა და თვალის რქოვანას დავაადებების დროს. ნედლი ნაყოფი და წვენი ენიშნებათ ფეხმძიმე და მეძუძურ დედებს. აგრეთვე, მათ ვინც გონებრივად და ფიზიკურად არის დატვირთული.

სტაფილოს წვენი სასარგებლოა:

• მადის გასაუმჯობესებლად
• მხედველობისთვის
• კანის სიჯანსაღისთვის
• კბილების სიმაგრისთვის
• ხელს უწყობს ნერვული სისტემის მოწესრიგებას
• ამაღლებს იმუნიტეტს
• ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას

სტაფილოს წვენი კარგია უმადობისა და საერთო სისუსტისას, 1 სადილის კოვზი წვენი მივიღოთ დღეში სამჯერ ჭამამდე. სტაფილოს წვენი შეგვიძლია გამოვიყენოთ სურდოს დროს, ცხვირში ჩავიწვეთოთ დღეში 6-7-ჯერ.

სასარგებლოა სტაფილოს წვენი ანგინის დროს, თუ მის წვენს შევურევთ ცხელ წყალში გახსნილ ნატურალურ თაფლს. ღრძილების ანთებისა და სტომატიტის დროს ეფექტურია ახლად გამოწურული სტაფილოს წვენის გამოვლება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ანა ტყებუჩავა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • მაკა says:

    რა დოზითაა რეკომენდირებული ყოველდღიურად სტაფილოს წვენის სმა?

    • ნინო says:

      რა რაოდენობის სტაფილოს წვენი შეიძლება ჩაითვალოს დღიურ ნორმად.მე მივირთმევ დილით ას გრამს.ასეთივე რაოდენობის წვენს ვასმევ ჩემს 20წლის სვილსაც.რამდენად სწორად ვიქცევი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი