სქოლიოზი – ხერხემლის გამრუდება
სქოლიოზი ძალიან გავრცელებული დაავადებაა განსაკუთრებით მოზარდებში. ტერმინი “სქოლიოზი” ჯერ კიდევ ჩვ. წ.აღ-მდე შემოიღო რომაელმა გალენმა.
როგორც ცნობილია, ამ დაავადებას ჰიპოკრატეც კი მკურნალობდა.
სქოლიოზის განვითარება ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. ამიტომ აუცილებელია მშობელი ყოველთვის აკონტროლებდეს ბავშვის ხერხემალს და წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს ექიმ-ორთოპედს კონტროლის მიზნით.
ხერხემლის გამრუდება, ანუ სქოლიოზი მსოფლიოში 80%-ზე მეტ ადამიანს აწუხებს. ამ დაავადებაში, დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში, საშიში არაფერია, მაგრამ თუ დროზე არ მიმართავთ სპეციალისტს, სქოლიოზი შესაძლოა არა მარტო ადამიანის დამახინჯების, არამედ უამრავი სხვა დაავადების გამომწვევ მიზეზადაც იქცეს.
ამ თემაზე უფრო დაწვრილებით “ამბიონი” ესაუბრა ექიმ -ორთოპედ მანანა ღუდუშაურს:
სქოლიოზი – ეს არის ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სიბრტყეში. დაავადება მჟღავნდება 1 წლის ასაკიდან. უფრო ხშირად სქოლიოზი უვითარდებათ 16 წლამდე ასაკის გოგონებს, რადგან ისინი ნაკლებად მოძრავნი არიან და კუნთოვანი სისტემა შედარებით სუსტად აქვთ განვითარებული, ვიდრე ვაჟებს.
სქოლიოზის ეტიოლოგია იყოფა ორ დიდ ჯგუფად: თანდაყოლილი და შეძენილი სქოლიოზი.
რამდენად ხშირია სქოლიოზი ბავშვებში და როგორ ყალიბდება იგი?
სქოლიოზის დაავადება საკმაოდ ხშირია ბავშვებში. სქოლიოზი შეიძლება განვითარდეს არასწორი ჯდომით, შეუფერებელი ავეჯის გამოყენებით, ცალ ხელში ტვირთის ტარებით, ნაადრევად სპოტსა და ცეკვაზე სიარულით. სამედიცინო სტანდარტებით, 8 წლის ასაკამდე ბავშვის შეყვანა ცეკვასა და სპორტზე არ არის სასურველი.
სქოლიოზის რა ფორმები არსებობს და განსაკუთრებით რომელია გავრცელებული მოზარდებში?
სიმძიმის მიხედვით, არსებობს სქოლიოზის ოთხი ხარისხი:
- ხარისხის დროს გამრუდების კუთხე 10 გრადუსია.
- ხარისხის დროს გამრუდების კუთხე 10-25 გრადუსამდეა.
- ხარისხის – 15-40 გრადუსამდე,
- ხარისხის კი – 40-90 გრადუსამდე, როდესაც პაციენტს აღენიშნება 1-2 ხარისხი, ან 3 ხარისხის დასაწყისი. ასეთ შემთხვევაში დასაშვები და ეფექტურია მკურნალობა კონსერვატიული მეთოდით.
კონსერვატიული მკურნალობის მეთოდი ითვალისწინებს შემდეგი რეჟიმის დაცვას:
ხანგრძლივი ძილი, გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სწორი კვება, სეირნობა სუფთა ჰაერზე, სამკურნალო ვარჯიში (კინეზოთერაპია), სამკურნალო ცურვა(აქვათერაპია), სამკურნალო მასაჯი და ა.შ.
ხოლო 4 ხარისხის დროს ნაჩვენებია ქირურგიული მეთოდით მკურნალობა.
არსებობს სქოლიოზის შემდეგი ფორმები: კისრის მალების, გულმკერდის, გულმკერდ-წელისა და წელის მალების. მოზარდებში უფრო ხშირად გულმკერდის მარჯვენამხრივი სქოლიოზი გვხვდება.
რა დაავადებების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს სქოლიოზმა?
სქოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. ასევე, ზრდაში ჩამორჩენა, ან სწრაფი ზრდა და ყველაზე არასასიამოვნო კოსმეტიკური დეფექტის – კუზის განვითარება.
იკურნება თუ არა ბოლომდე სქოლიოზი და მკურნალობის რა საშუალებები და მეთოდები არსებობს?
სქოლიოზის მკურნალობა მდგომარეობს შემდეგში: ხერხემლის მობილიზაცია და დეფორმაციის კორექციის შენარჩუნება. ყოველივე ამას შეიძლება მივაღწიოთ სამკურნალო ფიზკულტურითა და მასაჟით. აგრეთვე, ორთოპედიული ღონისძიებების დახმარებით.
სქოლიოზის მკურნალობა ხანგრძლივია იმის მიხედვით, თუ რომელი ხარისხისა და ფორმისაა დაავადება. ექიმი ორთოპედი განსაზღვრავს, წელიწადში მკურნალობის რამდენი კურსი უნდა ჩაუტარდეს პაციენტს.
მკურნალობის ძირითადი მიზანია, სქოლიოზით დაავადებულ ავადმყოფს სამკურნალო ფიზკულტურითა და მასაჟით შევუქმნათ ბუნებრივი კუნთოვანი კორსეტი. რაც უფრო ადრე გამოვლინდება დაავადება, მით უფრო ეფექტური იქნება მკურნალობა. მკურნალობის ძირითადი დანიშნულებაა, შევაჩეროთ პროცესი და გამოვასწოროთ ტანდეგობა. სქოლიოზის დაავადება პროგრესირებს 16-18 წლამდე.
როდესაც პაციენტს მკურნალობის ერთი კურსი ჩაუტარდება (20 დღიანი მკურნალობა), შემდეგ სახლში აგრძელებს სამკურნალო ფიზკულტურას და მას ორ თვეში ერთხელ უწევს ორთოპედთან ვიზიტი, რათა შემოწმდეს სახლში ჩატარებული სამკურნალო ფიზკულტურის შედეგები. ექიმი ორთოპედი განსაზღვრავს მკურნალობის შემდეგი კურსის ჩატარების თარიღს. მკურნალობა ეფექტურია და შედეგს იძლევა, როდესაც პაციენტი და მშობელი ითვალისწინებს ორთოპედის რჩევას.
რა პროფილაქტიკური საშუალებებია სქოლიოზის თავიდან ასაცილებლად?
იმისათვის, რომ ავიცილოთ თვიდან სქოლიოზის განვითარება, საჭიროა: ბავშვი იწვეს მაგარ საწოლზე, სასურველია დაბალი ბალიში, 8 წლის ასაკამდე ნუ შეიყვანთ ცეკვასა და სპორტზე. ბავშვის სამეცადინო მაგიდა უნდა შეეფერებოდეს მის ასაკს. სამეცადინო მაგიდის განათება უნდა იყოს სრულფასოვანი. ბავშვი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად, განსაკუთრებით კალციუმით მდიდარი საკვებით, როგორიცაა: ხაჭო, რძე, ქიშმიში, ბანანი, ვაშლი და ა.შ.
ექიმის რჩევები მათთვის, ვისაც სქოლიოზთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ:
მათ, ვისაც უკვე აქვთ სქოლიოზი: 1.უნდა იწვეს მაგარ საწოლზე უბალიშოდ. 2.ზურგჩანთა, რომელსაც ბავშვი ატარებს, არ უნდა აღემატებოდეს 2 კგ-ს. 3.ასაკის შესაფერისი ავეჯი. 4.მკურნალობის ჩატარება კომპეტენტურ დაწესებულებაში, სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი. ექიმი განსაზღვრავს წელიწადში რამდენი კურსია საჭირო.
