მთავარი » კულტურა

სრულდება ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.03.2018 | 1,572 ნახვა

ოცინდალეს ეკლესია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ დაფინანსებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. თაიაში სრულდება XI საუკუნის ისტორიული ძეგლის ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის სფეროში მხარეთა თანამშრომლობის პროცესი კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში წარიმართა. კლუბის წევრებს შორის „მეღვინეობა ხარება“ მეორე ბიზნეს ჯგუფია, რომლის უშუალო თანადგომითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოები განხორციელდა. სარეაბილიტაციო პროცესი ბაზილიკის ტიპის უგუმბათო ნაგებობაზე მინაშენის, ეკლესიის სახურავის, ეკლესიის ეზოში მდებარე კოშკის სახურავისა და გალავნის აღდგენა-რეაბილიტაცის ითვალისწინებს. ამჟამად, მთლიანად დასრულებულია ეკლესიის ეკვდერი. შირიმის ქვით აღდგა კედლების შიდა და გარე წყობები, შიდა თაღები, კამარა, ლავგარდანი; დაფერილი თუნუქის ახალი საფარით მოეწყო ეკვდერის სახურავი; მიმდინარეობს ეკვდერის იატაკის კირქვით მოპირკეთება, ეკლესიის გალავნის აღდგენა-რეაბილიტაცია კირქვითა და პოლიმერ-კირის ხსნარით.

ასევე დაფერილი თუნუქით მოეწყობა კარიბჭისა და ეკლესიის სახურავი და ეზოში მდებარე კოშკის სახურავი, ჭედური ელემენტებით მოეწყობა ეკლესიის ეკვდერის შესასვლელი რკინის კარი, რომელიც დამზადდა ცენტრალური შესასვლელი რკინის კარის შესაბამისად, რომელმაც ასწლეულების წინ XI საუკუნის დროინდელი ვაზისაგან დამზადებული მოხარატებული კარი შეცვალა (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტს კომპანია „კლდეკარი” ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 140 000 ლარი შეადგინა. საუკუნეების განმავლობაში, ოცინდალეს წმ. გიორგის სახლობის ეკლესია უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი იყო, სადაც გიორგობის საეკლესიო დღესასწაულზე მოსახლეობა სამეგრელოს ყველა კუთხიდან იკრიბებოდა. XIXსაუკუნეში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით სოფ. თაიაშის ტაძარი თამარ მეფეს განუახლებია. XXსაულკუნის დასაწყისში ოცინდალეში დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა.

XX საუკუნეში ოცინდალეს ეკლესიას, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლს, სახელმწიფო იცავდა. მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე მღვიმეა გამოკვლეული, რომელთაგან ერთ-ერთი კავკასიის უდიდეს მღვიმეთა ნუსხაშია შეტანილი. ტაძრის რეაბილიტაცია უკანასკნელად, XX საუკუნის 80-იან წლებში განხორციელდა, რომლის დროსაც მისი სამრეკლო შეკეთდა.

2012 წელს ოცინდალეს ეკლესიაში, სენაკიას დაჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოს კურთხევით, მამათა მონასტერი დაფუძნდა.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.