მთავარი » ქრისტიანობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლიეტუვას (ლიტვის) მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეხვდაq

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.11.2018 | 692 ნახვა

patriarqi ა.წ. 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ლიეტუვას სეიმის კულტურის კომიტეტისა და მმართველი პარტიის (,,მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“) თავმჯდომარეს, ბ-ნ რამუნას კარბაუსკისის და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლიეტუვაში, ქ-ნ ხათუნა სალუქვაძეს შეხვდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ბ-ნ რამუნას კარბაუსკისს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგას.

,,ქართველებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ენაში დამკვიდრდეს თქვენი ქვეყნის ავთენტური სახელწოდება – საქართველო.“ _ განაცხადა ბ-ნმა რამუნასმა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში, ქ-ნმა ხათუნა სალუქვაძემ ხაზი გაუსვა ქართველებისადმი ლიეტუველთა განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას, რომელსაც საფუძველი ჩვენმა პატრიარქმა კირიონ II-მ ჩაუყარა.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

წყარო: საქართველოს საპატრიარქო


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი