მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სქურის ფერისცვალების ეკლესია აღდგენილია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.04.2017 | 876 ნახვა

სქურის ეკლესია 2015 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული სქურის ფერისცვალების ეკლესიის რესტავრაცია განახორციელა. აღდგა ტაძრის დასავლეთი და სამხრეთი ფასადების საპირე წყობა, თავდაპირველ მდებარეობას დაუბრუნდა მიწაში გამოვლენილი საპირე ქვები, ძეგლზე ჩატარებული კვლევითი მუშაობისას დადგინდა ნაგებობის საერთო სიმაღლე, პროპორციები და სრულად აღდგა ტაძრის დარბაზული სივრცე.

დღეს ნაგებობის ძირითადი კორპუსის ხილვა თავდაპირველთან მაქსიმალურად მიახლოებული სახითაა შესაძლებელი. ძეგლზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

პროექტის ავტორი და შემსრულებელი: სს სამშენებლო კომპანია “ივერთმშენი”.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.