მთავარი » ახალი ამბები

სპექტაკლი – “ჩვენ გველის დიდება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.10.2014 | 1,778 ნახვა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „ჩვენ გველის დიდება“ ჩვენება გაიმართა (28.10.2014).

სპექტაკლს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

ჩვენ გველის დიდება

სპექტაკლი „ჩვენ გველის დიდება“ წარმოდგენილია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი“ პროგრამის ფარგლებში.

თანამედროვე მიუზიკლი, რომელიც რეჟისორმა მანანა ბერიკაშვილმა დადგა, ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ურთიერთდამოკიდებულებას და რუტინულ ყოველდღიურობას აღწერს.

სპექტაკლის მხატვარია მერაბ მოისწრაფიშვილი, კოსტიუმები ეკუთვნის ნინო მალაზონიას, მუსიკალური ხელმძღვანელია ნიკოლოზ რაჭველი, კომპოზიტორი- ანა ქასრაშვილი, სიმღერების ტექსტის ავტორი-ირინა სანიკიძე, ქორეოგრაფი კი არჩილ სოლოღაშვილი.

მონაწილეობენ: ნინო ლეჟავა, ნათია კუპატაძე, ნიკოლოზ ნანიტაშვილი, ანო მაისურაძე (დებიუტი), სოფიო ებრალიძე, დავით როსტომაშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, ნინო ანდრიაძე, სანდრო დავითაშვილი (მოწვეული მუსკომედიის თეატრიდან) , ანა ზამბახიძე, თეკლა ჯავახაძე, ნიკა ფაიქრიძე, ხატია მელქაძე, ნიკა კვანტალიანი, ანა სანაია, რატი ნავაძე, შალვა ანთელავა, სალომე წურწუმია, გიორგი ტორიაშვილი( მოწვეული მუსკომედიის თეატრიდან), გიორგი შავგულიძე, დენ ხლიბოვი, გიორგი ჯიქურიძე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.