სპორტის სახეობიდან დასაშვებია: ცურვა ზურგზე ბრასის სტილით, თხილამურები და ცხენი.
პატივცემულო მშობლებო! სპორტის ეს სახეობა სამკურნალო საშუალება არ არის, მხოლოდ დასაშვები სპორტის სახეობებია სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისთვის.
ექიმი ორთოპედის კონსულტაციის გარეშე ნუ შეიყვანთ ბავშვს სპორტზე. სასურველია, ყოველი ჯანმრთელი ბავშვი გაისინჯოს ექიმ ორთოპედთან წელიწადში 2-ჯერ.
მშობლების საყურადღებოდ მინდა გითხრათ, თქვენი შვილის ჯანმრთელობას ნუ ჩაუგდებთ ხელში არაპროფესიონალ ადამიანებს. მითუმეტეს, ამ ბოლო დროს ასეთი ძალიან ბევრი გამოჩნდა და მშობლებს პირდებიან გამრუდებული ხერხემლის გასწორებას, რაც შეუძლებელია.
მსურს გაგაცნოთ ჩემი 40 წლიანი სამედიცინო მოღვაწეობის პერიოდში ჩატარებული მკურნალობის სწორი კურსი: სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, რეჟიმი, სწორი კვება, შესაფერისად შერჩეული სპორტის სახეობა, – ეს ყოველივე იძლევა საკმაოდ კარგ შედეგებს: პროცესი ჩერდება, კუნთოვანი სისტემა მაგრდება, ტანდეგობა უმჯობესდება და ა.შ.
ძვირფასო მშობლებო, გახსოვდეთ, თქვენს ყურადღებაზეა დამოკიდებული თქვენი შვილის ჯანმრთელობა.
დავით დანელია
სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები
48 კომენტარი »
დატოვეთ კომენტარი!











ძალიან მინდა რომ რაც შეიძლება მეტი ინპორმაცია მოვიპოვო სამკურნალო პიზკულტურასა და მასაჟის შესახებ. დიდი მადლობა
გამარჯობა!ქალბატონ-მანანა ღუდუშაურთან მაქვს შეკითხვა.ვარ 29წლის,მაქვს სქოლიოზი,არ ვიცი რომელი ხარისხის,(წელის მალების სავარაუდოდ)რომელიც გამოიწვია არასწორმა ჯდომამ.რამდენად შესაძლებელია ჩემს ასაკში ტანდეგობის აღდგენა მაინც, შემდეგში რომ არ დავიტანჯო სქოლიოზის ვერაგი შედეგებით(კუზი თუნდაც)გმადლობ.
ქალბატონო მანანა, ძალიან მინდა თქვენთან შევისწავლო მასაჟი.
მეც მაქვს ხერხემლის მალების შევიწროაბა მე4-5 მალის და სქოლიოზიც ვიმკურნალე 3წლის უკან წყალტუბოში როგორც წამლებით ,ასევე მივიგე წყლის აბაზანები თავის გაჭიმვით,ტალახით, ფიზიო თერაპიით,ფიზჯ-წყალქვეშდა ვიბრო მასაჟით მიუხედავად ვიღლებოდი მაგრამ შედეგი მივიღე ღვთის წყალობით და შემწეობით. მკურნალობას რწმენაც სჭირდება.
ukve titqmis 18 clis var da maqvs sqoliozi ufro marjvena mxares tvirtis tarebit gamocveuli,xshiri tkivilebic macuxebs,ra sheidzleba dges gavaketo mosalodneli gartulebebis tavidan asacileblad?? tan exlac micevs tvirtis tareba da amas vaketeb marjvena mxrit…………
masaji dzalian kargi iqneba ogond ccorad gaketebuli.tvirtis tareba tu egre xshirad gicevs,marcxena mxritac ataret xolme .
TQVENI PROBLEMISTVIS AUCILEBELIA MASAJI DA VARJISHI TKIVILIC MOGESHVEBAT DA MDGOMAREOBAC GAGIUMJOBESDEBAT.
ვარ 28 წლის,მაქვს ოდნავი ხერხემლის გამრუდება,ამ ასაკში იკურნება თუ არა სქოლიოზი?
ვარ 22 წლის მაქვს სქოლიოზი წელის არეში კომპენსატორული გამრუდებით გულმკერდის არეში.შესაძლოა ტუ არა ამ ასაკში სქოლიოზის განკურნება?
ვარ 24წლის.ადრეული ასაკიდან ხერხემლის პრობლემა მქონდა,მაქვს მარჯვენა წინა მკერთან რამოდენიმე ძვალი ამოწეული.პერიოდულად ვიტარებდი მასაჟებს და შედეგი კარგი მქონდა.5წელია აღარ ჩამიტარებია მასაჯები,ვგრძნობ მარჯვენა ბრთის ქვეშ ტკივილს,ხერხემალიც გადამეხარა და ჟდომისას კუდუსუნის ძვალი მტკივდება მალევე.რისი ბრალი შეიძლება იყოს და ხერხემალს როგორ ვუმკურნალო?
მეც 28 წლის ვარ…მაქვს სქოლიოზი გულმკერდის არესი, მე-2 ხარისხის. ვიმკურნალე მასაჟის ცენტრ “სერაფიტში”, საბჭოს მოედნათან, ბატონ ჯაბა კოხრეიძესთან. ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან კარგი სპეციალისტი…უკვე ორი კურსი ჩავიტარე და აშკარად მაქვს შედეგი. რაც მთავარია, მასაჟებსაც თავად ბ-ნი ჯაბა მიტარებდა და ვარჯიშებიც მან შემირჩია. და ეს ყველაფერი 20 დღიანი კურსი მხოლოდ 380 ლარი დამიჯდა…
gamarjoba. tu sheidzleba mitxarit sad sheidzleba mivide, savaraudod mec gamrudeba unda mqondes da minda gamovikvlio da vimkurnalo da vinme kargi eqimis sakontaqto informacias tu momwert didad damavalebt : )))
gvanca scori masaji aucileblad dagexmarebat.
var 25 wlis mainteresebs inkurneba tu ara am asakshi sqoliozi sheidzleba tu ara operaciis gaketeba?da tu ketdeba ra tanxaa sachiro amistvis.11 wlis asakidan damewyo skolis periodshi gamrudeba.sad mivide romel klinikashi ketdeba iqneb sruli inpormacia momawodot.
winaswar ugrmesi madloba
თქვენმა კომენტარმა დამაინტერესა და პასუხი ტუ მიიგეთ
JER TQVEN UNDA GAMOUKVLIOT ROMELI XARISXIS SQOLIOZI GAQVT TU PIRVELI MEORE XARISXI UMJOBESIA MASAJI
გამარჯობათ.ჩემს ნათესავს,რომელიც არის 21 წლის, წელის არეში აქვს ხერხემლის გამრუდება.ადრე დადიოდა სამკურნალოდ და მერე შეეშვა.. უკეთესობა შეიმჩნევა,მაგრამ აგარ შეეძლო უკვე მანდ სიარული…ნერვები ეშლებოდა ყველაფერზე… შეიძლება მის ასაკში ამის განკურნება???… ან არის თუ არა შესაძლებელი ოპერაციის გზით ამ ნაკლის მოშორება???.. ძალიან გთხოვთ მომწერეთ მეილზე…ის ეხლა საზღვარგარეთაა, და მანდაც აპირებს მისვლას ,მაგრამ მეც მინდა რამით დავეხმარო და ვურჩიო…ძალიან გთხოვთ უპასუხოდ არ დამტოვოთ…
მაწუხებს წელის ტკივილი სამი თვეა,ხერხემლის წელთან მიმდებარე ადგილი,პარალელურად კუდუსუნი.დიდხანს ვერ ვდგები ფეხზე,ვიღლები მალე.სულ ვიფუთები,სითბო მსიამოვნებს.სულ ასე შეფუთულმა,როდემდე ვიარო.მირჩიეთ,როგორ მოვიქცე.
გამარჯობა,მაინტერესებს სად და როგორ შეიძლება დავუკავშირდე ქ-ნ მანანა ღუდუშაურს?
ვარ 38 წლის,მაქვს სქოლიოზი,ამ ასაკში თუ არის განკურნება შესაძლებელი,ან ოპერაცია თუ კეთდება(ე.წ კუზი),მაიმტერესებს ფასიც და ადგილმდებარეობა,გმადლობთ.
მეც ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხის გაგება,გთხოვთ გასცეთ პასუხი ეშველება თუ არა რამე ე.წ. კუზს,ძალიან შესამჩნევად არის.გმადლობთ
გამარჯობა პატივცემულო ამბიონის წევრებო,იქნებ დაგვაკვალიანოთ როგორ მივაწვდინოთ ხმა ქბ.მანანას ,არსებული პირადი ნომერი გათიშულია აქვს .
ქალბატონი მანანა ღუდუშაურის საკონტაქტო ინფორმაცია:
უშანგი ჩხეიძის ქ.17
ტელ.: 2 95 92 64
ბინა: 2 98 57 07
მობ.: 599 29 81 29
გამარჯობათთ! მაინტერესებს სქოლიოზის დროს კეთდება თუ არა გადახრილ მხარეს სრული მასაჯი? ანუ ვაძლიერებთ თუ არა იმ დაავადებულ კუნთს? გმადლობთ
გამარჯობათ, ვარ 29 წლის, მაქვს ოსტეოხონდროზი. ვარ მოხრილი რაც საკმაოდ შესამჩნევია. განსაკუთრებით ემჩნევა კისრის მალას, მაქვს ზურგის ტკივილები კომპიუტერთან ხშირი ჯდომის გამო. რამდენად შესაძლებელია ჩემს ასაკში მისი განკურნება? ან რამდენად დამეხმარება ცურვაზე სიარული?
გამარჯობათ,
ბავშვი არის 4.5 წლის. აქვს ხერხემლის გამრუდება, ბრტყელტერფიანობა. ექიმმა დამინიშნა სამკურნალო ვარჯიში. ხომარ გაქვთ ინფორმაცია სავარჯიშო ცენტრების შესახებ? სად ვატარო ბავშვი? ვინაიდან სახლში ვერ ვავარჯიშებ. არ მიჯერებს.
გმადლობთ
“ლილი რატიანის კლინიკაში”, მკურნალობენ ხერხემლის დაავადებებს,კიფო სქოლიოზი,ოსტეოქონდროზი,ხერხემლის თიაქარი,დისკოგენურ რადიკულიტებს, მოტეხილობებს და ტროფიკულ წყლულებს უნიკალური მეთოდით, ქირურგიული ჩარევის და თაბაშირის გარეშე.
ძალიან მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა ვიდეოს სახით სქოლიოზის ოპერაციის ნახვა?
გამარჯობათ. ვარ 21 წლის.მაქვს ხერხემლის გამრუდება და ოსტეოქონდროზი. მაინტერესებს აქვს თუ არა ამ დაავადებას მხედველობასთან რაიმე შეხება.
მადლობთ
ვგამარჯობათ ვარ 30 წლის მაქვს სქოლიოზი,მანამდე არ მეტყობოდა სანამ შვილი არ შემედზინა,ეხლა საკმაოდ მეტყობა,ტიტქმის როგორც კუზი,დზალიან განვიცდი,გთხოვთ მიპასუხოთ რა სჰეიდზლება გაკეთდეს?ან სად?რომელ კლინიკაში? რა ტანხა ჯდება?ეგ თუ უკვე კუზია შეიდზლება ოპერაციიტ მაინც განიკურნოს?ძალიან გტხოვტ უმორჩილესად მირჩიეტ რამე..
BELA JER UNDA GAMOIKVLIOT ROMELI XARISXIS SQOLIOZI GAQVT DA ASEVE ARA GAMORICXULI KIPOZIC GQONDET AMITOM JER UMJOBESIA GAMOKVLEVA CHAITAROT ORTOPEDTAN DA MERE MASAJI
გამარჯობათ,ვარ 29 წლის. მაქვს მეორე ხარისხის სქოლიოზი 30 გრადუსის გამრუდებით. ძალიან მაინტერესებს თუ მოხერხდება ამ ასაკში ჩემი განკურნება და რა მეთოდით. ძალიან გთხოვთ მომწერეთ. დიდი მადლობა.
AMAS DIDI DRO CHIRDEBA UNDA IKETOT MASAJI DA VARJISHEBI
ღებულობთ თუ არა ამ საიტზე რაიმე იმპორმაციას??პირადად მე ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე,ძალიან გთხოვთ ინპორმაცია მომაწვდინოთ…
გამარჯობა ქალბატონო ბელა, დამიკავშირდით ამ ნომერზე 591 001477 და დაგაკვალიანებთ, პატივისცემით დავითი
გამარჯობათ ,ქალბატონ ნანასთან მაქვს კითხვა: მეორე ხარისხის სქოლიოზის დროს თუა სასურველი გოგონა ბალეტზე დადიოდეს?
გამარჯობათ ქალბატონო მანანა, ვარ 29 წლის და მაქვს სქოლიოზი გულმკერდის არესში, მაინტერესებს როგორ შეიძლება თქვენთან დაკავშირება. მადლობთ.
ქალბატონი მანანა ღუდუშაურის საკონტაქტო ინფორმაცია:
უშანგი ჩხეიძის ქ.17
ტელ.: 2 95 92 64
ბინა: 2 98 57 07
მობ.: 599 29 81 29
გამარჯობათ.ვარ 12 წლის მაქვს სქოლიოზი და მტკივა კეფის არეში.რატომ ხო ვერ მეტყვით?
მარიამ, ამ კითხვით ექიმს უნდა მიმართოთ :)
სად მდებარეობს ეს კლინიკა, რომელ უბანში?
ბატონო დავით გთხოვთ,აქ დატოვოთ მესიჯად მონაცემები,სხვაც ისარგებლებს,გმადლობთ…
მაინტერესებს კორსეტის ჩაცმა თუ იქნება შეგავათი სქოლიოზის დროს
MAKVS SQOLIOZI SAQMAOD MDZIME PORMEBSHI MEOTXE XARISXI TU ARIS SHESADZLEBELI OPERACIULI CHAREVIT MISI BMKURNALOBA TU SHEIDZLEBA MIPASUXET
rogorc vici sadac ghamrudebaaa im adgilas aqtiuri masaji arketdeba.namdvilad egreaaa tu vcdebi.gtxov miasuxot.
გამრუდების მხარეს მასაჟი ზოგადად კეთდება, მხოლოდ მსუბუქი, არაინტენსიური ილეთები. თუ რკალი არის მარჯვნივ, ეს იმას ნიშნავს, რომ დაზაბული კუნთები არის მარცხენა მხარეს, საითაც კეთდება კუნთების მოსადუნებელი, ინტენსიური მასაჟი. მარცხენა მხარეს შეიძლება გამოვიყენოთ ვაკუუმმასაჟიც (ქილებით)…
dzlian gtxovt gamecit amshekitxvaze pasuxi.didi madloba.
dzlivs vipove ra biologiashi mqonda dasawerad :D