მთავარი » ქრისტიანობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მარიამობის დღესასწაულზე (28.08.2019)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.08.2019 | 357 ნახვა

“თქვენო აღმატებულებავ ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – მარიამობას.

 მე ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისაგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ პირიქით, – გვაკლია რამე; ალბათ, ორივეა. 

გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისაო. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, რა უნდა ვაკეთოთ, როგორ უნდა ვაკეთოთ, ან როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან. 

საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, ძალა უნდა მოვიკრიბოთ და ჩვენი ჯვარი გოლგოთაზე ერთად უნდა ავიტანოთ. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ სხვას, ვისმეზე მეტი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაცა ვართ და ჩვენ ვმადლობთ ღმერთს ამ დიდი წყალობისათვის

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას: ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა: ,,მამული, ენა სარწმუნოება”. ჩვენ დავუმატეთ ამას, – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა მოგვცა ის გრძნობა, ის შეგრძნება, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი.

ქართველ ადამიანს შეგნებული აქვს, რომ დაკისრებული მძიმე ჯვარი ჩვენმა ხალხმა უნდა აიტანოს გოლგოთაზე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გოლგოთით არ მთავრდება ჩვენი ჯვარის მტვირთველობა. გოლგოთას მოსდევს ჯვარცმა, მაგრამ ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. 

როცა მოხდა ამაღლება უფლისა, მოციქულები როცა იკრიბებოდნენ ერთად და ჰქონდათ სერობა, ისინი ტოვებდნენ ერთ ცარიელ ადგილს და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იმ ცარიელ ადგილზე ბრძანდებოდა უფალი იესო ქრისტე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მოციქულები ტოვებდნენ უკვე ორ ადგილს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ერთზე ბრძანდებოდა მაცხოვარი და მეორეზე, – ღვთისმშობელი დედა. 

ტროპარი, რომელიც დაიწერა მარიამობისთვის, იწყება შემდეგი სიტყვებით:  ,,შობასა შინა ქალწულება დაიმარხე”. მხატვრები, ხატმწერები ფიქრობდნენ, როგორ გამოესახათ ქალწულება ღვთისმშობლისა და ქრისტესშობის ხატი დაწერეს ასე: მაცხოვარი წევს, წინ კი არ უწევს ღვთისმშობელს, არამედ უკან. ღვთისშობელი გადმობრუნებულია, არ უყურებს მაცხოვარს. ეს ნიშნავს, რომ ღვთისმშობელმა შობასა შინა ქალწულება დაიმარხა. 

შეგეწიოთ ღვთისმშობლის მადლი და წყალობა.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ დეკანოზ იოანე ოჩიგავას გამშვენებული ჯვრით. აქსიოს!

ღმერთი ჩვენთანაა, გიხაროდეთ.

მინდა ვთხოვო პრემიერ-მინისტრს, რომ მიულოცოს ეს დიდებული დღესასწაული ჩვენს ხალხს.

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა! 

ჩვენთან არს ღმერთი! 

გიხაროდეთ ორსავე სოფელსა შინა!”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.