მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რა არის საჭირო შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.05.2013 ერთი კომენტარი | 7,401 ნახვა

რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი? „ამბიონი“ არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ  ბავშვი “საქართველოს ბავშვების” ფსიქოლოგს, ნინო მიქაიას ესაუბრა:

„შეზღუდული შესაძლებლობის ცნების ერთი განსაზღვრება არ არსებობს. იგი განიხილება, როგორც მდგომარეობა, როდესაც ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში პიროვნების ფუნქციონირება არის შეზღუდული. შშმ თითოეული ბავშვი/პირი განსხვავებულია.

იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს, მნიშვნელოვანია, იგი სარგებლობდეს იმავე უფლებებით, რითიც ტიპური განვითარების მქონე ბავშვი. ფიზიკური და სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილების გარდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობისათვის მოსამზადებელი მომსახურებისა და დასვენების/გართობის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის პიროვნების განვითარებას, დამოუკიდებლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციას.

შეზღუდული შესაზლებლობის მქონე ბავშვის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ოჯახი. ოჯახმა თავისი ძალები უნდა მიმართოს ბავშვის შესაძლებლობების განვითარებაზე და ცდილობდეს, ადრეული ასაკიდანვე ჩართოს ბავშვი ასაკის შესაფერის საზოგადოებრივ აქტივობებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

უდიდესი წვლილი იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა თავი საზოგადოების სრულფასოვანი წევრებად იგრძნონ, თავად საზოგადოებას ენიჭება. ბავშვის განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს გარემო, შესაბამისად, ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის შემდგომ განვითარებასა და შესაძლებლობების რეალიზებას.“

როგორია საქართველოში ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის რეალური მდგომარეობა?

ამჟამად, საქართველოში მრავალი ნაბიჯია გადადგმული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის გაზრდის კუთხით. ამ პროცესში ოჯახებს, რომლებსაც ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ეხმარება როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ახორციელებს ოჯახის მხარდამჭერ მომსახურებებს, როგორიცაა ადრეული განვითარების, დღის ცენტრების ქვე-პროგრამა. აღნიშნული ქვე-პროგრამები მიზნად ისახავს ბავშვების უნარების განვითარებას, ოჯახის მხარდაჭერას ბავშვის განვითარების პროცესში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდას.

რაც შეეხება ფორმალური განათლების მიღებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს ინკლუზიური განათლების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვას მათი ტიპობრივი განვითარების თანატოლებთან ერთად.

მიუხედავად ყოველივე ზემო აღნიშნულისა, ჯერ კიდევ რჩება ბევრი გამოწვევა, რომელიც არსებობს შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით. ძირითადი სირთულეები მდგომარეობს საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალ დონეში, მათი მხრიდან ნეგატიურ დამოკიდებულებასა და ფიზიკური გარემოს არასათანადოდ ადაპტირებაში.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი